არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სურათს ხომ არ გადაგვიღებდი?“

„სურათს ხომ არ გადაგვიღებდი?“

„სურათს ხომ არ გადაგვიღებდი?“

საოლქო კონგრესის მეორე დღის პროგრამის დასრულების შემდეგ მექსიკის ბეთელში მომსახურე ჯოშუა ქალაქ კერეტაროს დასათვალიერებლად წავიდა. კოლუმბიელმა ტურისტებმა, ცოლ-ქმარმა ხავიერმა და მარიუმ ჯოშუას სთხოვეს, მათთვის სურათი გადაეღო. ვინაიდან ჯოშუა და მისი მეგობრები ლამაზად იყვნენ ჩაცმულები და სამკერდე ნიშნები ეკეთათ, მათ ჰკითხეს, გამოშვებიდან ან რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებიდან ხომ არ მოდიოდნენ. ჯოშუამ აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმეთა კონგრესს ესწრებოდნენ და ისინი კვირის პროგრამაზე დაპატიჟა.

წყვილმა უთხრა, რომ უხერხულად იგრძნობდნენ თავს, რადგან ასეთი შემთხვევისთვის სათანადოდ არ იყვნენ ჩაცმულები. მიუხედავად ამისა, ჯოშუამ მისცა მექსიკის ფილიალის ტელეფონის ნომერი.

ჯოშუას გასაკვირად, ოთხი თვის შემდეგ ხავიერმა დაურეკა მას. ისინი დასწრებიან კონგრესს და ახლა უნდოდათ, რომ იეჰოვას მოწმეები მისულიყვნენ მათთან მეხიკოში, სადაც ისინი იმ დროისთვის ცხოვრობდნენ. ხავიერმა და მარიუმ მალევე დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება. ათი თვის შემდეგ ისინი მაუწყებლები გახდნენ. მოგვიანებით ეს წყვილი ტორონტოში (კანადა) გადავიდა საცხოვრებლად, სულიერად წინ წაიწია და მოინათლა.

ერთხელაც ჯოშუამ ხავიერისგან წერილი მიიღო, სადაც უხსნიდა, თუ რატომ დაინტერესდა ჭეშმარიტებით. „კონგრესზე დასწრებამდე მე და ჩემი მეუღლე ვამბობდით, რომ ღვთის ხელმძღვანელობა გვჭირდებოდა. რომ დაგინახეთ ასე კარგად ჩაცმულები, ვიფიქრეთ, რაღაც განსაკუთრებული შეხვედრიდან მოდიოდით. კონგრესზე მისულები აღფრთოვანებული ვიყავით, როგორ სიყვარულით მოგვიძებნეს ადგილი, როგორ გვეხმარებოდნენ ბიბლიური მუხლების პოვნაში და, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთს შორის. მათ საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება ჩვენს ჩაცმულობას“.

მართლაც გამართლდა ჯოშუაზე ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლ. 11:6). შეგიძლიათ თესოთ თესლი იმით, რომ დაპატიჟოთ სხვები მოახლოებულ კონგრესზე ან საჯარო მოხსენებაზე? იეჰოვამ შეიძლება თქვენ გამოგიყენოთ ხავიერისა და მარიუს მსგავსი, სულიერ ხელმძღვანელობას მოწყურებული, ადამიანების მისაზიდად (ეს. 55:1).

[სურათი 32 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: ალეხანდრო ვოგელინი, მარიუ პინედა, ალეხანდრო პინედა, ხავიერ პინედა და ჯოშუა რამირესი მექსიკის ფილიალში