დღესვე მოემზადეთ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად!
„აკეთონ სიკეთე . . . რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმ. 6:18, 19).
1, 2. ა) რომელ კურთხევას ელით ახალ ქვეყნიერებაში ყველაზე მეტად? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რა სულიერ კურთხევებს მივიღებთ ახალ ქვეყნიერებაში?
„ჭეშმარიტი სიცოცხლე“. ბევრს ამ სიტყვების ხსენებაზე თვალწინ ბიბლიური იმედი, დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრება, წარმოუდგება. მოციქულმა პავლემ „მარადიული სიცოცხლე“ „ჭეშმარიტ სიცოცხლესთან“ გააიგივა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:12, 19). ჩვენ ველით სიცოცხლეს, რომელიც მარადიულად გაგრძელდება და რომელიც უსასრულო კმაყოფილებასა და სიხარულს მოგვგვრის. დღეს ნამდვილად რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ვიგრძნობთ თავს ახალ ქვეყნიერებაში ყოველ დილით, როცა შესანიშნავ ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაში ვიქნებით (ეს. 35:5, 6). მხოლოდ დაფიქრდით, რა სასიამოვნო იქნება ჩვენი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, მათ შორის, მკვდრეთით აღდგენილებთან (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15). ამასთანავე, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ მეცნიერების ესა თუ ის დარგი, მუსიკა, არქიტექტურა და ა.შ.
2 მართალია, ყველა ამ კურთხევას ველით, მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში უპირველეს ყოვლისა სულიერი კურთხევებით გავიხარებთ. მართლაც, რა ბედნიერნი ვიქნებით, როცა გვეცოდინება, რომ იეჰოვას სახელი განიწმინდა და მისი უზენაესობა გამართლდა! (მათ. 6:9, 10). ჩვენ ნამდვილად გაგვაოცებს იმის დანახვა, თუ როგორ განხორციელდება იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა და როგორ აივსება დედამიწა ადამიანებით. წარმოიდგინეთ, როგორ გაგვიადვილდება იეჰოვასთან დაახლოება, როცა თანდათან გავსრულყოფილდებით (ფსალმ. 73:28; იაკ. 4:8).
3. რისთვის უნდა მოვემზადოთ დღესვე?
3 ამ კურთხევებს ჩვენ ნამდვილად მივიღებთ, ვინაიდან ქრისტემ დაგვაიმედა: „ღვთისთვის . . . ყველაფერი შესაძლებელია“ (მათ. 19:25, 26). თუ გვსურს, რომ ვიცხოვროთ როგორც ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, ისე მას შემდეგ, მტკიცედ უნდა ჩავეჭიდოთ მარადიული სიცოცხლის იმედს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ უღვთო ქვეყნიერების განადგურებას და დღესვე გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ მოვემზადოთ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად. თუმცა, შევძლებთ ამის გაკეთებას დღეს, სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში?
როგორ უნდა მოვემზადოთ?
4. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად.
4 როგორ უნდა მოვემზადოთ ახლავე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად? წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავთ. როგორ მოიქცევით? ალბათ, ისწავლით ენას, გაეცნობით იქაურ წეს-ჩვეულებებს, გემოს გაუსინჯავთ მათ სამზარეულოს; რაღაც გაგებით, უკვე ისე იცხოვრებთ, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქე. მსგავსი სამზადისი თქვენი მხრიდან უპრიანი იქნება, ვინაიდან ახალ ქვეყანაში გადასულს სწორედ ასე მოგიწევთ ცხოვრება. მსგავსად ამისა, ჩვენ დღესვე შევძლებთ მოვემზადოთ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად, თუ შეძლებისდაგვარად ისე ვიცხოვრებთ, როგორ ცხოვრებასაც ახალ ქვეყნიერებაში მოველით. მოდი, ქვემოთ შევეხოთ რამდენიმე მხარეს, რაც ამაში დაგვეხმარება.
5, 6. რა მხრივ გვამზადებს ღვთის მითითებების მორჩილება ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის?
5 ახალ ქვეყნიერებაში ღვთის უზენაეს ხელისუფლებას ყველა აღიარებს. მართლაც, რაოდენ განსხვავებული იქნება ცხოვრება მაშინ, როცა ადამიანები თავად აღარ გადაწყვეტენ, რა არის სწორი და რა — არასწორი, რისკენაც მათ დღეს სატანის ქვეყნიერება უბიძგებს. დღეს ზოგს მიაჩნია, რომ მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება არაფრით უნდა შეიზღუდოს. მაგრამ, ისმის კითხვა: რა არის ასეთი აზროვნების შედეგი? ღვთისადმი ურჩობამ ადამიანებს ტანჯვა და უბედურება მოუტანა (იერ. 10:23). მთელი გულით ველით იმ დროს, როცა კაცობრიობა მოსიყვარულე ღვთის, იეჰოვას, უზენაეს ხელისუფლებას დაემორჩილება.
6 მართლაც ძალიან სასიამოვნო იქნება ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვას მმართველობის დროს, როცა დედამიწას გავამშვენიერებთ, მკვდრეთით აღდგენილებს ჭეშმარიტებას ვასწავლით და კაცობრიობასთან დაკავშირებულ იეჰოვას განზრახვას სისრულეში მოვიყვანთ. მაგრამ, როგორ მოვიქცევით, თუ ახალ ქვეყნიერებაში ისეთი რამის გაკეთება დაგვევალება, რაც დიდად არ გვიზიდავს? დავემორჩილებით მითითებას და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შევასრულოთ ეს დავალება, თანაც ისე, რომ ამ საქმემ სიხარული მოგვანიჭოს? ალბათ, ბევრი ჩვენგანი ამ კითხვებს დადებითად უპასუხებს. და, რის თქმა შეიძლება დღეს, მივყვებით ორგანიზაციის მითითებებს? თუ ახლავე ვემორჩილებით ღვთის მითითებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვემზადებით მარადიული სიცოცხლისთვის ახალ ქვეყნიერებაში, სადაც იეჰოვა იმმართველებს.
7, 8. ა) რატომ უნდა გვქონდეს თანამშრომლობის სული? ბ) რა ცვლილება მოხდა ზოგი ქრისტიანის ცხოვრებაში? გ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?
7 ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად რომ ვემზადებით, ამას მხოლოდ იეჰოვას ორგანიზაციიდან მიღებული მითითებების მორჩილებით კი არ ცხადვყოფთ, არამედ იმითაც, რომ ვცდილობთ, ვიყოთ კმაყოფილნი და გვქონდეს თანამშრომლობის სული. თუ ვთანამშრომლობთ მათთან, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ახალ-ახალი დავალებები სიხარულსა და კმაყოფილებას გვგვრის, შეიძლება ითქვას, რომ ახალ ქვეყნიერებაშიც მსგავსი განწყობა გვექნება (წაიკითხეთ ებრაელების 13:17). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, აღთქმულ მიწაზე ისრაელის ტომებს სამკვიდრო წილისყრით მიეცათ (რიცხ. 26:52—56; იეს. 14:1, 2). რასაკვირველია, დღეს ჩვენთვის უცნობია, თუ სად გამოგვიყოფენ ადგილს საცხოვრებლად ახალ ქვეყნიერებაში. მაგრამ დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა დაგვასახლონ, თუ თანამშრომლობის სული გვექნება, იეჰოვას ნების შესრულება კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოგვანიჭებს.
8 ღვთის სამეფოს ქვეშევრდომად ყოფნა ნამდვილად ღირს იმ ძალისხმევად, რასაც იეჰოვას ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და თეოკრატიული დავალებების შესრულებას ვახმართ. თუმცა შეიძლება დროთა განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა შეიცვალოს. მაგალითად, შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახის ზოგმა წევრმა ახალი დავალება მიიღო; ისინი სრული დროით მსახურებას შეუდგნენ ველზე და უხვი კურთხევებითაც ხარობენ. ასაკისა თუ სხვა მიზეზების გამო ზოგი მიმომსვლელი მსახური სპეციალურ პიონერად დაინიშნა. თუ კმაყოფილნი ვიქნებით, იეჰოვას ლოცვაში დახმარებას ვთხოვთ და მსახურებაში ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს სიხარულსა და უხვ კურთხევებს მოგვიტანს ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებშიც კი (წაიკითხეთ იგავების 10:22). რის თქმა შეიძლება მომავალზე? შესაძლოა გვიფიქრია, თუ სად ვისურვებთ ცხოვრებას ახალ ქვეყნიერებაში. მაგრამ, რა მოხდება მაშინ, თუ მითითებას მივიღებთ, რომ სხვა ტერიტორიაზე გადავიდეთ? ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ: იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიცხოვრებთ ან რას გავაკეთებთ, მაინც კმაყოფილნი, მადლიერნი და გახარებულნი ვიქნებით (ნეემ. 8:10).
9, 10. ა) რა შემთხვევებში შეიძლება დაგვჭირდეს ახალ ქვეყნიერებაში მოთმინების გამოვლენა? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მომთმენნი ვართ?
9 ახალ ქვეყნიერებაში დროდადრო შეიძლება მოთმინების გამოვლენაც დაგვჭირდეს. მაგალითად, შესაძლოა გავიგოთ, რომ ვიღაც მკვდრეთით აღდგა და მისი ნათესავ-მეგობრები ამით ხარობენ მაშინ, როცა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ჯერაც არ აღმდგარან მკვდრეთით. შევძლებთ ამ შემთხვევაში სხვების სიხარულის გაზიარებასა და მოთმინების გამოვლენას? (რომ. 12:15). თუ დღესვე მოთმინებით ველით ღვთის დაპირებების შესრულებას, მოთმინების გამოვლენა არც მომავალში გაგვიჭირდება (ეკლ. 7:8).
10 ჩვენ რომ ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად ვემზადებით, იმითაც ცხადვყოფთ, რომ მოთმინებით ვიღებთ ბიბლიური სწავლებების განახლებულ ახსნას. ვიკვლევთ ბეჯითად ბიბლიური ჭეშმარიტების ახლებურ განმარტებებს და ვავლენთ მოთმინებას, თუ ყველაფერს ბოლომდე ვერ ვწვდებით? თუ დიახ, არც ახალ ქვეყნიერებაში გაგვიჭირდება მოთმინების გამოვლენა, როცა იეჰოვა თავის ახალ მოთხოვნებს გააცნობს კაცობრიობას (იგავ. 4:18; იოან. 16:12).
11. რას გვასწავლის იეჰოვა დღესვე და რა მხრივ წაგვადგება ეს სამომავლოდ?
11 კიდევ ერთი თვისება, რომელიც ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად მოგვამზადებს, მიმტევებლობაა. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს როგორც მართლებს, ისე უმართლოებს რაღაც დრო დასჭირდებათ არასრულყოფილების გამო შეძენილი მანკიერებების მოსაცილებლად (საქ. 24:15). შევძლებთ ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს პატივისცემითა და სიყვარულით მოვეპყროთ? თუ დღესვე ვპატიობთ ერთმანეთს და ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ უთანხმოებები, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ იმავეს გაკეთებას ახალ ქვეყნიერებაში (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12—14).
12. რატომ უნდა მოვემზადოთ დღესვე ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად?
12 შეიძლება ვერც ახალ ქვეყნიერებაში მივიღოთ ის, რასაც მოვისურვებთ და როცა მოვისურვებთ. თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი და კმაყოფილნი ვიქნებით, ვინაიდან ჩვენი მმართველი უზენაესი და მოსიყვარულე შემოქმედი იეჰოვა იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პიროვნების ნაწილად ვაქციოთ ის თვისებები, რომელთა შეძენისკენაც ღმერთი დღესვე მოგვიწოდებს. თუ ახლავე ვიცხოვრებთ ისე, როგორც ახალ ქვეყნიერებაში ებრ. 2:5; 11:1). ამასთანავე, ვაჩვენებთ, რომ გულით გვწადია, ვიცხოვროთ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. ნამდვილად, ჩვენ ვემზადებით ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის.
მოგვიწევს ცხოვრება, გამოვიმუშავებთ თვისებებს, რომელიც მთელი მარადიულობის განმავლობაში გამოგვადგება. ამგვარად, განვიმტკიცებთ რწმენას მომავალი ქვეყნიერებისადმი (დღესვე მიმართეთ მთელი ყურადღება სულიერისკენ
13. რას დავუთმობთ პირველ ადგილს ახალ ქვეყნიერებაში?
13 მოდი, ვიმსჯელოთ კიდევ ერთ მხარეზე, რაც „ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის“ მოგვამზადებს. მართალია, ახალ ქვეყნიერებაში ღვთის დაპირებისამებრ უხვად გვექნება როგორც საკვები, ისე ყოველივე აუცილებელი, მაგრამ ყველაზე მეტ სიამოვნებას სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოგვანიჭებს (მათ. 5:3). ღვთის ახალ ქვეყნიერებაში სულიერ საქმეებს პირველ ადგილს დავუთმობთ, რითაც დავამტკიცებთ, რომ იეჰოვაში ვპოულობთ ნეტარებას (ფსალმ. 37:4). და, თუ დღესვე ვუთმობთ სულიერ საქმეებს უმთავრეს ადგილს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვემზადებით „ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის“ (წაიკითხეთ მათეს 6:19—21).
14. რა მიზნები უნდა დაისახონ ახალგაზრდებმა, რომელთაც ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება სწადიათ?
14 რა დაგვეხმარება, რომ მეტი სიხარული ვპოვოთ თეოკრატიული საქმეების კეთებისას? ერთ-ერთი საშუალება სულიერი მიზნების დასახვაა. თუ ახალგაზრდა ხართ და იეჰოვას მსახურებაში მეტის კეთება გსურთ, კარგი იქნება, თუ გაეცნობით ისეთ მასალას, სადაც საუბარია სრული დროით მსახურების ამა თუ იმ სფეროზე და მიზნად დაისახავთ, რომელიმე სფეროში მოსინჯოთ ძალა. * აგრეთვე შეგიძლიათ გაესაუბროთ იეჰოვას იმ თაყვანისმცემლებს, რომლებიც უკვე არაერთი წელია, რაც სრული დროით მსახურობენ. თუ იეჰოვას მსახურებაში დროსა და ენერგიას არ იშურებთ, ამით აჩვენებთ, რომ ემზადებით, ემსახუროთ ღმერთს ახალ ქვეყნიერებაში, სადაც დღეს მიღებული გამოცდილება უდავოდ დიდ სამსახურს გაგიწევთ.
15. რა მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენ, როგორც სამეფოს მაუწყებლებს?
15 რა სულიერი მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენ, როგორც სამეფოს მაუწყებლებს? შეგვიძლია დავიხვეწოთ მსახურების ამა თუ იმ სფეროში, ძალ-ღონე მოვახმაროთ ბიბლიური პრინციპების სიღრმისეულ გაგებასა და მათ ცხოვრებაში გამოყენებას. გარდა ამისა, შეგვიძლია მიზნად დავისახოთ, გავხდეთ უკეთესი მკითხველები, ორატორები და კომენტატორები. შეგვიძლია სხვა მიზნებზეც ვიფიქროთ. ერთი რამ ცხადია: სულიერი მიზნების დასახვა დაგვეხმარება, მეტი ენთუზიაზმით ვაკეთოთ თეოკრატიული საქმეები, რაც,
თავის მხრივ, ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის მოგვამზადებს.კურთხევებს დღესვე ვიმკით
16. რატომ არის იეჰოვასადმი მსახურება საუკეთესო არჩევანი?
16 ნიშნავს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის მზადება იმას, რომ უკეთესი ან უფრო აზრიანი ცხოვრების შანსს ხელიდან ვუშვებთ? არამც და არამც! განა მოგვგვრის ცხოვრებაში რაიმე უფრო მეტ კმაყოფილებას, ვიდრე იეჰოვასადმი მსახურება?! ჩვენ ღმერთს არც იძულებით და არც გადარჩენის მიზნით ვემსახურებით. მსახურების სურვილი თავად ღმერთმა ჩადო ჩვენში, რასაც უდიდესი კმაყოფილება მოაქვს. მართლაც, იმაზე უკეთესი არაფერია, როცა ღმერთი გვხელმძღვანელობს და თავის ურყევ სიყვარულს საქმეებით გვიმტკიცებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 63:1—3). რა თქმა უნდა, ჩვენ სულიერი კურთხევების მისაღებად, რაც იეჰოვას მსახურებას მოჰყვება, ახალ ქვეყნიერებამდე ლოდინი არ გვიწევს — ამ კურთხევებით დღესვე ვხარობთ. ზოგი ჩვენგანი კურთხევებს უკვე ათწლეულებია, ვიმკით და საკუთარი გამოცდილებიდან ვუწყით, რომ ცხოვრებაში ამაზე დიდ კმაყოფილებას სხვა ვერაფერი მოგვიტანდა! (ფსალმ. 1:1—3; ეს. 58:13, 14).
17. რა ადგილი დაეთმობა პირად სურვილებს სამოთხეში?
17 თუმცა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება საკუთარი სურვილების სრულ უგულებელყოფას არ ნიშნავს; გართობასა და დასვენებას თავისი ადგილი ექნება. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? იეჰოვა ჩვენში წარმატების წყურვილსა და სიამოვნების განცდის უნარს არ ჩადებდა, თუ მისი დაკმაყოფილების საშუალება არ მოგვეცემოდა (ეკლ. 2:24). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი დააკმაყოფილებს „ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმ. 145:16). ბუნებრივია, გართობასა და დასვენებას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ უფრო დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, როცა იეჰოვასთან ურთიერთობას პირველ ადგილზე ვაყენებთ. და ეს ასე იქნება სამოთხეშიც. მართლაც, რამდენად გონივრულია, რომ პირად სურვილებს სათანადო ადგილი მივუჩინოთ, უპირველეს ყოვლისა „ვეძებოთ სამეფო“ და ძირითადი აქცენტი იმ კურთხევებზე გადავიტანოთ, რომლითაც იეჰოვას ხალხი დღესაც ხარობს! (მათ. 6:33).
18. როგორ ცხადვყოფთ, რომ ვემზადებით ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად?
18 სამოთხეში ჯერ არნახული ბედნიერება გველის. დაე, ახლავე მოვემზადოთ „ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის“, რითაც ცხადვყოფთ, რომ გულწრფელად გვწადია ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება. მოდი, შევიძინოთ ღვთისმოსაწონი თვისებები და სიხარული ვპოვოთ ჩვენთვის დაკისრებული დავალების შესრულებაში — სასიხარულო ცნობის გულმოდგინედ ქადაგებაში. მაშ, ვპოვოთ ნეტარება სულიერ საქმეებში, სრულად ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს და ვიცხოვროთ ახალი ქვეყნიერების მოლოდინით!
^ აბზ. 14 იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტ. 2, გვ. 311—318.