არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’

‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’

‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი თეოდორ იარაჩი 2010 წლის 9 ივნისს, ოთხშაბათ დილით, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დარჩა მეუღლე მელიტა, რომელთანაც 53 წლიანი თანაცხოვრების გზა განვლო. იარაჩს აგრეთვე დარჩა ერთი და, რომელსაც ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავს.

თეოდორ იარაჩი დაიბადა 1925 წლის 28 სექტემბერს პაიკის ოლქში (კენტუკი, აშშ). იგი 1941 წლის 10 აგვისტოს 15 წლის ასაკში მოინათლა. ძმა იარაჩმა ორი წლის შემდეგ, როცა 17 წლის იყო, პიონერად დაიწყო მსახურება. მან დაახლოებით 67 წელი იმსახურა სრული დროით.

1946 წელს 20 წლის ასაკში ძმა იარაჩი მიიწვიეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-7 კლასში. სკოლის დამთავრების შემდეგ თეოდორ იარაჩი მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა კლივლენდში (ოჰაიო, აშშ). 1951 წელს ის ავსტრალიის ფილიალში მიიწვიეს, სადაც კოორდინატორად მსახურობდა. 1983 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“ ძმა იარაჩზე ეწერა, რომ „ის თეოკრატიულ წესრიგს ერთგულად მიჰყვებოდა და არასდროს ზოგავდა ძალას სამქადაგებლო მსახურებისთვის, რითაც ავსტრალიელ და-ძმებს კარგ მაგალითს აძლევდა“.

შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, 1956 წლის 10 დეკემბერს, თეოდორ იარაჩი დაქორწინდა მელიტა ლასკოზე. დაქორწინებისთანავე მათ მიმოსვლითი მსახურება დაიწყეს. ძმა იარაჩი გულმოდგინედ მსახურობდა სარაიონო და საოლქო ზედამხედველად ამერიკის არაერთ შტატში. 1974 წლის მიწურულს თეოდორ იარაჩი იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა.

თეოდორ იარაჩმა ყველას დაამახსოვრა თავი, როგორც იეჰოვასადმი მიძღვნილმა ერთგულმა მსახურმა. ის თეოკრატიულ საქმიანობაში მთელი გულით იყო ჩაბმული. იგი მოსიყვარულე და მზრუნველი ქმარი იყო. ძმა იარაჩი სხვის ინტერესებს ყოველთვის თავისაზე წინ აყენებდა (1 კორ. 13:4, 5). ეს იქიდან ჩანდა, რომ იგი გულწრფელად ზრუნავდა ყველაზე და უნდოდა, რომ ნებისმიერს სამართლიანად მოქცეოდნენ და გაეთვალისწინებინათ მათი გრძნობები. ძმა იარაჩის სიყვარულსა და მზრუნველობაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ძალ-ღონეს არ იშურებდა, ხალხისთვის გადაეცა სასიხარულო ცნობა.

ასეთი თავდაუზოგავი და მოსიყვარულე ბეთელის ოჯახის წევრის სიკვდილი მთელი მსოფლიოს საძმოსთვის დიდი დანაკლისია. მაგრამ გვახარებს ის, რომ ძმა იარაჩი ათეულობით წლები ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. დარწმუნებული ვართ, რომ ის ‘სიკვდილამდე ერთგული დარჩა და მიიღო სიცოცხლის გვირგვინი’ (გამოცხ. 2:10). ეჭვი არ გვეპარება, რომ ‘მისი საქმეები თან მიჰყვება მას’ (გამოცხ. 14:13).