იფიქრეთ სულიერზე!
„ამაზე იფიქრე და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება“ (1 ტიმ. 4:15).
1, 2. რა მხრივაა ადამიანის ტვინი უნიკალური?
ენებს რომ არ ეარსება, ადამიანები ვერ შეძლებდნენ წერა-კითხვასა და საუბარს. გარდა ამისა, ვერ გაიგებდნენ ვისიმე ნათქვამს, ვერც ილოცებდნენ და ვერც სიმღერებით განადიდებდნენ იეჰოვას. ზემოთ მოხსენიებული თითოეული უნარი მართლაც განსაცვიფრებელია; ამ პროცესებზე პასუხისმგებელი ნეირონული ქსელი და ტვინის ცალკეული უბნები მეცნიერებს ბოლომდე შესწავლილი არა აქვთ. სწორედ ტვინის უნიკალურობითაა განპირობებული ადამიანის უნარი, შეისწავლოს ესა თუ ის ენა. ერთი პროფესორ-ლინგვისტი ამბობს: „ბავშვის უნარი, აითვისოს ენა, იმ უნართაგან ერთ-ერთია, რომელიც მხოლოდ ადამიანს გააჩნია“.
2 მეტყველება ღვთისგან ბოძებული შეუფასებელი ძღვენია (ფსალმ. 139:14; გამოცხ. 4:11). ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის ტვინი სხვა მხრივაც უნიკალურია. ჩვენ, ცხოველებისგან განსხვავებით, ღმერთმა თავის ანარეკლად შეგვქმნა — გვაქვს ნების თავისუფლება, რის წყალობითაც შეგვიძლია მეტყველების უნარი მის განსადიდებლად გამოვიყენოთ (დაბ. 1:27).
3. რა შესანიშნავი საჩუქარი გვიბოძა იეჰოვამ, რასაც ჩვენი დაბრძენება შეუძლია?
3 ყველას, ვისაც ენების შემქმნელი ღვთის განდიდების სურვილი აქვს, ღმერთმა შესანიშნავი საჩუქარი, ბიბლია, უბოძა. ის, მთლიანად ან ნაწილობრივ, 2 800-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ გულდასმით იკვლევთ წმინდა წერილებს, გონებას ღვთიური აზრებით ივსებთ ფსალმ. 40:5; 92:5; 139:17). ამგვარად, შეძლებთ, იფიქროთ საკითხებზე, რომელთაც „შეუძლია ... [თქვენი] დაბრძენება გადასარჩენად“ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:14—17).
(4. რას ნიშნავს ფიქრი და რა კითხვებზე ვიმსჯელებთ?
4 ფიქრი რაიმე საკითხის ირგვლივ გონების კონცენტრირება და სიღრმისეული ანალიზია; ფიქრის საგნად შესაძლოა იქცეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი საკითხები (ფსალმ. 77:12; იგავ. 24:1, 2). ჩვენი მხრიდან ყველაზე ბრძნული საქციელი იქნება, თუ ვიფიქრებთ იეჰოვასა და მის ძეზე (იოან. 17:3). და მაინც, შესაძლოა წამოგვეჭრას კითხვები: რა კავშირია კითხვასა და ფიქრს შორის? რაზე შეგვიძლია ვიფიქროთ და რა დაგვეხმარება იმაში, რომ ფიქრის პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო გახდეს?
დარწმუნდით, რამდენად ნაყოფიერია თქვენი შესწავლა
5, 6. რა დაგეხმარებათ წაკითხულის გაგებასა და დამახსოვრებაში?
5 ტვინს უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია და ხშირ შემთხვევაში ჩვენგან სრულიად ჩაურევლად გასაოცარი საქმეების კეთება შეუძლია. მაგალითად, სუნთქვა, სიარული, ველოსიპედის ტარება და ბრმა ბეჭდვა იმ მექანიკურ პროცესთაგან ზოგიერთია, რომელსაც დიდი ფიქრი არ სჭირდება. რაღაც გაგებით, კითხვაც ასეთი პროცესია. ამიტომ, ის მექანიკურ საქმიანობად რომ არ გვექცეს, საჭიროა წაკითხულის გააზრება. როდესაც აბზაცის კითხვას დაასრულებთ ან ახალ ქვესათაურზე გადასვლას დააპირებთ, შეჩერდით და დაფიქრდით, რამდენად ჩასწვდით წაკითხულს. იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანთ, შესაძლოა გონება გაგეფანტოთ და შესაბამისად, კითხვის პროცესიც უნაყოფო აღმოჩნდეს. რა დაგვეხმარება გონების კონცენტრირებაში?
6 სამეცნიერო კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ხმამაღლა კითხვა წაკითხული მასალის დამახსოვრებას აადვილებს. ეს ჩვენი ტვინის შემქმნელმა შესანიშნავად უწყის. სწორედ ამიტომ მოუწოდა მან იესო ნავეს ძეს, რომ კანონის წიგნი დაბალი ხმით ეკითხა (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 1:8, სქოლიო). თუ თქვენც დაბალი ხმით წაიკითხავთ ბიბლიას, თავად დარწმუნდებით, რომ წაკითხული უფრო ღრმად ჩაგებეჭდათ გონებაში. ასეთი კითხვის წყალობით არც გონება გაგეფანტებათ.
7. როდის არის ღვთის სიტყვაზე ფიქრისთვის საუკეთესო დრო? (იხილეთ სურათი 23-ე გვერდზე)
7 კითხვას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, რასაც ფიქრზე ვერ ვიტყვით. სწორედ ამიტომ ჩვენი არასრულყოფილი ტვინი ადვილად გადაერთვება ხოლმე ისეთ რამეზე, რაც გონების ნაკლებ კონცენტრირებას საჭიროებს. ასე რომ, ფიქრისთვის ის დრო გამოიყენეთ, როცა თქვენი გონება დასვენებულია, მშვიდ გარემოში ხართ და შესაბამისად, გონების გამფანტავი საშუალებებიც ნაკლებია. მაგალითად, ფიქრისთვის საუკეთესო დრო ფსალმუნმომღერლისთვის ღამე იყო, როცა იგი საწოლში იწვა და არ ეძინა (ფსალმ. 63:6). იესომაც, რომელსაც სრულყოფილი გონება ჰქონდა, კარგად უწყოდა, რომ ფიქრისა და ლოცვისთვის მშვიდი გარემო იყო საჭირო (ლუკ. 6:12).
რაზე შეგვიძლია ვიფიქროთ?
8. ა) ღვთის სიტყვის გარდა, რაზე შეგვიძლია ვიფიქროთ? ბ) რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც მის შესახებ სხვებთან ვსაუბრობთ?
8 როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ, უმთავრესად ღვთის სიტყვაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ არსებობს სხვა საკითხებიც, რაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. მაგალითად, როდესაც ღვთის შემოქმედებითი საქმეებიდან რამე გაგაოცებთ, შეჩერდით და დაფიქრდით. ეს უდავოდ აღგძრავთ, რომ ხოტბა შეასხათ იეჰოვას გამოვლენილი სიკეთისთვის; იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ გვერდით სხვებიც იქნებიან, მათაც გაუზიარეთ საკუთარი გრძნობები (ფსალმ. 104:24; საქ. 14:17). როგორ ფიქრობთ, აფასებს იეჰოვა, როდესაც ლოცულობთ, ფიქრობთ და სხვებსაც ესაუბრებით მის შესახებ? მოდი, პასუხი მისივე სიტყვიდან, ბიბლიიდან, მოვისმინოთ. ბოლო დღეებთან დაკავშირებით, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ცხოვრება, ბიბლია გვეუბნება: „იმ დროს ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ იეჰოვას მოშიშნი, თითოეული თავის მოძმეს, და ყურს უგდებდა იეჰოვა და უსმენდა. სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს“ (მალ. 3:16).
9. ა) რისკენ მოუწოდა პავლე მოციქულმა ტიმოთეს? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია პავლე მოციქულის რჩევის გათვალისწინება?
9 მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მოუწოდა, რომ ყოველთვის ეფიქრა იმაზე, თუ რას ამბობდა და როგორ იქცეოდა. მას იმაზეც უნდა ეფიქრა, თუ რას და როგორ ასწავლიდა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:12—16). ტიმოთეს მსგავსად, ჩვენც უნდა ვიფიქროთ იმ უამრავ სულიერ საქმეზე, რაც შესასრულებელი გვაქვს. მაგალითად, როცა ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად ვემზადებით, დრო უნდა გამოვუყოთ ფიქრს — მხედველობაში გვყავდეს ბიბლიის თითოეული შემსწავლელი, ვიფიქროთ კითხვებზე, რომელთაც მათ დავუსვამთ თვალსაზრისის გასაგებად, ამასთანავე — მაგალითებზე, რომლებსაც მოვუყვანთ, რაც მათ სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს. ფიქრისთვის გამოყოფილი დრო ფუჭად დაკარგული ნამდვილად არაა, ვინაიდან ეს რწმენას განგვიმტკიცებს და დაგვეხმარება, რომ ნაყოფიერად და ხალისით ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლები; სამქადაგებლო მსახურებისთვისაც შეგვიძლია მსგავსად მოვემზადოთ (წაიკითხეთ ეზრას 7:10). ბიბლიის წიგნ „საქმეებიდან“ ერთი თავის წაკითხვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ გულში ცეცხლივით აგვიგიზგიზდეს მსახურების სურვილი. თუ ვიფიქრებთ იმ ბიბლიურ მუხლებსა თუ პუბლიკაციებზე, რომელთა გამოყენებასაც მსახურებაში ვგეგმავთ, დამოწმების საქმეს ნამდვილად ღირსეულად გავართმევთ თავს (2 ტიმ. 1:6). აგრეთვე უნდა დავფიქრდეთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათში ინტერესის გაღვივება. ასეთი მომზადების წყალობით, ჩვენ შევძლებთ, რომ ღვთის სიტყვიდან „სულითა და ძლიერებით“ დავამოწმოთ (1 კორ. 2:4).
10. კიდევ რაზე შეგიძლიათ იფიქროთ?
10 ინიშნავთ ხანდახან მნიშვნელოვან აზრებს საგუშაგო კოშკისა“და „გამოიღვიძეთ!“-ის, ყოველთვიურ ნომრებს, აგრეთვე — კონგრესებზე გამოცემულ პუბლიკაციებს და იფიქროთ წაკითხულზე. დამხმარე აღმოჩნდება ისიც, თუ „წელიწდეულის“ კითხვის დროს თითოეული შემთხვევის წაკითხვის შემდეგ შეჩერდებით. ეს საშუალებას მოგცემთ, დაფიქრდეთ წაკითხულ შემთხვევაზე და გულთან ახლოს მიიტანოთ ის. შესაძლოა სურვილი გაგიჩნდეთ, რომ წიგნში გახაზოთ მნიშვნელოვანი აზრები ან მინდორზე გააკეთოთ შენიშვნები, რომლებიც გამოგადგებათ განმეორებითი თუ სამწყემსო მონახულებებისას, ამასთანავე — მოხსენებების მომზადებისას. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ბიბლიური პუბლიკაციების კითხვისას დროდადრო შეჩერდებით და წაკითხულზე იფიქრებთ, ეს დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ წაკითხულის არსს და ლოცვაში იეჰოვას მადლობა გადაუხადოთ ყოველივე კარგისთვის, რაც ისწავლეთ.
საჯარო მოხსენებებიდან თუ კონგრესზე წარმოდგენილი თემებიდან? ამგვარი ჩანაწერებისთვის თვალის გადავლება შესაძლებლობას მოგცემთ, იფიქროთ ღვთის სიტყვიდან ნასწავლსა თუ ორგანიზაციულ სიახლეებზე. იმავდროულად, შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალების, „ყოველდღიურად იფიქრეთ ღვთის სიტყვაზე
11. რა უნდა იყოს ჩვენი ფიქრის უმთავრესი საგანი და რატომ? (იხილეთ სქოლიო)
11 ჩვენი ფიქრის უმთავრესი საგანი ღვთის სიტყვა უნდა იყოს; თუმცა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღესაც ბიბლიის გამოყენება აგვეკრძალა. * შეძლებს ვინმე აგვიკრძალოს იმაზე ფიქრი, რაც გონებაში გვაქვს; მაგალითად, ნუთუ შესწევს ვინმეს ძალა, დაგვავიწყოს საყვარელი ბიბლიური მუხლები ან სამეფოს სიმღერების ტექსტები?! (საქ. 16:25). გახსოვდეთ, რომ ღვთის წმინდა სული გაგახსენებთ ყოველივე კარგს, რაც გისწავლიათ (იოან. 14:26).
12. ბიბლიის კითხვის როგორი განრიგი უნდა შევიმუშავოთ, რომ ის ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს?
12 შეგიძლიათ კვირაში რამდენიმე დღე გამოყოთ, რომ წაიკითხოთ „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ მიმდინარე კვირის პროგრამაში მითითებული ბიბლიური მონაკვეთი და იფიქროთ მასზე. სხვა დღეებში კი შეგიძლიათ დრო გამოყოთ იმისათვის, რომ იფიქროთ იესოს სწავლებებსა თუ საქმეებზე. საიდან შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია იესოს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, თუ არა სახარებებიდან, რომლებიც ბიბლიის სხვა წიგნებთან შედარებით უფრო ცნობილია?! (რომ. 10:17; ებრ. 12:2; 1 პეტ. 2:21). ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გვაქვს ორგანიზაციის მიერ გამოცემული პუბლიკაციები, რომლებშიც იესოს დედამიწაზე ცხოვრება და მოღვაწეობა ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოთხრობილი. ისინი ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევენ იმ შემთხვევაში, თუ გულდასმით გავეცნობით ამ პუბლიკაციებში სახარებებიდან მითითებულ პარალელურ მონაკვეთებს და ვიფიქრებთ მათზე (იოან. 14:6).
რატომ არის ფიქრი მნიშვნელოვანი?
13, 14. რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერ საკითხებზე ფიქრი და რა მხრივ წაგვადგება ეს?
13 სულიერ საკითხებზე ფიქრი მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება (ებრ. 5:14; 6:1). მას, ვინც ცოტა დროს უთმობს იეჰოვასა და იესოზე ფიქრს, მტკიცე რწმენა ვერ ექნება. რეალურად, ასეთი ადამიანი საფრთხის წინაშე დგას; იგი შესაძლოა ასცდეს სწორ გზას და ჩამოშორდეს ჭეშმარიტებას (ებრ. 2:1; 3:12). იესომ გაგვაფრთხილა, რომ თუ ღვთის სიტყვას „კარგი და კეთილი გულით“ არ მივიღებდით, ვერ შევძლებდით მის დაცვას. უფრო მეტიც, ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომა გაგვიტაცებდა და ვერ გამოვიღებდით „ნაყოფს“ (ლუკ. 8:14, 15).
14 მაშ, ყოველთვის ვიფიქროთ ღვთის სიტყვაზე. ეს დაგვეხმარება, ავირეკლოთ ღვთის დიდება და გამოვავლინოთ მისი თვისებები, 2 კორ. 3:18). კიდევ რა მოგვეთხოვება? ჩვენ მოგვეთხოვება, რომ გავიღრმაოთ ცოდნა ღვთის შესახებ, ავირეკლოთ მისი დიდება და ვისწავლოთ, თუ როგორ მივბაძოთ მას; ეს კი უწყვეტი პროცესი და უდიდესი პატივია (ეკლ. 3:11).
რომელთა შესახებაც ბიბლია გვამცნობს (15, 16. ა) რა მხრივ წაგვადგება სულიერ საკითხებზე ფიქრი? ბ) რის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს ფიქრი, მაგრამ რატომ არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი?
15 თუ გამუდმებით ვიფიქრებთ სულიერ საკითხებზე, ჩვენ ჭეშმარიტებისადმი მოშურნეობას შევინარჩუნებთ. ამგვარად შევძლებთ, რომ გამოვაცოცხლოთ როგორც და-ძმები, ისე ის ადამიანები, ვისაც ვუქადაგებთ. თუ ღვთის უდიდეს საჩუქარზე, გამოსასყიდზე, ვიფიქრებთ, დავაფასებთ ჩვენს წმინდა ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან, ახლო ურთიერთობის პატივს (რომ. 3:24; იაკ. 4:8). ერთი სამხრეთაფრიკელი ძმა, მარკი, რომელმაც ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ციხეში სამი წელიწადი დაყო, ამბობს: „ფიქრი შეიძლება სასიამოვნო მოგზაურობას შევადაროთ. რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით სულიერ საკითხებს, მით უფრო საინტერესო რაღაცებს ვიგებთ ჩვენი ღვთის, იეჰოვას, შესახებ. დროდადრო, როცა გული მიტყდება და მომავალზე წუხილს ვიწყებ, ვშლი ბიბლიას და რომელიმე ეპიზოდზე ვიწყებ ფიქრს. ასეთ დროს უდიდესი სიმშვიდე მეუფლება“.
16 თუმცა ერთი რამ ფაქტია: დღევანდელ მსოფლიოში იმდენი ხელის შემშლელი ფაქტორია, რომ ხანდახან მართლაც რთულია სულიერ საკითხებზე ფიქრი. კიდევ ერთი აფრიკელი ძმა, პატრიკი, გვიზიარებს: «ჩემი გონება წერილებით სავსე საფოსტო ყუთს ჰგავს; „ყუთი“ სავსეა როგორც საჭირო, ისე არასაჭირო წერილებით. ამიტომ, აუცილებელია, რომ ყოველდღიურად „დავახარისხო“ ისინი. როცა ასეთ დროს გონებაში „მშფოთვარე ფიქრებს“ აღმოვაჩენ ხოლმე, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, ვლოცულობ, რის შედეგადაც საღი გონებით ვიწყებ ფიქრს. მართალია, სულიერ საკითხებზე ფიქრის დაწყებამდე ლოცვას თავისი დრო მიაქვს, მაგრამ ეს იეჰოვასთან უფრო მაახლოებს. ამ დროს გონება მეხსნება და უკეთ ვწვდები ჭეშმარიტებას» (ფსალმ. 94:19). ნამდვილად, ვინც ყოველდღე იკვლევს წმინდა წერილებს და ფიქრობს ნასწავლზე, კურთხევები არ აკლია (საქ. 17:11).
როდის გამოყოფთ დროს ფიქრისთვის?
17. როდის გამოყოფთ დროს ფიქრისთვის?
17 ზოგი დილაადრიან დგება, რომ წაიკითხოს, იფიქროს და ილოცოს. ზოგი ამისთვის შუადღის შესვენებას იყენებს. თქვენ კი შესაძლოა ამ ყველაფრისთვის დროს საღამოს პოულობთ ან — ღამით, ძილის წინ. ზოგი ბიბლიას დილითაც კითხულობს და ძილის წინაც. მაშასადამე, ღვთის მსახურები ბიბლიას „დღედაღამ“, გამუდმებით, კითხულობენ (იეს. 1:8). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ღვთის სიტყვას ყოველდღიურად წავიკითხავთ და მასზე ვიფიქრებთ, შევძლებთ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისგან დროის გამოსყიდვას (ეფეს. 5:15, 16).
18. რას ვკითხულობთ ბიბლიაში მათზე, რომლებიც ყოველდღიურად ფიქრობენ ღვთის სიტყვაზე და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას ცდილობენ?
18 ბიბლიაში უამრავი დაპირებაა ჩაწერილი იმ კურთხევების შესახებ, რომელთაც ისინი მიიღებენ, რომლებიც ღვთის სიტყვაზე ფიქრობენ და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას ცდილობენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3). იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“(ლუკ. 11:28). დასასრულ, რაც ყველაზე მთავარია, ყოველდღიურად სულიერ საკითხებზე ფიქრის წყალობით, განვადიდებთ ჩვენი უნიკალური ტვინის დიდებულ შემქმნელს, რომელიც თავის მხრივ, დღესვე გვიბოძებს ბედნიერებას, ხოლო სამომავლოდ — მარადიულ სიცოცხლეს სამართლიან, ახალ ქვეყნიერებაში (იაკ. 1:25; გამოცხ. 1:3).
^ აბზ. 11 წაიკითხეთ 2006 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად“.