წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით ცდუნებას და დაძლევთ გულგატეხილობას!
წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით ცდუნებას და დაძლევთ გულგატეხილობას!
„როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ“ (საქ. 1:8).
1, 2. რას დაჰპირდა იესო თავის მოწაფეებს, და რატომ იყო ეს საჭირო?
იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები საკუთარი ძალით ვერ შეძლებდნენ, შეესრულებინათ ყველაფერი, რაც მან დაავალა. მათ, უდავოდ, აღმატებული ძალა დასჭირდებოდათ ღვთისგან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწის კიდით-კიდემდე უნდა ექადაგათ, სასტიკ წინააღმდეგობებს უნდა შეხვედროდნენ და ადამიანურ სისუსტეებს უნდა გამკლავებოდნენ. სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8).
2 ამ წინასწარმეტყველების შესრულება მაშინ დაიწყო, როცა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული გადმოვიდა იესო ქრისტეს მიმდევრებზე. ისინი მთელ იერუსალიმში ქადაგებდნენ. ვერანაირმა წინააღმდეგობამ ვერ შეაჩერა ისინი (საქ. 4:20). „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ იესოს ერთგულ მიმდევრებს, მათ შორის ჩვენც, უდავოდ, გვჭირდება ღვთის ძალა (მათ. 28:20).
3. ა) ახსენით, რა განსხვავებაა წმინდა სულსა და ძალას შორის. ბ) რაში გვეხმარება იეჰოვას ძალა?
3 იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ ‘მიიღებდნენ ძალას, როცა წმინდა სული გადმოვიდოდა მათზე’. სიტყვებს „ძალას“ და „სულს“ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ღვთის სული არის ენერგიის უშრეტი წყარო. სწორედ ამ სულის მეშვეობით ავსებს ღმერთი ენერგიით სულიერ თუ უსულო ქმნილებებს თავისი ნების შესასრულებლად. რაც შეეხება ძალას, ის „მოქმედებისკენ აღგვძრავს და შედეგის მიღწევაში გვეხმარება“. ეს ძალა პოტენციის სახით თითოეულ ჩვენგანშია და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას სასურველი შედეგის მისაღწევად. წმინდა სული შეიძლება შევადაროთ ელექტროენერგიის წყაროს, რომელიც ენერგიით ავსებს აკუმულატორს. ამ მოწყობილობაში ყოველთვის არის პოტენციური ენერგია, მაგრამ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, როცა დაიტენება. ძალა, რომელსაც იეჰოვა თავისი წმინდა სულით თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს, აღგვძრავს, რომ ქრისტიანული მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ. ეს ძალა აგრეთვე გვეხმარება, შევეწინააღმდეგოთ ნებისმიერ რამეს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩვენზე (წაიკითხეთ მიქას 3:8; კოლოსელების 1:29 ).
4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში, და რატომ?
4 რა ცხადყოფს, რომ ღმერთმა წმინდა სულის მეშვეობით მოგვცა ძალა? როგორ გვეხმარება წმინდა სული, რომ სხვადასხვა სიტუაციაში სწორად ვიქცეოდეთ და სათანადოდ ვრეაგირებდეთ? რამდენადაც გვინდა, ღმერთს ერთგულად ვემსახუროთ, მრავალ დაბრკოლებას ვხვდებით — სატანა თავს უამრავ განსაცდელს გვატეხს, ქვეყნიერება არაერთ მახეს გვიგებს და ჩვენს სისუსტეებთანაც გვიწევს ბრძოლა. ასეთი დაბრკოლებები რომ გადავლახოთ, უნდა დავრჩეთ ქრისტიანულ გზაზე, რეგულარულად უნდა ვიქადაგოთ და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. განვიხილოთ, როგორ გვეხმარება წმინდა სული, გავუმკლავდეთ ცდუნებებსა და გულგატეხილობას, და აღვიდგინოთ ძალა.
წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით ცდუნებებს!
5. როგორ გვაძლიერებს ლოცვა?
5 იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ასე ელოცათ: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). იეჰოვა არ მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს, რომლებიც ღმერთს ამ სიტყვებით მიმართავენ. იესომ აგრეთვე თქვა, რომ „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ, მისი წმინდა სულის ძალით შევძლებთ იმის გაკეთებას, რაც სწორია! თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა თავიდან აგვარიდებს ცდუნებებს (1 კორ. 10:13). მაგრამ, როცა ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, უფრო მხურვალედ და დაჟინებით უნდა ვილოცოთ (მათ. 26:42).
6. რის საფუძველზე პასუხობდა იესო სატანას, როცა ეს უკანასკნელი აცდუნებდა?
6 როცა ეშმაკისგან იცდებოდა, იესომ საღვთო წერილიდან მოიყვანა ციტატები. მის გონებაში ღვთის სიტყვები ღრმად იყო ჩაბეჭდილი, რაც მისივე პასუხებიდან გამოჩნდა: «დაწერილია . . . ისიც დაწერილია . . . გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“». იეჰოვასა და მისი სიტყვის სიყვარული აღძრავდა იესოს, რომ უარეყო ყველაფერი, რაც მაცდურმა შესთავაზა (მათ. 4:1—10). სატანამ ვერაფრით აცდუნა იესო და ამიტომ, მიატოვა იგი.
7. როგორ გვეხმარება ბიბლია, არ ავყვეთ ცდუნებებს?
7 თუკი იესო, ეშმაკისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია, საღვთო წერილს იშველიებდა, მით უმეტეს ჩვენ გვმართებს ასე მოქცევა! სატანისა და დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რომ შევძლოთ, პირველ რიგში, უნდა გავეცნოთ ღვთის ნორმებს და მთელი გულით დავიცვათ. ბევრი, ვინც შეისწავლა ბიბლია და დაინახა, რამდენად ბრძენი და სამართლიანია ღმერთი, ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება დაიწყო. ღვთის სიტყვა მართლაც მოქმედია და „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). რაც უფრო მეტს ვკითხულობთ და ვუღრმავდებით წმინდა წერილებს, მით უფრო ‘ვწვდებით მის ჭეშმარიტებას’ (დან. 9:13). ამიტომ, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ დავფიქრდებით ბიბლიის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც ჩვენი სისუსტეების დაძლევაში დაგვეხმარება.
8. რა შემთხვევაში მივიღებთ ღვთის სულს?
8 გარდა ამისა, იესომ იმიტომ შეძლო ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომ ის იყო „წმინდა სულით აღვსილი“ (ლუკ. 4:1). თუ გვინდა, რომ ჩვენც შევძლოთ ცდუნებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას და ვისარგებლოთ ყველაფრით, რასაც იგი თავისი წმინდა სულით გვაძლევს — ჩვენ უნდა შევისწავლოთ ბიბლია, ვილოცოთ და ურთიერთობა გვქონდეს და-ძმებთან (იაკ. 4:7, 8). ბევრს სულიერ საქმეებში სრული მონაწილეობა დაეხმარა, რომ გამამხნევებელ სულიერ აზრებზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებული.
9, 10. ა) თქვენ რა ცდუნებების წინაშე დგებით? ბ) როგორ დაგეხმარებათ ლოცვა და ფიქრი, გაუმკლავდეთ ცდუნებებს მაშინაც კი, როცა ძალაგამოცლილი ხართ?
9 რა ცდუნებებთან გიწევთ ბრძოლა? როდისმე გქონიათ ფლირტი მასთან, ვინც არ არის თქვენი მეუღლე? თუ არა ხართ დაქორწინებული, გქონიათ ცდუნება, მასთან წასულიყავით პაემანზე, ვინც თქვენს რწმენას არ იზიარებს? როდესაც ქრისტიანი ტელევიზორს უყურებს ან ინტერნეტით სარგებლობს, ეკრანზე შეიძლება მოულოდნელად უზნეობის ამსახველი კადრი გამოჩნდეს. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც მომხდარა, როგორი რეაქცია გქონდათ? კარგი იქნება, თუ გააანალიზებთ, როგორ შეიძლება ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა სერიოზულ ცოდვამდე მიგიყვანოთ (იაკ. 1:14, 15). იმაზეც იფიქრეთ, თუ რამხელა ტკივილი შეიძლება მიაყენოს თქვენმა არასწორმა საქციელმა იეჰოვას, კრებასა და თქვენს ოჯახს. თუ ყოველთვის უერთგულებთ ღვთის პრინციპებს, სუფთა სინდისი გექნებათ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:37; იგავების 22:3 ). რა დროსაც არ უნდა აღმოჩნდეთ ცდუნების წინაშე, ღმერთს სთხოვეთ, რომ ძალა მოგცეთ მასთან გასამკლავებლად.
10 კიდევ ერთი რამეა აღსანიშნავი ბიბლიის იმ მონაკვეთიდან, როდესაც სატანა იესოს აცდუნებდა. ლუკ. 4:13). სატანა ჩვენს საცდუნებლადაც ეძებს ხელსაყრელ შემთხვევას. ამიტომ აუცილებელია, რომ სულიერად ძლიერები ვიყოთ. სატანა ხშირად თავის მსხვერპლს იმ დროს იღებს მიზანში, როცა ისინი ყველაზე დაუცველები ჩანან. განსაკუთრებით მაშინ უნდა ვთხოვოთ ღმერთს დაჟინებით, რომ თავისი წმინდა სულით დაგვიცვას, როცა ძალაგამოცლილი ან გულგატეხილები ვართ (2 კორ. 12:8—10).
სატანა მაშინ შეეცადა იესოს შეცდენას, როცა ის უდაბნოში იყო და 40 დღე არაფერი ჰქონდა ნაჭამი. უეჭველია, ეშმაკს „ხელსაყრელი შემთხვევა“ მიეცა, რომ შეერყია იესოს ერთგულება (წმინდა სულის ძალით გაუმკლავდებით გულგატეხილობას და აღიდგენთ ძალას
11, 12. ა) რატომაა დღეს ბევრი გულგატეხილი? ბ) რა მოგვცემს ძალას, რომ დავძლიოთ გულგატეხილობა?
11 არასრულყოფილების გამო დროდადრო გული გვიტყდება. დღევანდელ სტრესულ გარემოში ცხოვრება განსაკუთრებით გვთრგუნავს. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ძნელად ასატან დროში, როგორიც არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას (2 ტიმ. 3:1—5). რაც უფრო ახლოვდება არმაგედონი, მით უფრო რთული ხდება ცხოვრება — უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა და ემოციურადაც ვიფიტებით. გასაკვირი არ არის, რატომ უჭირს დღეს ბევრს ოჯახის შენახვა. ისინი იმდენად ქანცგაწყვეტილები არიან, რომ თავს ვეღარ ართმევენ ოჯახურ პასუხისმგებლობებს. თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ასეთ ზეწოლას?
12 იესომ მოწაფეები დაარწმუნა, რომ ‘მისცემდა მათ დამხმარეს’ — ღვთის წმინდა სულს (წაიკითხეთ იოანეს 14:16, 17 ). ეს არის უშრეტი ენერგიის წყარო სამყაროში, რომელსაც ბადალი არ მოეძებნება. იეჰოვას წმინდა სულით „შეუძლია განუზომლად მეტი გააკეთოს“ ჩვენ გასაძლიერებლად, რათა ნებისმიერ ცდუნებას გავუძლოთ (ეფეს. 3:20). თუ ღვთის წმინდა სულს მივენდობით, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, მივიღებთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ მაშინაც კი, თუ „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ“ (2 კორ. 4:7, 8). იეჰოვა არ გვპირდება, რომ სტრესს აგვარიდებს თავიდან. მაგრამ იგი გვარწმუნებს, რომ სტრესთან გასამკლავებლად თავის წმინდა სულს მოგვცემს (ფილ. 4:13).
13. ა) როგორ უმკლავდება ერთი ახალგაზრდა ღვთის სულის ძალით თავის მდგომარეობას? ბ) ხომ არ გახსენდებათ ისეთი და ან ძმა, რომელიც სტეფანის მსგავსად მძიმე მდგომარეობაშია?
13 დავფიქრდეთ სტეფანის მაგალითზე, რომელიც 19 წლისაა და პიონერად მსახურობს. 12 წლის ასაკში სტეფანის ინსულტმა დაარტყა. მას ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. სტეფანიმ ორჯერ გაიკეთა ოპერაცია და სხივური თერაპიის ფსალმუნის 41:3. იგი დარწმუნებულია, რომ ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები მასზე სრულდება.
კურსი ჩაიტარა. ამის შემდეგ მას კიდევ ორჯერ დაარტყა ინსულტმა, რამაც ნაწილობრივ გაუჩერა მარცხენა კიდურები და მხედველობაც დაუქვეითა. სტეფანი ცდილობს, ნაკლებად დაიტვირთოს თავი, რათა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ეყოს ძალა, მაგალითად ქრისტიანული კრების შეხვედრებისთვის და ქადაგებისთვის. ის გრძნობს, როგორ აძლიერებს იეჰოვა თავისი წმინდა სულით და როგორ ეხმარება ბევრი რამის მოთმენაში. როდესაც მას სევდა იპყრობს, ბიბლიურ პუბლიკაციებში მოცემული თანამორწმუნეების შემთხვევების წაკითხვა დიდ ნუგეშს ჰგვრის. სტეფანის და-ძმებიც მხარში უდგანან — უგზავნიან ბარათებს და შეხვედრის დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ ამხნევებენ. სტეფანის დაინტერესებულები, რომლებიც მასთან მიდიან სახლში, ემადლიერებიან სტეფანის იმის გამო, რომ მათ ბიბლიას ასწავლის. ამ ყველაფრისთვის სტეფანი ძალიან მადლიერია იეჰოვასი. მისი საყვარელი მუხლია14. რა არ უნდა გავივლოთ გულში, როცა გადაღლილები ვართ, და რატომ?
14 როდესაც გადაღლილები ვართ ან სტრესი გვაქვს, გულშიც კი არ უნდა გავივლოთ, რომ თუ ნაკლებ დროს დავუთმობთ სულიერ საქმეებს, სტრესი შეგვიმცირდება. ეს ყველაზე მცდარი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მხრიდან, რადგან ღვთისგან სწორედ მაშინ ვიღებთ წმინდა სულს, როცა რეგულარულად გვაქვს პირადი შესწავლა, ოჯახური თაყვანისცემის საღამო, ყოველთვის ვქადაგებთ და ვესწრებით კრების შეხვედრებს. სულიერი საქმეები გამოგვაცოცხლებს (წაიკითხეთ მათეს 11:28, 29 ). მართლაც ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ბევრი კრების შეხვედრაზე გადაღლილი მიდის, ხოლო შეხვედრის შემდეგ განახლებული ძალით ბრუნდებიან სახლში.
15. ა) ჰპირდება იეჰოვა ქრისტიანებს, რომ იოლი ცხოვრება ექნებათ? ახსენით ბიბლიის საფუძველზე. ბ) რას გვპირდება ღმერთი, და რაზე უნდა დაფიქრდეთ?
15 ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ადვილია, იყო ქრისტეს მოწაფე. ქრისტიანმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს ერთგულების შესანარჩუნებლად (მათ. 16:24—26; ლუკ. 13:24). იეჰოვა წმინდა სულით აძლიერებს ძალაგამოცლილთ. წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „იეჰოვაზე მინდობილები კი ძალას განიახლებენ. არწივივით გაშლიან ფრთებს. ირბენენ და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან“ (ეს. 40:29—31). თუ დროდადრო თქვენც გიჭირთ სულიერ საქმეებში მონაწილეობა, კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ამის გამომწვევ მიზეზზე.
16. რა უნდა გავაკეთოთ გადაღლილობისა და გულგატეხილობის მიზეზების აღმოსაფხვრელად?
16 იეჰოვას სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ‘დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილ. 1:10). პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულ ცხოვრებას გრძელ დისტანციაზე სირბილს ადარებდა, გვირჩევს: „მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და . . . მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (ებრ. 12:1). პავლე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოვიშოროთ ზედმეტი ტვირთი ანუ აღარ ვისწრაფოთ ისეთი უსარგებლო მიზნებისკენ, რაც ძალას გამოგვაცლის. ზოგი ამ დაძაბულ დროში ზედმეტ ტვირთს იკიდებს და ამით კიდევ უფრო ირთულებს ცხოვრებას. ასე რომ, თუ ხშირად გამოფიტული ხართ და სტრესი გაქვთ, დაფიქრდით, რამდენ დროსა და ენერგიას გართმევთ სამუშაო, მოგზაურობა, სპორტი ან გართობის სხვა საშუალებები. გონიერებამ და მოკრძალებულობამ თითოეულ ჩვენგანს უნდა გვიბიძგოს, გავაცნობიეროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, და ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ ფუჭ საქმეებს.
17. რატომ შეიძლება ზოგს გული გაუტყდეს, მაგრამ რაში გვარწმუნებს იეჰოვა?
იგავ. 13:12). ყველას, ვისაც მსგავსი გრძნობა ეუფლება, შეუძლია გამხნევდეს აბაკუმის 2:3-ში ჩაწერილი სიტყვებით: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ქვეყნიერების აღსასრული მის მიერ დანიშნულ დროს მოხდება!
17 შეიძლება ზოგს გული იმანაც გაუტეხოს, რომ, მისი აზრით, აღსასრული იგვიანებს (18. ა) ღვთის რომელი დაპირებები გაძლიერებთ? ბ) რა მხრივ დაგვეხმარება მომდევნო სტატია?
18 იეჰოვას ერთგული მსახურები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა დაღლილობა და გულგატეხილობა აღარ იარსებებს და ყველა „ახალგაზრდულ ძლიერებას“ დაიბრუნებს (იობ. 33:25). თუ ქრისტიანული საქმეებით სრულად დავკავდებით, დღესვე ვიგრძნობთ ძალას, რადგან ღმერთი თავისი წმინდა სულით დაგვეხმარება (2 კორ. 4:16; ეფეს. 3:16). არ დაუშვათ, რომ გულგატეხილობამ მარადიული კურთხევები დაგაკარგვინოთ. ნებისმიერი განსაცდელი, იქნება ეს ცდუნება, გადაღლილობა თუ გულგატეხილობა, დღეს თუ არა, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აუცილებლად ჩაჰბარდება წარსულს. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ აძლიერებს ღვთის სული ქრისტიანებს, რომ აიტანონ დევნა, გაუმკლავდნენ თანატოლების გავლენას თუ სხვა სირთულეებს.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ გვაძლიერებს ბიბლიის კითხვა?
• როგორ გვმატებს ძალას ლოცვა და ბიბლიურ აზრებზე ფიქრი?
• რა უნდა გავაკეთოთ გადაღლილობისა და გულგატეხილობის მიზეზების აღმოსაფხვრელად?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 24 გვერდზე]
ქრისტიანულ შეხვედრებზე სულიერად ვმხნევდებით