მივყვეთ ქრისტეს, სრულყოფილ წინამძღოლს
მივყვეთ ქრისტეს, სრულყოფილ წინამძღოლს
ხშირად ისინი, ვინც ადამიანთა მმართველობაზე ამყარებენ იმედს, გულგატეხილი რჩებიან. მაგრამ სრულიად საპირისპიროს თქმა შეიძლება მათზე, ვისი მმართველიც ქრისტეა. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათ. 11:28, 29). იესოს ხელმძღვანელობა გამომაცოცხლებელი და ძალების შემმატებელია. ის გულწრფელად არის დაინტერესებული უბრალო და „ტვირთმძიმე“ ადამიანებით და მათ სთავაზობს, დაიდგან მისი სასიამოვნო უღელი. მაგრამ, რას ნიშნავს, მივყვეთ იესოს ხელმძღვანელობას?
მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21). რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მივყვეთ იესოს ნაკვალევს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა ჯგუფმა უნდა გადაკვეთოს დანაღმული ველი. ჯგუფიდან მხოლოდ ერთმა იცის, თუ როგორ მივიდეს დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ. განა არ ეცდებოდით, ფეხდაფეხ მიჰყოლოდით და ფეხი ზუსტად მის ნაკვალევში ჩაგედგათ კიდეც? მსგავსად ამისა, ჩვენი უსაფრთხო მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ვბაძავთ იესოს. ამაში შედის: მოვუსმინოთ და დავემორჩილოთ მას და ვითანამშრომლოთ მის წარმომადგენლებთან.
მოვუსმინოთ და დავემორჩილოთ
მთაზე ქადაგების დასასრულს იესომ თქვა: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული“ (მათ. 7:24, 25).
იესომ „გონიერი“ უწოდა კაცს, რომელიც ისმენს მის სიტყვებს და ასრულებს მათ. ცხადვყოფთ გულწრფელი მორჩილების გამოვლენით, რომ ვაფასებთ იესოს მაგალითს? თუ იესოს მხოლოდ იმ მითითებებს ვიცავთ, რომელთა შესრულებაც ადვილი ან მოსახერხებელია? იესომ თქვა: „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას [ღმერთს] მოსწონს“ (იოან. 8:29). ვეცადოთ, რომ მივბაძოთ მის მაგალითს.
პირველ საუკუნეში მცხოვრებმა მოციქულებმა იმის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს, თუ როგორ უნდა დავემორჩილოთ ქრისტეს ხელმძღვანელობას. ერთხელ პეტრემ იესოს უთხრა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“ (მარკ. 10:28). მართლაც, მოციქულები იესოს ხელმძღვანელობას იმდენად აფასებდნენ, რომ მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ და მას გაჰყოლოდნენ (მათ. 4:18—22).
ვითანამშრომლოთ ქრისტეს წარმომადგენლებთან
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ მოიხსენია, კიდევ როგორ შეგვიძლია მივყვეთ მის ხელმძღვანელობას. მან თქვა: „ვინც ჩემგან გაგზავნილს იღებს, მეც მიღებს“ (იოან. 13:20). იესო თავის ცხებულ წარმომადგენლებს „ძმებს“ უწოდებდა (მათ. 25:40). მას შემდეგ, რაც ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა, ცხებულები „ქრისტეს ნაცვლად“ მსახურობდნენ, როგორც „ელჩები“ და ხალხს იეჰოვა ღმერთთან შერიგებისკენ მოუწოდებდნენ (2 კორ. 5:18—20). თუ ვაღიარებთ ქრისტეს ხელმძღვანელობას, ვემორჩილებით კიდეც მის „ძმებს“.
კარგია, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა რეაქცია გვაქვს, როდესაც ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი პუბლიკაციებიდან დროულ რჩევას ვიღებთ. ბიბლიის 2 პეტ. 3:1, 2). სულიერი საკვებისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვავლენთ, თუ რეგულარულად მივიღებთ მას. მაგრამ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ზოგი რჩევა დროდადრო მეორდება? მაგალითად, ღვთის სიტყვა ქრისტიანებს ურჩევს, დაქორწინდნენ მხოლოდ „უფალში“ (1 კორ. 7:39). საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ეს საკითხი არაერთხელ იქნა განხილული. ქრისტეს ძმები ჩვენდამი ნამდვილ სიყვარულს ავლენენ და ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავენ; ეს იმით ვლინდება, რომ ამ და სხვა თემებზე სტატიებს აქვეყნებენ. ერთ-ერთი საშუალება, რითაც ცხადვყოფთ, რომ მივყვებით ჩვენს სრულყოფილ წინამძღოლს, იესო ქრისტეს, არის ის, რომ ყურად ვიღებთ ამ შეხსენებებს.
შესწავლითა და კრების შეხვედრებზე დასწრებით ღმერთი ქრისტეს ნათქვამს შეგვახსენებს („მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“, — ნათქვამია იგავების 4:18-ში. დიახ, იესოს ხელმძღვანელობა პროგრესულია და არა პასიური ან სტატიკური. კიდევ ერთი საშუალება, რომ ვითანამშრომლოთ ქრისტეს „ძმებთან“ არის ის, რომ დადებითად შევხვდეთ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებასთან დაკავშირებით გვხვდება (მათ. 24:45).
ქრისტეს „ძმებს“ ვემორჩილებით იმითაც, რომ ქრისტიანულ კრებაში დანიშნულ ზედამხედველებთან ვთანამშრომლობთ. მოციქულმა პავლემ თქვა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე“ (ებრ. 13:17). მაგალითად, უხუცესმა შეიძლება დაგვანახვოს, რამდენად მნიშვნელოვანია, რეგულარულად გვქონდეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო ან შეიძლება ქადაგებასთან დაკავშირებით გვირჩიოს რამე. მიმომსვლელმა ზედამხედველმა შეიძლება ქრისტიანული ცხოვრების რომელიმე სფეროსთან დაკავშირებით ბიბლიური რჩევა მოგვცეს. როცა მზადყოფნით ვიღებთ ასეთ რჩევებს, ცხადვყოფთ, რომ მივყვებით ჩვენს წინამძღოლს, იესოს.
ქვეყნიერებას, სამწუხაროდ, არ ჰყავს კარგი წინამძღოლი. მაგრამ ქრისტეს მოსიყვარულე ხელმძღვანელობის მიყოლა ნამდვილად გამომაცოცხლებელია! ამიტომ ძალ-ღონეს ნუ დავიშურებთ იმისათვის, რომ დავემორჩილოთ ჩვენს უფალს და ვითანამშრომლოთ მათთან, ვისაც ის დღეს იყენებს.
[სურათები 27 გვერდზე]
ითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას, ნუ შეებმებით უღელში ურწმუნოებთან?