შეინარჩუნეთ კრებაში დადებითი სული
შეინარჩუნეთ კრებაში დადებითი სული
„უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან“ (ფილ. 4:23).
როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ კრებაში ჯანსაღი სულის განვითარებას . . .
თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას?
თუ გულმოდგინედ ვიქადაგებთ?
თუ არ დავმალავთ სერიოზულ ცოდვას?
1. რატომ შეაქეს პავლემ და იესომ ფილიპესა და თიატირის კრებები?
პირველ საუკუნეში მცხოვრები ფილიპელი ქრისტიანები სიღარიბის მიუხედავად, გულუხვები იყვნენ და თანაქრისტიანთა მიმართ სამაგალითო სიყვარულს ავლენდნენ (ფილ. 1:3—5, 9; 4:15, 16). ამიტომ ღვთის შთაგონებით დაწერილი თავისი წერილის ბოლოს მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა: „უფალ იესო ქრისტეს წყალობა იყოს თქვენ მიერ გამოვლენილ სულთან“ (ფილ. 4:23). მსგავსი სულის გამოვლენისთვის განდიდებულმა იესო ქრისტემ თიატირელ ქრისტიანებს უთხრა: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხ. 2:19).
2. რა წვლილი შეგვაქვს ჩვენს კრებაში არსებული სულის განვითარებაში?
2 მსგავსადვე, დღესაც იეჰოვას მოწმეების თითოეული კრება გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა. ზოგიერთი კრება სითბოთი და სიყვარულით არის ცნობილი. ზოგი კი განსაკუთრებულ გულმოდგინებას ავლენს სამეფოს შესახებ ქადაგებაში და ძალიან აფასებს სრული დროით მსახურებას. თითოეული ჩვენგანის მხრიდან დადებითი სულის გამოვლენა ხელს უწყობს კრების ერთიანობასა და, მთლიანობაში, სულიერ წინსვლას (1 კორ. 1:10). მეორე მხრივ, თუ უარყოფით სულს გამოვავლენთ, ამან შეიძლება სულიერი თვლემა, გულგრილობა და ცოდვისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებაც კი გამოიწვიოს (1 კორ. 5:1; გამოცხ. 3:15, 16). რით გამოირჩევა თქვენი კრება? როგორ შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი კრებაში დადებითი სულის შენარჩუნებას?
ხელი შეუწყვეთ დადებითი სულის განვითარებას
3, 4. როგორ შევასხათ იეჰოვას ხოტბა „დიდ კრებულში“?
3 ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ხოტბას შეგასხამ ფსალმ. 35:18). ის ღვთის სხვა მსახურებთან ერთად განადიდებდა იეჰოვას. კრების ყოველკვირეული შეხვედრები, მათ შორის „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა, შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი კომენტარებით გამოვავლინოთ გულმოდგინება და რწმენა. კარგი იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „მაქსიმალურად ვმონაწილეობ კრების შეხვედრებში? ვემზადები შეხვედრებისთვის და ვიძლევი გააზრებულ კომენტარებს? როგორც ოჯახის თავი, ვეხმარები ბავშვებს კომენტარების მომზადებაში და ვასწავლი პასუხების საკუთარი სიტყვებით გაცემას?“.
[იეჰოვა] დიდ კრებულში და უამრავ ხალხში მოგიძღვნი ქებას“ (4 ფსალმუნმომღერალმა დავითმა გულის სიმტკიცე და სიმღერა ერთმანეთს დაუკავშირა. ის მღეროდა: „მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო, მტკიცეა ჩემი გული. გიმღერებ და ხოტბას შეგასხამ“ (ფსალმ. 57:7). სიმღერები, რომლებსაც ქრისტიანულ შეხვედრებზე ვმღერით, შესაძლებლობას გვაძლევს, „ხოტბა შევასხათ“ იეჰოვას მტკიცე გულით. თუ რომელიმე სიმღერა არ ვიცით, შეგვიძლია ის ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ვისწავლოთ. დაე, ჩვენც გვქონდეს ისეთივე განწყობა, როგორც ფსალმუნმომღერალს, რომელიც მღეროდა: „მთელი სიცოცხლე ვუმღერებ იეჰოვას, ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, სანამ ცოცხალი ვარ“ (ფსალმ. 104:33).
5, 6. როგორ გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა და ხელგაშლილობა და, როგორ იმოქმედებს ეს კრებაზე?
5 და-ძმებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენა არის კიდევ ერთი საშუალება, რაც კრებაში სიყვარულის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ებრაელებისთვის მიწერილი წერილის ბოლო თავში პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ. ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას“ (ებრ. 13:1, 2). მიმომსვლელი ზედამხედველების და მათი მეუღლეების ან თქვენი კრების სრული დროით მსახურების სადილზე დაპატიჟება სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესანიშნავი საშუალებაა. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ აგრეთვე ქვრივები, მარტოხელა მშობლები და მათი შვილები ან სხვები, რომლებიც შეგიძლიათ სადილზე ან ოჯახთან ერთად თაყვანისცემაზე დაპატიჟოთ.
6 პავლემ ტიმოთეს ურჩია, სხვებისთვის მიეთითებინა, რომ ეკეთებინათ სიკეთე, გამდიდრებულიყვნენ კარგი საქმეებით, 1 ტიმ. 6:17—19). პავლე თანაქრისტიანებს გულუხვობისკენ მოუწოდებდა. ხელგაშლილობა რთული ეკონომიკური მდგომარეობის დროსაც კი არის შესაძლებელი. შეგვიძლია და-ძმებს შევთავაზოთ მანქანით სამქადაგებლო მსახურებაში ან კრებაზე წაყვანა. თავის მხრივ, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვის მიმართაც ასეთი სიკეთე გამოავლინეს? მათ შეუძლიათ კრებაში დადებითი სულის შენარჩუნებას შეუწყონ ხელი, თუ მადლიერებას გამოავლენენ და, შეძლებისდაგვარად, საკუთარ წვლილს შეიტანენ საწვავის მზარდი ხარჯების დასაფარავად. გარდა ამისა, თუ მეტ დროს დავუთმობთ ჩვენს სულიერ და-ძმებს, ვაგრძნობინებთ, რომ გვიყვარს ისინი და ვაფასებთ მათ. როდესაც სიკეთეს ვუკეთებთ „მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ და მზად ვართ არ დავიშუროთ დრო და სახსრები, ჩვენ არა მხოლოდ გავიღრმავებთ მათდამი სიყვარულს, არამედ ხელს შევუწყობთ კრებაში დადებით სულსა და თბილ ატმოსფეროს (გალ. 6:10).
ყოფილიყვნენ გულუხვები და გამზიარებლები, მოეგროვებინათ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩასჭიდებოდნენ ჭეშმარიტ სიცოცხლეს (7. როგორ შეუწყობს ხელს სხვების საიდუმლოს შენახვა კრებაში დადებითი სულის შენარჩუნებას?
7 განვიხილოთ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც განამტკიცებს თანამორწმუნეებს შორის არსებულ სიყვარულს: მეგობრობა და საიდუმლოს შენახვის უნარი (წაიკითხეთ იგავების 18:24 ). ნამდვილმა მეგობარმა საიდუმლოს შენახვა იცის. როდესაც თანაქრისტიანი გვიმხელს თავის ფიქრებსა და გრძნობებს და დარწმუნებულია, რომ ეს არ გახდება საჯარო განხილვის საგანი, ჩვენ შორის უკვე არსებული სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება. მოდი, ვიყოთ სანდო მეგობრები და ასეთი სახით ხელი შევუწყოთ კრებაში თბილი, ოჯახური ატმოსფეროს შენარჩუნებას (იგავ. 20:19).
იმსახურეთ გულმოდგინედ
8. რა რჩევა მისცა იესომ ლაოდიკეელებს და რატომ?
8 იესომ ლაოდიკეის კრებას უთხრა: „ვიცი შენი საქმეები, რომ არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი ხარ და არც ცივი, ამოგანთხევ ჩემი პირიდან“ (გამოცხ. 3:15, 16). ლაოდიკეელებს აკლდათ მოშურნეობა ქრისტიანულ მსახურებაში, რაც მათ შორის ურთიერთობაზეც აირეკლებოდა. ამიტომ იესომ მათ სიყვარულით ურჩია: „ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი. ამიტომ იყავი მოშურნე და მოინანიე“ (გამოცხ. 3:19).
9. როგორ მოქმედებს კრების სულზე მსახურებისადმი ჩვენი დამოკიდებულება?
9 კრებაში ჯანსაღი, დადებითი სულის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, გულმოდგინედ მოვეკიდოთ მსახურებას. კრების ერთ-ერთი მიზანია ცხვრისმაგვარი მათ. 28:19, 20; ლუკ. 4:43). რაც უფრო მეტი გულმოდგინებით ვიმსახურებთ, როგორც „ღვთის თანამშრომლები“, უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება ერთმანეთთან (1 კორ. 3:9). როდესაც მსახურებისას ვხედავთ, როგორ ავლენენ თანაქრისტიანები რწმენას და, როგორ აფასებენ სულიერ საკითხებს, მათდამი სიყვარული და პატივისცემა გვიღრმავდება. გარდა ამისა, და-ძმებთან „მხარდამხარ მსახურება“ კრების ერთიანობას უწყობს ხელს (წაიკითხეთ სოფონიას 3:9 ).
ხალხის მოძებნა და მათი სულიერად დაპურება. ამიტომ უნდა მივბაძოთ იესოს და მთელი შემართებით ჩავებათ მოწაფეების მომზადების საქმეში (10. რა გავლენას ახდენს სხვებზე კრებაში ჩვენი მსახურების ხარისხის გაუმჯობესება?
10 თუ ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი მსახურების ხარისხი, ეს დადებითად იმოქმედებს სხვებზე. ჩვენი გულმოდგინება მსახურებისადმი უფრო გაიზრდება, თუ მეტ ინტერესს გამოვავლენთ მათ მიმართ, ვისაც ვუქადაგებთ და ვეცდებით, ვიყოთ ეფექტური მქადაგებლები, რომ ჩავწვდეთ მათ გულებს (მათ. 9:36, 37). გულმოდგინება ჩვენს თანამშრომლებსაც გადაედებათ. იესომ მოწაფეები საქადაგოდ ორ-ორად გაუშვა და არა ცალ-ცალკე (ლუკ. 10:1). ეს არა მხოლოდ ამხნევებდა და გამოცდილებას სძენდა მოწაფეებს, არამედ მსახურებაში გულმოდგინებასაც მატებდა. განა არ ვაფასებთ სამეფოს გულმოდგინე მაუწყებლებთან თანამშრომლობას? მათი ენთუზიაზმი გვამხნევებს და აღგვძრავს, ჩვენც გულმოდგინედ ვიქადაგოთ (რომ. 1:12).
ერიდეთ დრტვინვასა და ცოდვას
11. როგორი სული განივითარეს ზოგიერთებმა მოსეს დროს და, როგორ იმოქმედა ამან მათზე?
11 ისრაელის ერად ჩამოყალიბებიდან რამდენიმე კვირაში მათ უკმაყოფილებისა და დრტვინვის სული განივითარეს. შედეგად, ისინი იეჰოვასა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ აჯანყდნენ (გამ. 16:1, 2). ამიტომ ეგვიპტიდან გამოსულთაგან მხოლოდ ერთეულებმა თუ იხილეს აღთქმული მიწა. თვით მოსეც კი ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე ისრაელების არასწორ საქციელზე მისი რეაქციის გამო (კან. 32:48—52). როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გავხდეთ უარყოფითი სულის მსხვერპლი?
12. რა დაგვეხმარება, არ განგვივითარდეს უკმაყოფილების სული?
12 ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ განგვივითარდეს უკმაყოფილების სული. ამაში დაგვეხმარება პასუხისმგებელი ძმებისადმი მორჩილება და პატივისცემა. აგრეთვე უნდა დავფიქრდეთ, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა. გართობა და ბევრი დროის გატარება ისეთ თანამშრომლებთან ან კლასელებთან, რომლებიც არ აფასებენ ღვთიურ პრინციპებს, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. გონივრული იქნება, თუ მინიმუმამდე დავიყვანთ მათთან ურთიერთობას, ვისაც უარყოფითი ან დამოუკიდებლობის სული აქვთ (იგავ. 13:20).
13. დრტვინვის გამხრწნელმა გავლენამ კიდევ რა სულიერი ზიანი შეიძლება მიაყენოს კრებას?
13 დრტვინვის გამხრწნელმა გავლენამ შეიძლება კრებას სხვა სულიერი ზიანიც მიაყენოს. მაგალითად, მას შეუძლია, კრებაში მშვიდობისა და ერთიანობის სული დაარღვიოს. გარდა ამისა, თანამორწმუნეების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვამ შეიძლება არა მარტო ტკივილი მიაყენოს მათ, არამედ ისეთ ცოდვებში გადაიზარდოს, როგორიცაა ჭორაობა და ლანძღვა (ლევ. 19:16; 1 კორ. 5:11). პირველი საუკუნის კრებაში ზოგი მდრტვინავი „არაფრად აგდებდა ძალაუფლებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა დიდებით მოსილთ“ (იუდ. 8, 16). ღმერთი ნამდვილად არ იწონებდა კრების პასუხისმგებელი მამაკაცების მიმართ ასეთ დრტვინვას.
14, 15. ა) როგორ შეიძლება ცოდვისადმი შემწყნარებლობამ იმოქმედოს კრების ერთიანობაზე? ბ) როგორ მოვიქცეთ, თუ ვიცით, რომ ვიღაც ფარულად სცოდავს?
14 როგორ მოვიქცეთ, თუ ვიცით, რომ ვიღაც ფარულად სცოდავს? მაგალითად, გადამეტებულად სვამს ალკოჰოლს, უყურებს პორნოგრაფიას ან ეწევა უზნეო ცხოვრებას (ეფეს. 5:11, 12). თუ თვალს დავხუჭავთ ასეთ სერიოზულ ცოდვებზე, ხელს შევუშლით იეჰოვას წმინდა სულის მოქმედებას კრებაზე და საფრთხეს შევუქმნით მთელი კრების მშვიდობას (გალ. 5:19—23). პირველი საუკუნის კორინთელი ქრისტიანების მსგავსად, დღეს ჩვენც უნდა შევეწინააღმდეგოთ ნებისმიერ გამხრწნელ ზეგავლენას, რათა კრებაში ჯანსაღი და დადებითი სული დავიცვათ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ კრებაში მშვიდობა შევინარჩუნოთ?
15 როგორც აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია გარკვეულ საკითხებში საიდუმლოს შენახვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გრძნობებსა და ფიქრებს გვიზიარებენ. რამდენად არასწორი და საწყენი იქნებოდა, გაგვევრცელებინა ვინმეს შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია! თუმცა, როდესაც საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება, საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ ისინი, ვისაც ამ საქმის მოგვარების ბიბლიური ვალდებულება აქვს, ანუ კრების უხუცესები (წაიკითხეთ ლევიანების 5:1 ). ასე რომ, თუ გავიგეთ, რომ ძმამ ან დამ ცოდვა ჩაიდინა, ჩვენ უნდა აღვძრათ ის, მივიდეს უხუცესებთან დახმარების მისაღებად (იაკ. 5:13—15). თუ ის დროის გონივრულ ფარგლებში არ გადადგამს ამ ნაბიჯს, ამის შესახებ ჩვენ უნდა ვაცნობოთ უხუცესებს.
16. როგორ დავიცავთ კრებას, თუ უხუცესებს შევატყობინებთ სერიოზული ცოდვის შესახებ?
16 ქრისტიანული კრება სულიერი თავშესაფარია და, თუ სერიოზული ცოდვის შესახებ შევატყობინებთ უხუცესებს, ასეთი სახით დავიცავთ მას. თუ უხუცესების შეგონების შემდეგ, შემცოდველი მოინანიებს და გამოსწორდება, ის აღარ წარმოადგენს კრებისთვის საშიშროებას. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ შემცოდველი არ ინანიებს და არ იღებს უხუცესებისგან სიყვარულით მიცემულ რჩევას? ასეთი ადამიანი კრებიდან ირიცხება, რაც კრებას გამხრწნელი ზეგავლენისგან იცავს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:5 ). ამგვარად, კრება რომ დავიცვათ, თითოეული სათანადოდ უნდა მოვიქცეთ, ვითანამშრომლოთ უხუცესთა საბჭოსთან და ვიზრუნოთ თანამორწმუნეების კეთილდღეობაზე.
დაიცავით „სულის ერთიანობა“
17, 18. რა დაგვეხმარება, „ვიცავდეთ სულის ერთიანობას“?
17 პირველი ქრისტიანები „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“ და ამგვარად ხელს უწყობდნენ კრების ერთიანობას (საქ. 2:42). ისინი აფასებდნენ უხუცესების მიერ მიცემულ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებსა და მითითებებს. მსგავსადვე, დღესაც უხუცესები თანამშრომლობენ ერთგულ და გონიერ მონასთან, ამხნევებენ კრების წევრებს და ხელს უწყობენ ერთიანობის სულს (1 კორ. 1:10). თუ მივყვებით იეჰოვას ორგანიზაციის ბიბლიაზე დაფუძნებულ ხელმძღვანელობას და ვემორჩილებით უხუცესების მითითებებს, ვამტკიცებთ, რომ „გულმოდგინედ ვიცავთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:3).
18 ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოდი, ხელი შევუწყოთ კრებაში ჯანსაღი, დადებითი სულის შენარჩუნებას. თუ ასე მოვიქცევით, „უფალ იესო ქრისტეს წყალობა იქნება ჩვენ მიერ გამოვლენილ სულთან“ (ფილ. 4:23).
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 19 გვერდზე]
უწყობთ ხელს კრებაში დადებითი სულის განვითარებას წინასწარ მომზადებული კომენტარებით?
[სურათი 20 გვერდზე]
სიმღერების სწავლით ხელს ვუწყობთ კრებაში დადებითი სულის შენარჩუნებას