არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკეთე გულს ალღობს

სიკეთე გულს ალღობს

სიკეთე გულს ალღობს

ნიდერლანდში მცხოვრები ერთი ხანდაზმული ქალი რიე უხეშად მოექცა ჟორჟესა და მანონს, იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც მასთან საქადაგოდ მივიდნენ. მათ გაიგეს, რომ ამ ქალს ორი ქმარი და ერთი ვაჟი ჰყავდა გარდაცვლილი. ეს ქალბატონი მწვავე ართრიტით იტანჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საუბრის დროს ქალი ცოტათი დამშვიდდა, მათ მიმართ კარგად მაინც არ განეწყო.

ჟორჟემ მანონს შესთავაზა, კვლავ მოენახულებინათ ეს ქალბატონი და ყვავილების თაიგული მიერთმიათ, რადგან ის მარტოხელა და უბედური ჩანდა. მათმა მისვლამ რიე ძალიან გააოცა. მაგრამ შეხვედრა სხვა დროისთვის დაიგეგმა, რადგან მას არ ეცალა. როდესაც ჟორჟე და მანონი დათქმულ დროს მივიდნენ, სახლში არავინ დახვდათ. ამის შემდეგ რამდენჯერმე სხვადასხვა დროს მიაკითხეს, მაგრამ უშედეგოდ. ჟორჟემ და მანონმა იფიქრეს, რომ რიე მათთან შეხვედრას თავს არიდებდა.

ერთ დღეს, როგორც იქნა, ჟორჟეს რიე სახლში დახვდა. ქალბატონმა ბოდიში მოუხადა მას, რომ დათქმულ დროს სახლში არ იყო; რიემ აუხსნა, რომ ამ ხნის მანძილზე ის საავადმყოფოში იწვა. „ვერ წარმოიდგენთ, რა გავაკეთე თქვენი წასვლის შემდეგ, — თქვა რიემ. — მე ბიბლიის კითხვა დავიწყე“. მათ შორის სასიამოვნო საუბარი შედგა და ამ ქალბატონმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

თანდათანობით ეს გამწარებული ქალი შეიცვალა და უფრო ბედნიერი და კეთილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან ვერ გადიოდა, ქადაგებდა ყველასთან, ვინც მის სანახავად მიდიოდა. ცუდი ჯანმრთელობის გამო ხშირად ვერ ესწრებოდა კრების შეხვედრებს, მაგრამ ძალიან უხაროდა, როცა მასთან და-ძმები მიდიოდნენ. რიე 82 წლის ასაკში ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად სარაიონო კონგრესზე მოინათლა.

რიეს სიკვდილიდან რამდენიმე თვეში მის სახლში იპოვეს ლექსი, რომელიც მან დაწერა. ამ ლექსში რიემ აღწერა მარტოობით გამოწვეული ტანჯვა და ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთის კეთება. მანონი ამბობს: „ლექსი რომ წავიკითხე, გული ამიჩუყდა. ბედნიერი ვარ, რომ იეჰოვა დაგვეხმარა, მისთვის სიკეთე გამოგვევლინა“.

ნამდვილად, იეჰოვას პირადი მაგალითი აღგვძრავს, ჩვენც გამოვავლინოთ სიყვარული და სიკეთე (ეფეს. 5:1, 2). ჩვენი მსახურება წარმატებული იქნება, რადგან „ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ . . . სიკეთით“ (2 კორ. 6:4, 6).