არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვინაიდან ქრისტიანები ფულზე არ თამაშობენ, შეუძლიათ თუ არა აიღონ ნაჩუქარი ლატარიის ბილეთები ან მონაწილეობა მიიღონ რაიმე პრიზის გათამაშებაში?

ეს კითხვა დროდადრო წამოიჭრებოდა, ამიტომ ის არაერთხელ განხილულა ჩვენს პუბლიკაციებში. მაგალითად, 1973 წლის 15 თებერვლის ინგლისურ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკში“, „მკითხველთა შეკითხვებში“, განხილული იყო, რომ ქრისტიანები მართებულად არიდებენ თავს ტოტალიზატორში ფსონის დადებას, ლატარიის ბილეთების ყიდვას ან ფულის დადებას რაიმე პრიზის მოგების მიზნით. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ თავს ვარიდებთ აზარტულ თამაშებს, ვინაიდან ეს უცილობლად სიხარბეზე მეტყველებს (1 კორ. 5:11; 6:10; ეფეს. 4:19; 5:3, 5).

მაღაზიები ან ფირმები, შესაძლოა, იყენებენ გათამაშებებს რეკლამის მიზნით. ადამიანმა მხოლოდ უნდა მიუთითოს თავისი სახელი და გვარი ან გაგზავნოს სპეციალური ბლანკი ან ბილეთი, ისე რომ, არაფრის ყიდვა არ მოეთხოვება. ასეთი გათამაშება არის რეკლამის ნაწილი და ის ისეა ორგანიზებული, რომ პრიზი ან პრიზები მიუკერძოებლად მიეცეს მონაწილეს. ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ შეუძლია პრიზის მიღება, ვინაიდან ასეთი გათამაშება არ ითვლება აზარტულ თამაშად და ეს იგივეა, თითქოს მაღაზიის თუ ფირმის მიერ მოწყობილი სარეკლამო აქციის ფარგლებში მიეღოს უფასო პროდუქცია.

მაგრამ ზოგი ქრისტიანი ერიდება ყველაფერს ამისმაგვარს, ვინაიდან არ უნდა, რომ დააბრკოლოს ან დააბნიოს სხვები და შორს იჭერს თავს ყველაფრისგან, რაც ბედისწერას უკავშირდება. როგორც ესაიას 65:11-დან ჩანს ღვთის მსახურებს არაფერი უნდა ჰქონდეთ საერთო „იღბლიანობის ღმერთთან“ და „ბედისწერის ღმერთთან“. შესაძლოა, მათ აგრეთვე არ სურთ, რომ ყველამ გაიგოს მათ შესახებ მასმედიის საშუალებით, როგორც ეს გამარჯვებულებისგან მოითხოვება ხოლმე. ვინც ასე ფიქრობს, არ უნდა გააკრიტიკოს ის ქრისტიანი ან ქრისტიანები, რომელთაც სინდისი ნებას რთავს, მონაწილეობა მიიღონ ასეთ გათამაშებებში (შეადარეთ რომაელების 14:1—4).