არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად!

ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად!

ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად!

ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება მნიშვნელოვანია, რათა მშობლებმა ბავშვები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფეს. 6:4). თუ მშობელი ხართ, ალბათ, თქვენთვის სიახლე არ არის, რომ პატარებს ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი. როგორ შეგიძლიათ მიიპყროთ მათი ყურადღება? ვნახოთ, რას აკეთებს ზოგი მშობელი.

კალიფორნიელი ჯორჯი ამბობს: „როდესაც ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, მე და ჩემი ცოლი ვცდილობდით, ისე ჩაგვეტარებინა ოჯახური შესწავლა, რომ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ყოფილიყო. ზოგჯერ ყველანი ბიბლიურ დროში მცხოვრებთა მსგავსად ვიმოსებოდით და იმ ბიბლიურ პერსონაჟებს ვანსახიერებდით, რომელთა შესახებაც ვკითხულობდით წიგნ „ბიბლიურ მოთხრობებში“. ჩვენ ხმლის, კვერთხის, კალათისა და სხვა ნივთების ბუტაფორიაც კი გვქონდა. აგრეთვე ვთამაშობდით ბიბლიურ თამაშს „გამოიცანი, ვინ ვარ?!“ ან ისეთ თამაშს ვიგონებდით, რომელშიც სხვადასხვა სირთულის კითხვები იყო ჩართული. გარდა ამისა, ვაკეთებდით ამა თუ იმ სიუჟეტის ჩანახატს, რისამე მოდელს, მაგალითად ნოეს კიდობნის მოდელს ან ვადგენდით ბიბლიური მოვლენების დიაგრამებს. ზოგჯერ ვხატავდით ბიბლიურ პერსონაჟებს ან ქაღალდზე ვაცოცხლებდით ბიბლიურ ისტორიებს. როდესაც ეფესოელების 6:11—17-ს ვიკვლევდით, ოჯახის ყველა წევრმა დავხატეთ სულიერი საჭურვლის თითოეული ნაწილი და შემდეგ სათითაოდ ავხსენით, რას ნიშნავდა საჭურვლის ესა თუ ის ნაწილი. ეს მეთოდები დაგვეხმარა, რომ სასიამოვნო ყოფილიყო ჩვენი ოჯახური შესწავლა“.

მიჩიგანელი დები ყვება: «მე და ჩემს ქმარს ძალიან გვიჭირდა, რამენაირად მიგვეპყრო ჩვენი სამი წლის გოგონას ყურადღება. ერთხელაც, როდესაც წიგნ „ბიბლიური მოთხრობებიდან“ ისაკისა და რებეკას ისტორიას ხმამაღლა ვკითხულობდი, ორი თოჯინა ავიღე და შევეცადე, გამეცოცხლებინა ეს ბიბლიური ისტორია. ჩვენი პატარა გოგონა გაფაციცებით მისმენდა. მომდევნო თვეების მანძილზე ამ თოჯინებმა ბევრი სხვა ბიბლიური პერსონაჟის როლიც შეითავსეს. ყოველი ბიბლიური ისტორიის წაკითხვის შემდეგ ჩვენი გოგონა სხვა სათამაშოებსა თუ ნივთებს ეძებდა სახლში, რომ მორიგი ისტორიების წაკითხვისას გამომეყენებინა. როგორც იქნა, ჩვენი პატარას ყურადღება მივიქციეთ და დავაინტერესეთ ბიბლიური ისტორიებით! ფეხსაცმლის ყუთი და წითელი ლენტი რახაბის სახლიდან გადმოკიდებული თოკის მაგივრობის სწევს. ერთნახევარი მეტრის რბილი სათამაშო გველი რიცხვების 21:4—9-ში მოხსენიებულ ბოძზე შემოხვეულ სპილენძის გველს განასახიერებს. ჩვენ ამ ნივთებს ვინახავთ ერთ დიდ ბრეზენტის ჩანთაში. ჩვენს გასახარად, ჩვენი პატარა გოგონა ხშირად შედის მისაღებ ოთახში და „ბიბლიური ისტორიებით სავსე გუდაში“ იქექება. ერთ სიამოვნებად ღირს მისი ცქერა, როცა ბიბლიურ ისტორიებს საკუთარი ბავშვური ინტერპრეტაციით აცოცხლებს!»

ბავშვების აღზრდა არ არის ადვილი. მხოლოდ კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება საკმარისი არაა იმისათვის, რომ ბავშვს იეჰოვას მსახურების სურვილი აღუძრათ. მშობლებმა ყოველდღე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთის სიყვარული. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო მშობლებს ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება. ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად!