ღვთის სულის ხელმძღვანელობა პირველ საუკუნეში და დღეს
ღვთის სულის ხელმძღვანელობა პირველ საუკუნეში და დღეს
„ამ ყველაფერს ერთი და იგივე სული აკეთებს“ (1 კორ. 12:11).
1. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე აღმაფრთოვანებელი მოვლენები მოხდა (საქ. 2:1—4). ამ დროს პირველი საუკუნის ქრისტიანებზე წმინდა სულის გადმოსვლით ცხადი გახდა, რომ ღმერთმა თავისი მსახურებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. წინა სტატიაში განვიხილეთ, რომ ღვთის სული სხვადასხვაგვარად ეხმარებოდა პირველ საუკუნემდე მცხოვრებ ერთგულ მსახურებს, ზედმიწევნით შეესრულებინათ რთული დავალებები. მაგრამ, რა განსხვავებული სახით მოქმედებდა ღვთის სული პირველი საუკუნის ქრისტიანებზე? და როგორ მოქმედებს ღვთის სული ქრისტიანებზე დღეს? მოდი, განვიხილოთ.
„იეჰოვას მხევალი ვარ“
2. წმინდა სულის რა გამოვლინება იხილა მარიამმა?
2 მარიამი ზემოთა დიდ ოთახში იყო, როდესაც იერუსალიმში მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა (საქ. 1:13, 14). მაგრამ ამ მოვლენამდე სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ მან იეჰოვას სულის სხვაგვარი სასწაულებრივი გამოვლინება იხილა. იეჰოვამ თავისი ძის სიცოცხლე ქალწულ მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. ეს ყველაფერი „წმინდა სულით“ მოხდა (მათ. 1:20).
3, 4. რა განწყობა ჰქონდა მარიამს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
3 რატომ აირჩია ღმერთმა მარიამი ამ განსაკუთრებული მისიისთვის? მას შემდეგ, რაც მარიამმა ანგელოზისგან ღვთის განზრახვა გაიგო, თქვა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკ. 1:38). მარიამის რეაქციიდან მისი გულის მდგომარეობა გამოჩნდა, რაც ღმერთს უკვე შემჩნეული ჰქონდა. მისმა დაუყოვნებელმა პასუხმა ცხადყო, რომ ის მზად იყო, შეესრულებინა ღვთის ნება. მარიამს არც კი უკითხავს, რა რეაქცია ექნებოდა ხალხს მის ორსულობაზე ან როგორ იმოქმედებდა ეს საქმროსთან მის ურთიერთობაზე. იმის თქმით, რომ ღვთის მხევალი იყო, მარიამმა იეჰოვასადმი სრული ნდობა გამოავლინა.
4 ზოგჯერ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვერ ართმევთ სირთულეებსა და ღვთის მსახურებაში დაკისრებულ პასუხისმგებლობებს? კარგია, თუ თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს ჰკითხავს: სრულად ვარ მინდობილი იეჰოვაზე და მჯერა, რომ ის აუცილებლად იმოქმედებს თავისი განზრახვის შესაბამისად? ნამდვილად ვავლენ მზადყოფნის სულს? დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი აძლევს თავის სულს მათ, ვინც მთელი გულით ენდობა და ემორჩილება მის მმართველობას (საქ. 5:32).
პეტრეს წმინდა სული დაეხმარა
5. რა და რა სახით დაინახა პეტრემ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე წმინდა სულის მოქმედება?
5 მარიამის მსგავსად, მოციქულმა პეტრემაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის წმინდა სულის დიდი ძალა. იესომ მას და სხვა მოციქულებს დემონების განდევნის ძალა მისცა (მარ. 3:14—16). ბიბლიაში ბევრი ინფორმაცია არ არის მოცემული იმის შესახებ, რომ პეტრე იყენებდა ამ ძალას, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე იყო. ღვთის ძალა მაშინაც გამოვლინდა, როდესაც პეტრე გალილეის ზღვაზე წყალდაწყალ გაემართა იესოსკენ (წაიკითხეთ მათეს 14:25—29 ). ცხადია, პეტრე მინდობილი იყო წმინდა სულზე და ეს სული დაეხმარა მას ძლევამოსილი საქმეების კეთებაში. მალე ღვთის სული პეტრესა და სხვა მოწაფეებს ბევრი სხვა საქმის კეთებაში დაეხმარებოდა.
6. ღვთის სულის დახმარებით რის გაკეთება შეძლო პეტრემ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და მის შემდეგ?
6 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრესა და სხვებს მიეცათ სასწაულებრივი უნარი, იერუსალიმში ჩასულებს მათივე ენებზე დალაპარაკებოდნენ. შემდეგ პეტრე იქ შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა (საქ. 2:14—36). დიახ, ამ მამაკაცს, რომელიც ზოგჯერ იმპულსური იყო და ზოგჯერ შიშიც იპყრობდა, წმინდა სულმა მისცა ძალა, მუქარისა და დევნის მიუხედავად, გაბედულად ექადაგა (საქ. 4:18—20, 31). წმინდა სულით პეტრემ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო (საქ. 5:8, 9). ამ სულის დახმარებით მან მკვდარიც კი აღადგინა (საქ. 9:40).
7. იესოს რომელი სწავლებები გახდა პეტრესთვის ნათელი მხოლოდ სულით ცხების შემდეგ?
7 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდეც კი იესოს სწავლებებიდან პეტრესთვის ბევრი რამ ნათელი იყო (მათ. 16:16, 17; იოან. 6:68). მაგრამ გარკვეულ დეტალებს მისთვის მხოლოდ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ მოეფინა ნათელი. მაგალითად, პეტრეს არ ესმოდა, რომ ქრისტე მესამე დღეს აღდგებოდა, როგორც სულიერი ქმნილება და, რომ მისი სამეფო ზეცაში იქნებოდა (იოან. 20:6—10; საქ. 1:6). მისთვის უცხო იყო აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანს შეეძლო გამხდარიყო სულიერი ქმნილება და ზეციერ სამეფოში მმართველი ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც თავად მოინათლა წმინდა სულით და ზეციერი ცხოვრების იმედი მიეცა, ის ჩასწვდა ამ საკითხებთან დაკავშირებით იესოს სწავლებებს.
8. რა ცოდნის მიღება შეუძლიათ სულითცხებულებსა და „სხვა ცხვრებს“?
ეფეს. 3:8—11, 18). დღეს სულითცხებულები და „სხვა ცხვრის“ წარმომადგენლები ერთი და იმავე სულიერი საზრდოთი იკვებებიან (იოან. 10:16). აფასებთ ღვთის სიტყვიდან მიღებულ შემეცნებასა და მისი მნიშვნელობის გაგებას, რაც წმინდა სულის დახმარებით არის შესაძლებელი?
8 წმინდა სულის მიღების შემდეგ იესოს მოწაფეები ჩასწვდნენ სწავლებებს, რომლებიც ადრე მათთვის გაუგებარი იყო. ღვთის შთაგონებით ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებმა ჩვენ სასარგებლოდ ღვთის განზრახვის საოცარი დეტალები ჩაწერეს (პავლე „წმინდა სულით აღივსო“
9. რა გააკეთა პავლემ წმინდა სულის დახმარებით?
9 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ღვთის ძღვენი, წმინდა სული, მიიღო სავლემ, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც პავლე. წმინდა სულის დახმარებით პავლემ ისეთი საქმეები მოიმოქმედა, რასაც დღეს ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს. მან ღვთის შთაგონებით ბიბლიის 14 წიგნი დაწერა. და როგორც პეტრეს შემთხვევაში იყო, პავლესაც ღვთის სული დაეხმარა, გაეგო და ნათლად აღეწერა უკვდავი და უხრწნელი ზეციერი ცხოვრების შესახებ იმედი. წმინდა სულის დახმარებით პავლე კურნავდა ავადმყოფებს, დევნიდა დემონებს და მკვდარიც კი აღადგინა. მაგრამ ღმერთი წმინდა სულს პავლეს უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვისაც აძლევდა, თუმცა დღეს ამ საქმის შესასრულებლად ღვთის მსახურები ძალას სასწაულებრივად არ იღებენ.
10. როგორ დაეხმარა წმინდა სული პავლეს გაბედულად ლაპარაკში?
10 პავლე „წმინდა სულით აღივსო“ და გაბედულად ელაპარაკა ჯადოქარს. მისმა საუბარმა კვიპროსის პროკონსულზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მან მიიღო ჭეშმარიტება და „განცვიფრებული იყო იეჰოვას სწავლებით“ (საქ. 13:8—12). ცხადია, პავლემ კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ღვთის წმინდა სულის დახმარებით შეეძლო ჭეშმარიტებაზე გაბედულად ლაპარაკი (მათ. 10:20). მოგვიანებით მან ეფესოს კრებას სთხოვა, განუწყვეტლივ ელოცათ მისთვის, რათა მისცემოდა „ლაპარაკის შესაძლებლობა“ (ეფეს. 6:18—20).
11. როგორ ხელმძღვანელობდა ღვთის სული პავლეს?
11 წმინდა სული ზოგჯერ ეხმარებოდა პავლეს ქადაგებაში, ზოგჯერ კი გარკვეულ ტერიტორიებზე უკრძალავდა ლაპარაკს. მისიონერული მოგზაურობის დროს მას ღვთის სული ხელმძღვანელობდა (საქ. 13:2; წაიკითხეთ საქმეების 16:6—10 ). იეჰოვა თავისი სულით დღესაც ხელმძღვანელობს სამქადაგებლო საქმიანობას. იეჰოვას მორჩილი მსახურები ცდილობენ, პავლეს მსგავსად გაბედულად და გულმოდგინედ იქადაგონ ჭეშმარიტება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს იეჰოვა თავის სულს განსხვავებულად იყენებს, ვიდრე ამას პავლეს დროს აკეთებდა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის სული გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებაში ეხმარება (იოან. 6:44).
„მოქმედებაც სხვადასხვაგვარია“
12—14. ერთნაირად მოქმედებს წმინდა სული ღვთის ყველა მსახურზე? ახსენით.
12 დღეს ღვთისთვის მიძღვნილ მსახურებს განა არ გვამხნევებს, როდესაც ვკითხულობთ, 1 კორ. 12:4—6, 11). დიახ, ღვთის კონკრეტული განზრახვის შესაბამისად, წმინდა სული სხვადასხვაგვარად მოქმედებს ღვთის მსახურებზე. ეს სული მოქმედებს, როგორც ქრისტეს „მცირე სამწყსოზე“, ისე „სხვა ცხვარზე“ (ლუკ. 12:32; იოან. 10:16). მაგრამ ის ყოველთვის ერთნაირად არ მოქმედებს კრების თითოეულ წევრზე.
როგორ აკურთხა იეჰოვამ პირველ საუკუნეში ცხებულებისგან შემდგარი ქრისტიანული კრება? რა თქმა უნდა. გავიხსენოთ წმინდა სულის სასწაულებრივი ძღვნის შესახებ კორინთის კრებისთვის ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ მიწერილი სიტყვები: „ძღვენი სხვადასხვაგვარია, სული კი იგივეა. მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ უფალი იგივეა. მოქმედებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ იგივეა ღმერთი, რომელიც ყველა ამ მოქმედებას ასრულებს ყველაში“ (13 მაგალითად, უხუცესები წმინდა სულით ინიშნებიან (საქ. 20:28). მაგრამ ყველა სულითცხებული არ არის კრების ზედამხედველი. რა შეგვიძლია აქედან დავასკვნათ? ის, რომ ღვთის სული კრების წევრებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.
14 ეს სული, რომელიც ცხებულებს უმოწმებს, რომ „შვილების სული“ მიიღეს, იგივე სულია, რომელიც იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძის მკვდრეთით აღსადგენად გამოიყენა (წაიკითხეთ რომაელების 8:11, 15 ). ამ სულით შექმნა იეჰოვამ მთელი სამყარო (დაბ. 1:1—3). ამავე სულით დაეხმარა იეჰოვა ბეცალელს, დაეხვეწა უნარი, რომ კარვისთვის განსაკუთრებული სამუშაო შეესრულებინა; სამსონს მისცა საოცარი ძალა, რომ არაჩვეულებრივი საქმეები გაეკეთებინა; აგრეთვე პეტრეს წყალზე სიარული შეაძლებინა. ამიტომ ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერთია, ქრისტიანი იყოს ღვთის სულით ცხებული და მეორე — მიჰყვებოდეს ამ სულის ხელმძღვანელობას. სულით ცხება კი ღვთის არჩევანზეა დამოკიდებული.
15. მარადიულად გაგრძელდება წმინდა სულით ნათლობა? ახსენით.
15 ღვთის წმინდა სული ყოველთვის მრავალი სახით მოქმედებდა მის ერთგულ მსახურებზე. ვიდრე ღმერთი თავის მსახურებზე წმინდა სულს გადმოაფრქვევდა, ის ღვთის ერთგულ ადამიანებზე ათასობით წლით ადრეც მოქმედებდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული განსხვავებული სახით ამოქმედდა, მაგრამ მისი ამგვარი მოქმედება მარადიულად არ გაგრძელდება. წმინდა სულით ნათლობა შეწყდება, მაგრამ ღვთის ხალხზე სულის მოქმედება მთელი მარადიულობის განმავლობაში გაგრძელდება.
16. რას აკეთებენ ღვთის მსახურები დღეს წმინდა სულის დახმარებით?
16 რა განსაკუთრებული სახით მოქმედებს იეჰოვას წმინდა სული დღეს დედამიწაზე? ამ კითხვაზე პასუხს გამოცხადების 22:17-დან ვიგებთ: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი». ღვთის სულით აღძრული ქრისტიანები დღეს ყველა მსურველს იწვევენ, აიღონ „სიცოცხლის წყალი“. ცხებული ქრისტიანები ხელმძღვანელობას უწევენ ამ საქმიანობას, სხვა ცხვარი კი მათთან თანამშრომლობს. ორივე ჯგუფი ამ საქმეს ერთი და იმავე სულის ხელმძღვანელობით აკეთებს და იეჰოვასადმი თავის მიძღვნას ცხადყოფს იმით, რომ ინათლება „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათ. 28:19). თითოეული მათგანი ღვთის სულს საშუალებას აძლევს, იმოქმედოს მათ ცხოვრებაზე და განივითარონ სულის ნაყოფი (გალ. 5:22, 23). ცხებულების მსგავსად, სხვა ცხვარიც ღვთის სულს დახმარების საშუალებას აძლევს. ამ სულით ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, შეესაბამებოდნენ სიწმინდის შესახებ იეჰოვას მოთხოვნებს (2 კორ. 7:1; გამოცხ. 7:9, 14).
ითხოვეთ წმინდა სული
17. როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ ღვთის სული გაქვთ?
17 რა იმედიც არ უნდა გქონდეთ, ზეციერი თუ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების, იეჰოვას შეუძლია მოგცეთ „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა შეინარჩუნოთ უმწიკვლობა და მიიღოთ ჯილდო (2 კორ. 4:7). შეიძლება დაგცინონ იმის გამო, რომ განაგრძობთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მაგრამ გახსოვდეთ: „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ, რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული“ (1 პეტ. 4:14).
18, 19. როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა თავისი წმინდა სულით და რა გაქვთ გადაწყვეტილი ამასთან დაკავშირებით?
18 წმინდა სული ღვთის ძღვენია მათთვის, ვინც მას გულწრფელად ეძებს. ამ სულს შეუძლია არა მარტო გარკვეული უნარი დაგვიხვეწოს, არამედ ღვთის მსახურების სურვილიც გაგვიძლიეროს. „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“. წმინდა სულის ძვირფას ძღვენთან ერთად ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა შეგვაძლებინებს, „მაგრად ჩავეჭიდოთ სიცოცხლის სიტყვას“ და „კვლავაც ვიღვაწოთ ჩვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილ. 2:12, 13, 16).
19 როდესაც სრულად მივენდობით ღვთის სულს, მაშინ მთელი გულით შევასრულებთ ნებისმიერ დავალებას, დავიხვეწებით ნებისმიერ საქმეში, რასაც დაგვავალებენ და დახმარებისთვის ყოველთვის იეჰოვას მივმართავთ (იაკ. 1:5). ღმერთი დაგვეხმარება, ჩავწვდეთ მის სიტყვას, გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს და ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა. „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“, — ნათქვამია ბიბლიაში. ამაში ღვთის სულის თხოვნაც შედის (ლუკ. 11:9, 13). ამიტომ განაგრძეთ იეჰოვასთვის იმის თხოვნა, რომ იყოთ ძველ დროში მცხოვრები თუ თანამედროვე ღვთის იმ ერთგულ მსახურთა მსგავსნი, რომლებიც წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ.
შეგიძლიათ ახსნათ?
• მარიამის მსგავსად, როგორი განწყობა უნდა გვქონდეს, კურთხევები რომ მივიღოთ?
• რა გაგებით ხელმძღვანელობდა პავლეს ღვთის სული?
• როგორ ხელმძღვანელობს წმინდა სული დღეს ღვთის მსახურებს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 24 გვერდზე]
ღვთის სული დაეხმარა პავლეს, წინააღმდეგობა გაეწია ბოროტი სულებისთვის
[სურათი 26 გვერდზე]
დღეს წმინდა სული ეხმარება ყველა ქრისტიანს მიუხედავად იმისა, თუ რა იმედი აქვთ