არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მისი მეშვეობით ადამიანების გულს ვწვდები“

„მისი მეშვეობით ადამიანების გულს ვწვდები“

„მისი მეშვეობით ადამიანების გულს ვწვდები“

პორტუ-ალეგრი, ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში გაშენებული ქალაქი, რამდენიმე ხნის წინ მასპინძლობდა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. ამ კონფერენციას 135 ქვეყნიდან ჩამოსული ათობით ათასი სტუმარი ესწრებოდა. იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი პორტუ-ალეგრის კრებიდან, კონფერენციის დელეგატებს შესვენებებზე ხვდებოდა და სამეფოს შესახებ ბიბლიურ ცნობას უზიარებდა. როგორ ახერხებდნენ ისინი სტუმრებთან საუბარს?

«ჩვენ ვიყენებდით ბროშურას „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“, — ამბობს ელიზაბეტი, რომელიც პიონერია. — ბევრს სასიხარულო ცნობა მოსმენილი არ ჰქონდა და მას დადებითად გამოეხმაურა. ჩვენ ვესაუბრეთ ბოლივიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, ნიგერიიდან, საფრანგეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. ზოგ ენაზე ბიბლიური ლიტერატურაც გვქონდა, რასაც სიხარულით იღებდნენ».

მექსიკაში ამ ბროშურას ძალიან კარგად იყენებს პიონერი რაული. ერთხელ ის 80 წლის არაბ მამაკაცს გამოელაპარაკა, რომელსაც ცოლი ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. როცა ბროშურაში სამეფოს შესახებ ცნობა არაბულ ენაზე წაიკითხა, სიხარულისგან ცრემლები ვერ შეიკავა. მის გულს ძალიან შეეხო გამოცხადების 21:3, 4-ში ჩაწერილი ღვთის დაპირება, რომ სიკვდილი აღარ იქნება. სხვა დროს, არაფორმალური ქადაგებისას რაული შეხვდა პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე კაცს, რომელსაც შვილი ჰყავდა დაღუპული. რაულმა მას ბროშურა იმ გვერდზე გადაუშალა, რომელზეც სასიხარულო ცნობა პორტუგალიურ ენაზე იყო. კაცმა წაკითხვისთანავე ბიბლიის შესწავლის სურვილი გამოთქვა.

ბროშურას „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“, რაული დღემდე იყენებს გერმანულ, ინგლისურ, კორეულ, მიხე, რუსულ, საპოტეკურ, სპარსულ, სომხურ, ფრანგულ, ჩინურ და ჰინდი ენებზე მოლაპარაკე ხალხთან. ის ამბობს: „ვხედავ, რა მნიშვნელოვანია, ამ ბროშურით მსახურება. მისი მეშვეობით იმ ადამიანების გულს ვწვდები, რომელთა ენაც არ მესმის“.

ვინაიდან დღეს ბევრი მიდის საზღვარგარეთ საცხოვრებლად თუ სამოგზაუროდ, მათთან საუბრის კარგი შესაძლებლობა გვეძლევა. თუ გამოვიყენებთ ბროშურას „სასიხარულო ცნობა ყველა ეროვნების ადამიანებისთვის“, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებსაც გავუზიარებთ. ყოველთვის თან დაგაქვთ ეს ბროშურა?

[სურათები 32 გვერდზე]

ამ ბროშურის მეშვეობით რაული ადამიანების გულს სწვდება