არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

იყო სამსონის ძალა მის თმებში?

არა. მისი თმები მეტყველებდა მის იეჰოვასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, რადგან სამსონი ღვთის ნაზირი იყო. სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა დაირღვა, როდესაც დალილას ხელშეწყობით მას თმები შეაჭრეს (4/15, გვერდი 9).

ფიზიკური გულის მსგავსად, რა სამი ფაქტორი ახდენს გავლენას ჩვენი სიმბოლური გულის მდგომარეობაზე?

1) კვება. როგორც ფიზიკურ გულს სჭირდება ჯანსაღი საკვები, ისე სიმბოლურ გულსაც სჭირდება ნოყიერი სულიერი საზრდო. 2) ვარჯიში. მსახურებაში აქტიური მონაწილეობა დაგვეხმარება, რომ ჩვენი სულიერი გული კარგ მდგომარეობაში იყოს. 3) გარემო. ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ სტრესი, თუ ურთიერთობა გვექნება თანამორწმუნეებთან, რომლებიც ზრუნავენ ჩვენზე (4/15, გვერდი 16).

მეუღლის ღალატის შემთხვევაში, როგორ შეუძლია წყვილს ნდობის დაბრუნება?

მათ მართებთ: 1) იყვნენ ერთმანეთთან გულახდილები, 2) ერთად გაუმკლავდნენ პრობლემას, 3) გაიხადონ ძველი პიროვნება და შეიმოსონ ახლით და 4) ეცადონ, „აღადგინონ ჩატეხილი ხიდი“ (5/1, გვერდები 12—15).

რატომ იქნება უადგილო დაკრძალვის მოხსენების წარმოთქმისას ფსალმუნის 116:15-ის წაკითხვა?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას ძალიან უმძიმს თავის ერთგულთა სიკვდილი“. ამ სიტყვებში უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ცალკეული ადამიანის სიკვდილი. იეჰოვა არ დაუშვებს თავისი მსახურების, როგორც მთლიანი ჯგუფის მოსპობას (5/15, გვერდი 22).

ვინ იყვნენ წიგნების დამტარებლები?

დღევანდელ პიონერებს 1931 წლამდე წიგნების დამტარებლები ერქვათ (5/15, გვერდი 31).

რა ფაქტორები ამტკიცებს, რომ ბიბლია არ არის უბრალოდ ადამიანების მიერ დაწერილი წიგნი?

ბიბლიაში ჩაწერილია უამრავი წინასწარმეტყველება, რომლებიც შესრულდა. მასში მოცემულია ისტორიული ფაქტები და არა მითები. ის მეცნიერულად ზუსტია. ბიბლიური წიგნები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ის დღესაც პრაქტიკულია (6/1, გვერდები 4—8).

ვინ იგულისხმება დანიელის 2:44-ში მოხსენიებულ „ყველა სამეფოში“?

ამაში იგულისხმება სამეფოები ანუ მთავრობები, რომლებიც დანიელის მიერ ხილვაში ნანახი ქანდაკების სხვადასხვა ნაწილით არის წარმოდგენილი (6/15, გვერდი 17).

როდის გახდა ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები მეშვიდე მსოფლიო იმპერია?

ეს იმპერია შეიქმნა, როდესაც ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული კავშირი დაამყარეს პირველი მსოფლიო ომის დროს (6/15, გვერდი 19).

როგორ პატიობს და ივიწყებს ღმერთი მათ ცოდვებს, ვინც ინანიებს?

იეჰოვა მათ, ვისაც პატიობს, ეუბნება: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერ. 31:34). ღმერთი გვპატიობს ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე. ამის შემდეგ ის ივიწყებს ჩვენს ცოდვებს, ანუ არასდროს დაგვსჯის იმ ცოდვებისთვის, რომლებიც მოგვიტევა (7/1, გვერდი 18).

რატომ გვწამს ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულების?

ბევრი სასწაული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და არა მალულად მოხდა. სასწაულები არ იყო პომპეზური. ისინი დიდებას მიაგებდა ღმერთს და არა ადამიანებს. სასწაულები ათასგვარი იყო და მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლა მოხდა. სწორედ ამიტომ გვწამს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები ნამდვილად მოხდა (8/1, გვერდები 7, 8).