„მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო“
„მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო“
„მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით“ (1 პეტ. 5:2).
1. რა მდგომარეობაში იყვნენ ქრისტიანები, როცა პეტრემ მათ პირველი წერილი მისწერა?
მოციქულმა პეტრემ თავისი პირველი წერილი ნერონის მიერ რომში ქრისტიანების დევნის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. მას თანამორწმუნეების განმტკიცება სურდა. ეშმაკი „დაძრწოდა“ და ქრისტიანების „გადაყლაპვას“ ცდილობდა. მისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, საჭირო იყო, ეფხიზლათ და ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ თავი დაემდაბლებინათ (1 პეტ. 5:6, 8). აგრეთვე აუცილებელი იყო ერთიანობის შენარჩუნება. მათ არ უნდა „დაეკბინათ“ და „დაეჭამათ“ ერთმანეთი, რათა საბოლოოდ არ „ამოეწყვიტათ“ ერთმანეთი (გალ. 5:15).
2, 3. ა) ვის უნდა შევებრძოლოთ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიებში?
2 დღესაც მსგავსი სიტუაციაა. სატანა ჩვენი „გადაყლაპვის“ შესაძლებლობებს ეძებს (გამოცხ. 12:12). თანაც, ჰორიზონტზე გამოჩნდა „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე“ (მათ. 24:21). პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც უნდა მოვერიდოთ ერთმანეთს შორის შუღლსა და დავას. ამის მისაღწევად დროდადრო გამოცდილი უხუცესების დახმარებაა საჭირო.
3 განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მეტად დააფასონ მათთვის მიბარებული ღვთის ფარის დამწყემსვის პასუხისმგებლობა (1 პეტ. 5:2). შემდეგ დავფიქრდეთ, როგორ შეუძლიათ მათ ამ პასუხისმგებლობის სათანადოდ შესრულება. მომდევნო სტატიაში კი განვიხილავთ, როგორ შეუძლიათ კრების წევრებს „პატივი სცენ მათ, ვინც ირჯება და ხელმძღვანელობს“ სამწყსოს (1 თეს. 5:12). ამ საკითხების განხილვა დაგვეხმარება, მტკიცედ შევეწინააღმდეგოთ ჩვენს მთავარ მტერს, ვინაიდან გვესმის, რომ მის წინააღმდეგ ვიბრძვით (ეფეს. 6:12).
მწყემსეთ ღვთის სამწყსო
4, 5. როგორ უნდა უყურებდნენ უხუცესები ღვთის ფარას? მოიყვანეთ მაგალითი.
4 პეტრე მოუწოდებდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიან უხუცესებს, რომ მათთვის მინდობილ სამწყსოზე ღვთის თვალსაზრისი ჰქონოდათ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:1, 2 ). მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს კრების ბურჯად მიიჩნევდნენ, ის ზემოდან არ დაჰყურებდა სხვა უხუცესებს. მოციქული მათ შეაგონებდა, როგორც თავის თანამშრომლებს (გალ. 2:9). მსგავსადვე, დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭოც კრების უხუცესებს მოუწოდებს, მთელი გულით ეცადონ, შეასრულონ ღვთის ფარის დამწყემსვის რთული პასუხისმგებლობა.
5 მოციქულმა მისწერა უხუცესებს, რომლებსაც უნდა დაემწყემსათ მათთვის მიბარებული ღვთის სამწყსო. პირველ რიგში, მათ უნდა გაეთავისებინათ, რომ სამწყსო იეჰოვასა და იესო ქრისტეს ეკუთვნის. უხუცესები ღვთის წინაშე ანგარიშვალდებულნი იყვნენ იმაზე, თუ როგორ ზრუნავდნენ მის ცხვრებზე. ვთქვათ, ახლო მეგობარმა გთხოვათ, რომ მის არყოფნაში მისი შვილებისთვის მიგეხედათ. განა კარგად არ იზრუნებდით ბავშვებზე? განა მშივრებს დატოვებდით მათ? რომელიმე მათგანი ავად რომ გამხდარიყო, განა ყველაფერს არ გააკეთებდით მის დასახმარებლად? მსგავსად ამისა, კრების უხუცესებმა უნდა დამწყემსონ „ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქ. 20:28). მათ უნდა ახსოვდეთ, რომ თითოეული ცხვარი ღმერთმა ქრისტე იესოს ძვირფასი სისხლით გამოისყიდა. როგორც ანგარიშვალდებულნი, უხუცესები კვებავენ, იცავენ და ზრუნავენ ღვთის ცხვარზე.
6. რა ევალებოდათ მწყემსებს ძველად?
6 მოდი, დავფიქრდეთ ბიბლიურ დროში, პირდაპირი გაგებით, რა ევალებოდათ მწყემსებს. მათ უნდა აეტანათ დღის თაკარა მზე და ღამის სუსხი, რათა ფარაზე ეზრუნათ (დაბ. 31:40). ცხვრის დასაცავად ისინი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეშიც კი იგდებდნენ. მწყემს დავითს არაერთხელ გამოუტაცია თავისი ცხვარი მხეცებისთვის, მათ შორის ლომისა და დათვისთვის. ამის შესახებ დავითმა თქვა: „ყბაში ვავლებდი ხელს, ისევ ვანარცხებდი და ვკლავდი“ (1 სამ. 17:34, 35). მართლაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა მხეცისთვის ყბაში ხელის ჩავლებას! მაგრამ თავისი ცხვრის დასაცავად დავითს თავი არ დაუზოგავს.
7. ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, როგორ სტაცებენ უხუცესები სატანას პირიდან ცხვარს?
7 დღეს უხუცესები ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ ეშმაკის ლომისმაგვარი თავდასხმები მოიგერიონ. მათ შეიძლება დიდი გაბედულება დასჭირდეთ, რათა ეშმაკს იეჰოვას ცხვარი, ასე ვთქვათ, პირიდან გამოსტაცონ. ხატოვანი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, უხუცესები ცხვრის გადასარჩენად მხეცს ყბაში ავლებენ ხელს. მათ შეიძლება დასჭირდეთ იმ წინდაუხედავი ძმების შეგონება, რომლებიც სატანის მახეში გაებნენ (წაიკითხეთ იუდას 22, 23 ). რა თქმა უნდა, უხუცესები ამას იეჰოვას დახმარების გარეშე ვერ გააკეთებენ. ისინი ასეთ ცხვარს სათუთად ეპყრობიან — იარაზე ღვთის სიტყვის მალამოს ადებენ და ჭრილობას უხვევენ.
8. საით მიუძღვებიან უხუცესები ფარას და როგორ?
8 მწყემსები ცხვარს ნოყიერი საძოვრებისა და წყალუხვი ადგილებისკენ მიუძღვებიან. მსგავსადვე, უხუცესები მიუძღვებიან ცხვარს კრებისკენ, — მოუწოდებენ, რეგულარულად დაესწრონ შეხვედრებს, რათა დანაყრდნენ და დროულად მიიღონ საზრდო (მათ. 24:45). უხუცესებს შეიძლება დამატებითი დროის გამოყოფა დასჭირდეთ იმისათვის, რომ სულიერად მოსუსტებულებს დაეხმარონ და ღვთის სიტყვით გამოკვებონ ისინი. გზასაცდენილი ცხვარი შეიძლება ფარაში დაბრუნებას ცდილობდეს. უხუცესები კი არ აფრთხობენ ასეთ ძმებს, არამედ რბილად უხსნიან ბიბლიურ პრინციპებს და აჩვენებენ, როგორ შეუძლიათ ამ პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება.
9, 10. როგორ უნდა იზრუნონ უხუცესებმა სულიერად მოსუსტებულებზე?
9 ავად გახდომის შემთხვევაში, როგორ ექიმთან ამჯობინებდით მისვლას? ისეთთან, რომელიც ცოტა დროს გამოგიყოფდათ და ნაჩქარევად გამოგიწერდათ წამლებს, რათა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლებულიყო შემდეგი პაციენტის მისაღებად? თუ ისეთ ექიმს არჩევდით, რომელიც გულისყურით მოგისმენდათ, აგიხსნიდათ, რა გჭირთ, და მკურნალობის შესაძლო ვარიანტებს შემოგთავაზებდათ?
10 მსგავსადვე, უხუცესებს შეუძლიათ მოუსმინონ სულიერად მოსუსტებულს და დაეხმარონ ჭრილობის მოშუშებაში, ასე ვთქვათ, „ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით“ (წაიკითხეთ იაკობის 5:14, 15 ). როგორც გალაადის ბალზამს, ღვთის სიტყვას შეუძლია ანუგეშოს დაუძლურებულები (იერ. 8:22; ეზეკ. 34:16). ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაეხმარება მერყევებს სულიერი წონასწორობის აღდგენაში. დიახ, უხუცესები კარგ შედეგებს აღწევენ, როდესაც გულისყურით ისმენენ დაავადებული ცხვრის საწუხარს და მასთან ერთად ლოცულობენ.
არა იძულებით, არამედ ხალისით
11. რა აღძრავთ უხუცესებს ხალისით მწყემსონ ღვთის ცხვარი?
11 შემდეგ პეტრემ უხუცესებს შეახსენა, როგორ უნდა დაემწყემსათ და როგორ არ უნდა დაემწყემსათ ფარა. უხუცესებმა ღვთის ცხვარი უნდა მწყემსონ „არა იძულებით, არამედ ხალისით“. რა აღძრავს უხუცესებს, რომ ხალისით ემსახურონ თავიანთ ძმებს? რა აღძრავდა პეტრეს, რომ ემწყემსა და ეკვება იესოს ცხვრები? მთავარი აღმძვრელი ძალა თავისი უფლისადმი სიყვარული იყო (იოან. 21:15—17). სიყვარულით აღძრული უხუცესები თავიანთთვის კი აღარ ცოცხლობენ, არამედ „იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:14, 15). ეს სიყვარული, ღვთისა და ძმების სიყვარულთან ერთად, აღძრავს უხუცესებს, ემსახურონ და-ძმებს, და ამისათვის ენერგიას, სახსრებსა და დროს არ იშურებენ (მათ. 22:37—39). ისინი ამას იძულებით კი არა, ხალისით აკეთებენ.
12. რამდენად იხარჯებოდა მოციქული პავლე სამწყსოსთვის?
12 რამდენად უნდა დაიხარჯონ უხუცესები სამწყსოსთვის? ცხვრებზე ზრუნვაში ისინი ჰბაძავენ მოციქულ პავლეს, როგორც ის ჰბაძავდა იესოს (1 კორ. 11:1). პავლესა და მის თანამსახურებს თესალონიკელი ძმებისადმი სათუთი გრძნობები ჰქონდათ, რის გამოც ისინი მზად იყვნენ, მათთვის გადაეცათ „არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც“. ამ დროს ისინი თავს ევლებოდნენ მათ, „როგორც მეძუძური დედა ევლება თავის შვილებს“ (1 თეს. 2:7, 8). პავლეს ესმოდა, თუ რას გრძნობს დედა ჩვილი ბავშვისადმი. ის მზად არის ბოლომდე დაიხარჯოს თავისი შვილისთვის, თუნდაც ბავშვის გამოსაკვებად შუაღამე მოუწიოს ადგომა.
13. რა პასუხისმგებლობები უნდა გააწონასწორონ უხუცესებმა?
13 უხუცესებმა უნდა გააწონასწორონ მწყემსის პასუხისმგებლობა და ოჯახური ვალდებულებები (1 ტიმ. 5:8). დრო, რომელსაც ისინი კრების საქმეებს ახმარენ, ის ძვირფასი დროა, რომელიც მათ შეეძლოთ ოჯახისთვის დაეთმოთ. ერთ-ერთი საშუალება ამ ორ პასუხისმგებლობას შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად, ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე დროდადრო სხვების დაპატიჟებაა. ერთი იაპონელი უხუცესი, მასანაო, წლების განმავლობაში ოჯახურ შესწავლაზე დაუქორწინებლებსა და ისეთ ოჯახებს იწვევდა, რომელთა ოჯახის თავებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებდნენ. დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი უხუცესი გახდა და ახლა ისინი თავად ჰბაძავენ მასანაოს კარგ მაგალითს.
ერიდეთ უპატიოსნო შემოსავალს და მწყემსეთ სამწყსო გულმოდგინებით
14, 15. რატომ უნდა იყვნენ ფრთხილად უხუცესები, რომ არ განუვითარდეთ „უპატიოსნო შემოსავლის სიყვარული“ და როგორ შეუძლიათ მათ მიჰბაძონ პავლეს?
14 პეტრე აგრეთვე მოუწოდებდა უხუცესებს, რომ დაემწყემსათ ცხვარი „არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“. უხუცესის მოვალეობის შესრულებას საკმაოდ გამოცხ. 18:2, 3). დღეს უხუცესებს საფუძვლიანი მიზეზი აქვთ, ფრთხილად იყვნენ, რათა ასეთი მიდრეკილება არ განუვითარდეთ.
დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ისინი ამის სანაცვლოდ არანაირ ფინანსურ ანაზღაურებას არ მოელიან. პეტრე ხედავდა იმის აუცილებლობას, რომ გაეფრთხილებინა უხუცესები, ემწყემსათ სამწყსო „უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულის“ გარეშე. ეს რომ საფრთხეა, აშკარად ჩანს „დიდი ბაბილონის“ რელიგიურ წინამძღოლთა ცხოვრებიდან. ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ, მაშინ როცა ხალხი იძულებულია სიღარიბეში იცხოვროს (15 პავლემ ქრისტიან უხუცესებს კარგი მაგალითი მისცა. ის მოციქული იყო და შეეძლო თესალონიკელი ქრისტიანები დიდი ხარჯებით დაემძიმებინა, მაგრამ მან თქვა: „არავის პური გვიჭამია მუქთად“. პირიქით, ის „დღედაღამ შრომასა და ჯაფაში“ იყო (2 თეს. 3:8). მრავალი უხუცესი, მიმომსვლელი ზედამხედველების ჩათვლით, ამ მხრივ მშვენიერ მაგალითს იძლევა. ისინი აფასებენ თანამორწმუნეების მიერ გამოვლენილ სტუმართმოყვარეობას, მაგრამ არ სურთ, რომ დიდი ხარჯებით დაამძიმონ მასპინძელი (1 თეს. 2:9).
16. რას ნიშნავს ფარის გულმოდგინედ მწყემსვა?
16 უხუცესები ფარას გულმოდგინებით მწყემსავენ. მათი გულმოდგინება იმაში ვლინდება, რომ ისინი მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ ცხვრის დასახმარებლად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თანამორწმუნეებს აიძულებენ, ემსახურონ იეჰოვას. მოსიყვარულე უხუცესი არც იმისკენ აღძრავს სხვას, რომ მეტოქეობის სულით ემსახუროს ღმერთს (გალ. 5:26). მათ ესმით, რომ თითოეულ ცხვარს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ისინი მთელი გულით ეხმარებიან და-ძმებს, რომ იეჰოვას ბედნიერი მსახურები იყვნენ.
ნუ იბატონებთ სამწყსოზე, არამედ მაგალითი იყავით მათთვის
17, 18. ა) რატომ უჭირდათ ზოგჯერ მოციქულებს თავმდაბლობის შესახებ იესოს სწავლების გაგება? ბ) რა მხრივ შეიძლება იყოს ჩვენთვისაც გამაფრთხილებელი მოციქულების მაგალითი?
17 როგორც განვიხილეთ, უხუცესებს უნდა ახსოვდეთ, რომ ფარა, რომელსაც მწყემსავენ არის ღვთის და არა მათი. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ იბატონონ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:3 ). დროდადრო იესოს მოციქულებს არასწორი მოტივები ჰქონდათ. ხალხთა მმართველების მსგავსად, ისინიც ძალაუფლებისკენ ილტვოდნენ (წაიკითხეთ მარკოზის 10:42—45 ).
18 დღეს ძმებმა, რომლებიც „ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვიან“, უნდა გამოიკვლიონ, თუ რა აღძრავთ ამისკენ (1 ტიმ. 3:1). მათ კი, ვინც უხუცესებად მსახურობენ, გულწრფელად უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, ძალაუფლების ან გამოჩენილი მდგომარეობის დაკავების სურვილი ხომ არ მამოძრავებს, როგორც ეს ზოგი მოციქულის შემთხვევაში იყო? თუ ეს პრობლემა მოციქულებს ჰქონდათ, უხუცესებს უნდა ესმოდეთ, რამდენად აუცილებელია, დიდი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ თავიდან აირიდონ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი, სხვებზე ძალაუფლების ქონის, ნებისმიერი მიდრეკილება.
19. რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს, როდესაც ფარას იცავენ?
19 მაგრამ არის დრო, როდესაც უხუცესებმა მკაცრად უნდა გააფრთხილონ ფარის წევრები, რათა ისინი „ულმობელი მგლებისგან“ დაიცვან (საქ. 20:28—30). პავლემ ტიტეს უთხრა, რომ მას უნდა განეგრძო „შეგონება და დარიგება, როგორც სრული უფლების მქონეს“ (ტიტ. 2:15). მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უხუცესები უნდა ეცადონ, ეს პატივისცემით გააკეთონ. მათ ესმით, რომ მკაცრად გაკრიტიკების ნაცვლად, ბევრად ეფექტურია რბილად მიდგომა, რათა მათ გულებს შეეხონ და ისინი სწორი მოქმედებისკენ აღძრან.
20. როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იესოს და კარგი მაგალითი მისცენ სამწყსოს?
20 ქრისტეს კარგი მაგალითი უხუცესებს აღძრავს, უყვარდეთ ფარა (იოან. 13:12—15). გულს სითბოთი გვივსებს იმის წაკითხვა, თუ როგორ ასწავლიდა იესო თავის მიმდევრებს ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას. მათზე დიდი გავლენა იქონია იესოს თავმდაბლობამ და ისინი აღძრა თავადაც „თავმდაბლობით ჩაეთვალათ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3). დღეს უხუცესებიც მსგავსად არიან აღძრული, მიჰბაძონ იესოს მაგალითს და თავადაც სურთ, „მაგალითი იყვნენ სამწყსოსთვის“.
21. რა ჯილდოს მიღების იმედი აქვთ უხუცესებს?
21 პეტრემ უხუცესების დარიგება მომავლის შესახებ დაპირების მოხსენიებით დაასრულა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:4 ). ცხებული ზედამხედველები ზეცაში, ქრისტესთან ერთად, „დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებენ“. უხუცესები, რომლებიც „სხვა ცხვრებს“ წარმოადგენენ, დედამიწაზე ღვთის ფარას „უფროსი მწყემსის“ ხელმძღვანელობით დამწყემსავენ (იოან. 10:16). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეუძლიათ კრების წევრებს მხარი დაუჭირონ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია.
გასამეორებელი კითხვები
• რატომ მისცა პეტრემ უხუცესებს რჩევა, რომ ეზრუნათ ღვთის მიერ მათთვის მიბარებულ სამწყსოზე?
• როგორ უნდა მწყემსონ უხუცესებმა სულიერად მოსუსტებულები?
• რა აღძრავთ უხუცესებს, მწყემსონ ღვთის ფარა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
ძველი დროის მწყემსების მსგავსად, უხუცესებმა დღესაც უნდა დაიცვან მათთვის მინდობილი „ცხვარი“