არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განიჭებთ სიხარულს „სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი“?

განიჭებთ სიხარულს „სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი“?

განიჭებთ სიხარულს „სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი“?

პირველი საუკუნის ფილიპელი ქრისტიანები ცნობილი იყვნენ იმით, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას გულუხვად უჭერდნენ მხარს. ღვთის შთაგონებით მათთვის მიწერილ წერილში პავლემ დაწერა: „ვმადლობ ჩემს ღმერთს ყოველთვის, როცა გიხსენებთ ჩემს ყოველ ვედრებაში ყველა თქვენგანისთვის, რომელსაც სიხარულით აღვავლენ იმ წვლილის გამო, რომელიც სასიხარულო ცნობისთვის შეგაქვთ პირველი დღიდან აქამდე“ (ფილ. 1:3—5). პავლეს კარგად ახსოვდა ლიდიასა და მისი ოჯახის მონათვლა და ის სტუმართმოყვარეობა, რომელიც ამ ქალმა გამოავლინა. ლიდია დაჟინებით სთხოვდა პავლესა და მის თანამსახურებს, რომ მასთან დარჩენილიყვნენ სახლში (საქ. 16:14, 15).

არც ისე დიდი ხნის შემდეგ ფილიპეში ახლად ჩამოყალიბებულმა კრებამ დაახლოებით 160 კილომეტრით დაშორებულ თესალონიკეში მყოფ პავლეს ორჯერ გაუგზავნა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. იქ მოციქული თანამორწმუნეებთან რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა (ფილ. 4:15, 16). რამდენიმე წლის შემდეგ ფილიპელმა და სხვა მაკედონელმა ძმებმა, რომლებიც თავადაც უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ, გაიგეს, რომ იერუსალიმელი ქრისტიანები გაჭირვებაში იყვნენ და მათი დახმარების სურვილი გაუჩნდათ. პავლემ თქვა, რომ ეს იმ ძმების შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაგრამ ისინი „თვითონვე ევედრებოდნენ და ეხვეწებოდნენ, რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი ებოძებინათ“ (2 კორ. 8:1—4; რომ. 15:26).

ქრისტიანობის მიღებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგაც კი ფილიპელები კვლავაც გულუხვები იყვნენ. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პავლე რომში პატიმარი იყო, საჭირო ნივთებით დატვირთული ეპაფროდიტე გაგზავნეს, რომელმაც მოციქულთან მისასვლელად ზღვასა თუ ხმელეთზე 1 287 კილომეტრი გაიარა. აშკარაა, რომ ფილიპელებს სურდათ, დახმარებოდნენ პავლეს, რათა მოციქულს პატიმრობის დროსაც კი შეძლებოდა ძმების განმტკიცება და ქადაგება (ფილ. 1:12—14; 2:25—30; 4:18).

დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდ პატივად მიიჩნევენ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობის მხარდაჭერას (მათ. 28:19, 20). სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ისინი დროს, ძალისხმევასა და სახსრებს არ იშურებენ. თანდართულ ჩარჩოში ახსნილია, რა საშუალებებით შეიძლება სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერა.

[ჩარჩო 22, 23 გვერდებზე]

შესაწირავის გაღების რამდენიმე საშუალება

შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის

ბევრი წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას და აგდებს შესაწირავის ყუთში, რომელსაც აწერია „შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის“.

ამ თანხას კრებები ყოველთვიურად უგზავნიან ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავი შემწირველს შეუძლია უშუალოდაც გადასცეს ადგილობრივ ფილიალს. შესაძლებელია ძვირფასეულობის შეწირვაც. შეწირულ ძვირფას ნივთებს თან უნდა ახლდეს ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს შესაწირავია.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავი

ფულადი შესაწირავის გარდა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: შემწირველს შეუძლია გაიღოს გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება და გადასცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. თუ ეს უძრავი ქონება საცხოვრებელი საკუთრებაა, შემწირველს შეუძლია ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. უძრავი ქონების გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს თავისი ქვეყნის ფილიალს.

ანდერძი: ქონება ან თანხა შეიძლება ანდერძით გადაეცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. ფილიალს უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

შესაწირავის სახით შესაძლებელია აგრეთვე შეწირულ იქნეს მოძრავი ქონება, აქციები, ანაბრები და საბანკო ანგარიშები.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.