არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დიახ, ეს ნამდვილად სასწავლო გამოცემაა!

დიახ, ეს ნამდვილად სასწავლო გამოცემაა!

დიახ, ეს ნამდვილად სასწავლო გამოცემაა!

ჩვენ შევცვალეთ სასწავლო გამოცემის დიზაინი, რომ უფრო მიმზიდველი და მოსახერხებელი იყოს ბიბლიის, იეჰოვას ფასდაუდებელი ჭეშმარიტების, შესასწავლად (ფსალმ. 1:2; 119:97).

ოთხი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ორი სახის „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა; ერთი განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის, მეორე თითოეული ჩვენგანისთვის — იეჰოვას მოწმეებისთვის და ბიბლიის იმ შემსწავლელებისთვის, რომლებიც სულიერად წინ მიიწევენ.

სასწავლო გამოცემის შესახებ იეჰოვას ერთმა დიდი ხნის მსახურმა დაწერა: „აღფრთოვანებული დავრჩი, როცა სასწავლო გამოცემის პირველი ჟურნალი მივიღე. სულიერი საკითხების ასეთი ღრმა და საფუძვლიანი განხილვა პირდაპირ გულს შეეხო. მადლობა ამ ახალი, ბრწყინვალე სულიერი საზრდოსთვის“. სხვა ძმამ კი აღნიშნა: „ამ ჟურნალის შესწავლას ბიბლიის გამოყენებით სიამოვნებით ვუთმობ რამდენიმე საათს“. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენც მსგავსი გრძნობები გეუფლებათ.

როგორც იცით, „საგუშაგო კოშკი“ გამოიცემა 1879 წლიდან და ეს შესაძლებელია მხოლოდ იეჰოვას სულისა და მისი კურთხევის წყალობით (ზაქ. 4:6). ამ 133 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ჟურნალის გარეკანი. 2012 წლიდან, თითოეული ჟურნალის გარეკანზე იქნება ქადაგების სცენის მხატვრულად გაფორმებული ილუსტრაცია. ის ყურადღებას ამახვილებს ღვთის მიერ მოცემულ დავალებაზე, საფუძვლიანად დავამოწმოთ იეჰოვას სამეფოს შესახებ (საქ. 28:23). ჟურნალის მე-2 გვერდზე თქვენ ნახავთ გარეკანზე მოცემული ილუსტრაციის ფოტოვერსიას და მოკლე ახსნას, რა ხდება ამ სურათზე და — სად. მთელი წლის განმავლობაში, ის შეგვახსენებს თითოეულ ჩვენგანს, რომ იეჰოვას ხალხი სასიხარულო ცნობას ქადაგებს „მთელ მსოფლიოში“ (მათ. 24:14).

კიდევ რა შეიცვალა ამ ჟურნალში? გასამეორებელი კითხვები ახლა ყოველი სასწავლო სტატიის დასაწყისშია. ეს დაგეხმარებათ ამ სტატიის კითხვისა და შესწავლის დროს ყურადღება მთავარ აზრებზე გაამახვილოთ. რა თქმა უნდა, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩამტარებელი ამ გასამეორებელ კითხვებს კვლავაც შესწავლის ბოლოს გამოიყენებს. შეამჩნევდით, რომ ჟურნალის არშია ცოტათი განიერი გახდა და გვერდისა და აბზაცის ნომრები უფრო გამოკვეთილია.

ჟურნალს, აგრეთვე, დაემატა ახალი რუბრიკა „ჩვენი არქივიდან“, საიდანაც გავიგებთ იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიის საინტერესო დეტალებს. დროდადრო დაიბეჭდება ცხოვრებისეული მაგალითები საერთო სათაურით „მათ მზადყოფნა გამოავლინეს“. აღწერილი იქნება, თუ რა სიხარულს, კმაყოფილებასა და ბედნიერებას განიცდიდნენ ის და-ძმები, რომლებიც მსახურების მიზნით გადავიდნენ იქ, სადაც სამეფოს შესახებ მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

გისურვებთ, სიამოვნებით შეისწავლოთ ღვთის სიტყვა ამ ჟურნალის დახმარებით.

გამომცემლები

[სურათი 3 გვერდზე]

1879

[სურათი 3 გვერდზე]

1895

[სურათი 3 გვერდზე]

1931

[სურათი 3 გვერდზე]

1950

[სურათი 3 გვერდზე]

1974

[სურათი 3 გვერდზე]

2008