არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რის აღსასრულს მოასწავებს აღსასრული?

აღსასრულის დადგომასთან ერთად წარსულს ჩაჰბარდება ადამიანური მმართველობები, ომები, უსამართლობა, ცრუ რელიგიები და უღვთო კაცობრიობა (5/1, გვერდები 3—5).

ვინ არის ეზეკიელის წიგნში მოხსენიებული „გოგ მაგოგელი“?

გოგ მაგოგელი არ წარმოადგენს სატანას; როგორც ბიბლიიდან ჩანს, ის განასახიერებს ერთა კოალიციას, რომელიც დიდი გასაჭირის დაწყებისას ღვთის ხალხის განადგურებას შეეცდება (5/15, გვერდები 29, 30).

რომელი ექვსი პრინციპი დაეხმარება ხანდაზმულებს, რომ თავიანთი წლები ტკბილად გალიონ?

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ: 1) მოკრძალებული, 2) გაწონასწორებული, 3) პოზიტიური, 4) გულუხვი, 5) მეგობრული და 6) მადლიერი (6/1, გვერდები 8—10).

როგორ მეტყველებს იესოს ხელგაშლილობაზე მის მიერ მოხდენილი სასწაულები?

კანაში გამართულ ქორწილში იესომ 380 ლიტრამდე წყალი ღვინოდ აქცია. სხვა დროს მან დაახლოებით 5 000 კაცი სასწაულებრივად დააპურა (მათ. 14:14—21; იოან. 2:6—11). ორივე შემთხვევაში იესომ ხელგაშლილობაში მამას მიჰბაძა (6/15, გვერდები 4, 5).

რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, შესაძლებელია ვასიამოვნოთ ღმერთს?

ბიბლიაში მოხსენიებული მამაკაცები იობი, ლოტი და დავითი უშვებდნენ შეცდომებს. თუმცა მათ მთელი გულით სურდათ ღვთისადმი მსახურება; ისინი წუხდნენ ჩადენილი ცოდვების გამო და შემდეგ კვლავ ღვთის მოსაწონად იქცეოდნენ. საბოლოოდ, მათ ღვთის მოწონება დაიმსახურეს; ღვთის მოწონების დამსახურება ჩვენც შეგვიძლია (7/1, გვერდები 12, 13).

განადგურდება ცრუ რელიგიის ყველა მიმდევარი „დიდ ბაბილონზე“ განაჩენის აღსრულების შედეგად?

როგორც ჩანს, არა. ზაქარიას 13:4—6-ის თანახმად, ზოგი სასულიერო პირიც კი მიატოვებს რელიგიურ მსახურებას და იმასაც კი უარყოფს, რომ ერთ დროს ცრუ რელიგიის მიმდევარი იყო (7/15, გვერდები 15, 16).

რატომ სურდა ბარაკს, რომ ბრძოლის ველზე დებორაც ხლებოდა?

ბარაკს ძლიერი რწმენა ჰქონდა. მას იეჰოვასთვის იარაღი კი არ უთხოვია, არამედ სურდა, რომ ბრძოლის ველზე ღვთის წარმომადგენელი, დებორა გაჰყოლოდა, რათა მხნეობა შემატებოდა როგორც მას, ისე მის მებრძოლთ (მსაჯ. 4:6—8; 5:7) (8/1, გვერდი 13).

რაზე შეუძლიათ ქრისტიანებს ფიქრი?

მათ შეუძლიათ იფიქრონ შემოქმედებაზე, ღვთივშთაგონებული სიტყვის მნიშვნელოვნებაზე, ლოცვის პატივსა და გამოსასყიდზე (8/15, გვერდები 10—13).

რა კავშირია ცუდი საზოგადოებისთვის თავის არიდებასა და მასთან პაემანზე სიარულს შორის, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე?

ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან, უხეშად არ ვექცევით. თუმცა ღვთის ნორმების უგულებელყოფა იქნება, თუ ქრისტიანი დაქორწინების მიზნით დაიწყებს მასთან შეხვედრას, ვისაც ღვთისთვის თავი არ მიუძღვნია და არ იცავს მის ნორმებს (1 კორ. 15:33) (8/15, გვერდი 25).

როგორ დაკარგა და განიმტკიცა პეტრემ რწმენა?

რწმენის წყალობით პეტრე მოციქული იესოსკენ წყალდაწყალ გაემართა (მათ. 14:24—32). მაგრამ მას შემდეგ, რაც ყურადღება ქარიშხალზე გადაიტანა, იგი შეშინდა. თუმცა შემდეგ პეტრემ მზერა კვლავ იესოს მიაპყრო და მის გაწვდილ ხელს ჩაეჭიდა (9/15, გვერდები 16, 17).

საქმეების 28:4-ის თანახმად, რატომ ეგონათ მალტელებს, რომ პავლე მოციქული მკვლელი იყო?

როდესაც პავლეს გველგესლამ უკბინა, შესაძლოა მალტელებმა არასწორად დაასკვნეს, რომ მას სამართლიანობის ქალღმერთი, დიკე, სჯიდა (10/1, გვერდი 9).

რას ვსწავლობთ იქიდან, რომ მართა ბევრ რამეზე ზრუნავდა?

ერთხელ, როცა იესომ შენიშნა, რომ მართას მთელი ყურადღება განსაკუთრებული სადილის მომზადებაზე ჰქონდა გადატანილი, უთხრა, რომ მისმა დამ უკეთესი წილი აირჩია; უკეთესი წილი კი ის იყო, რომ მარიამმა იესოს მოსმენა ამჯობინა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფრთხილოთ, რომ მეორეხარისხოვანმა საქმეებმა სულიერ საქმეში ხელი არ შეგვიშალოს (10/15, გვერდები18—20).