„კანონი გახდა . . . ჩვენი აღმზრდელი“
„კანონი გახდა . . . ჩვენი აღმზრდელი“
რომელ ბავშვს სიამოვნებს, როცა წესებს უდგენენ ან სჯიან? მათ აღიზიანებთ, როდესაც ზღუდავენ. მაგრამ ვისაც ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობა აკისრია, იციან, რამდენად აუცილებელია ბავშვების მეთვალყურეობა. როდესაც იზრდებიან, მათგან უმეტესობა მადლიერია ბავშვობაში მიღებული რჩევა-დარიგებებისთვის. პავლე მოციქულმა აღმზრდელის მაგალითით დაგვანახვა, თუ როგორ „ზრდიდა“ იეჰოვა თავის ერს.
საქმეები 15:12). ამიტომ პავლემ ამ არასწორი თვალსაზრისის გასაქარწყლებლად მაგალითი მოიყვანა. გალატელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ის წერს: „კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“ (გალატელები 3:24). როგორც ერთი სწავლული ამბობს, აღმზრდელის „მოვალეობას ძველად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა“. ამის ცოდნა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, რატომ მოიყვანა პავლე მოციქულმა აღმზრდელის მაგალითი.
პირველ საუკუნეში გალატიაში (რომის პროვინცია) მცხოვრები ზოგი ქრისტიანი ამტკიცებდა, რომ ღმერთი მხოლოდ მათ მიმართ იყო კეთილგანწყობილი, ვინც ღვთის მიერ მოსეს მეშვეობით ისრაელისთვის მიცემულ კანონს იცავდა. პავლე მოციქულმა იცოდა, რომ ეს ასე არ იყო, ვინაიდან ღმერთმა წმინდა სული მათაც მისცა, ვისაც არასდროს დაუცვია ისრაელისთვის მიცემული კანონი (აღმზრდელის მოვალეობები
საბერძნეთში, რომში და ისრაელშიც კი აღმზრდელების მომსახურებით ფართოდ სარგებლობდნენ მდიდარი ოჯახები. აღმზრდელები თვალყურს ადევნებდნენ მდიდრების შვილებს ბავშვობიდან მოწიფულობის ასაკამდე. აღმზრდელი, ჩვეულებრივ, სანდო, ასაკოვანი მსახური იყო, რომელიც ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მას გვერდიდან არ შორდებოდა და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ბავშვის მამა მოითხოვდა. აღმზრდელი მთელი დღის განმავლობაში თან დაჰყვებოდა ბავშვს, ზრუნავდა მის სისუფთავეზე, მიჰყავდა სკოლაში, ხშირად დაჰქონდა მისი წიგნები და სხვა ნივთები; ის ასევე თვალყურს ადევნებდა იმას, რომ ბავშვს გაკვეთილები მოემზადებინა.
აღმზრდელის მოვალეობაში არ შედიოდა ბავშვისთვის სასკოლო საგნების სწავლება. ის მხოლოდ მეურვე იყო და ბავშვის მამის განკარგულებებს ასრულებდა. მაგრამ, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა, ის ბავშვს რჩევა-დარიგებებსა და შენიშვნებს აძლევდა; ამასთანავე, აღმზრდელი ბავშვს კარგ მანერებს ასწავლიდა, კიცხავდა და ცუდი ყოფაქცევისთვის ფიზიკურადაც სჯიდა. ძირითადად, ბავშვის აღმზრდელები მშობლები იყვნენ. მაგრამ, სანამ ბავშვი იზრდებოდა, აღმზრდელი ასწავლიდა მხრებში გამართულად სიარულს, ჯდომისა და ჭამის კარგ მანერებს; ის აგრეთვე არიგებდა ბავშვს, რომ
მოსასხამის გარეშე არ ევლო, ხანდაზმულს ფეხზე წამოსდგომოდა, ჰყვარებოდა მშობლები და ასე შემდეგ.ბერძენ ფილოსოფოს პლატონს (ძვ. წ. 428—348) გაუმართლებლად მიაჩნდა ბავშვის თავის ნებაზე მიშვება. „როგორც ცხვარია წარმოუდგენელი მწყემსის გარეშე, ისე ბავშვია წარმოუდგენელი აღმზრდელის გარეშე და მონა ბატონის გარეშე“, — დაწერა პლატონმა. ეს თვალსაზრისი შესაძლოა ზედმეტად მკაცრი ჩანდეს, მაგრამ ასე ფიქრობდა ფილოსოფოსი.
აღმზრდელები ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ ბავშვებს მეთვალყურეობის გარეშე, რის გამოც მათ დესპოტი მეურვეებისა და სასტიკი დამსჯელების რეპუტაცია შეიქმნეს; ბავშვებს აღიზიანებდათ გაუთავებელი შენიშვნები, რასაც, ერთი შეხედვით, შედეგი არ მოჰქონდა. მაგრამ აღმზრდელი ზრუნავდა როგორც ბავშვის ზნეობრივ სიწმინდეზე, ისე მის უსაფრთხოებაზე. ახ. წ. მეორე საუკუნეში მცხოვრები ბერძენი ისტორიკოსი აპიანე მოგვითხრობს ერთი აღმზრდელის შესახებ, რომელსაც თავისი აღსაზრდელი სკოლაში მიჰყავდა. გზად ისინი ავაზაკებს გადაეყარნენ. ბავშვი რომ დაეცვა, აღმზრდელმა მას ხელები შემოხვია. ის ცოცხალი თავით არ უშვებდა ბავშვს ხელს, რის გამოც ავაზაკებს ორივე, ბავშვიც და აღმზრდელიც შემოაკვდათ.
ელინისტურ სამყაროში უზნეობას ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ბავშვებს, განსაკუთრებით კი ბიჭებს, სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი რომ არ გამხდარიყვნენ, დაცვა ესაჭიროებოდათ. ამიტომ აღმზრდელები ბავშვებს გაკვეთილებზე ესწრებოდნენ, რადგან ბევრი მასწავლებელი არ იყო სანდო. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ბერძენი ორატორის, ლიბანიოსის ცნობით, აღმზრდელებს „ნორჩი ბავშვების დაცვა“ უწევდათ, რათა „ახლოს არ მიეშვათ საეჭვო პირები და მათთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცათ“. მრავალმა აღმზრდელმა დიდი პატივისცემა მოიპოვა მათ თვალში, ვისაც ისინი მეურვეობდნენ. მათი აღზრდილები ძალიან ემადლიერებოდნენ თავიანთ აღმზრდელებს, რასაც მემორიალურ ქვებზე აღმზრდელების ხსოვნის პატივსაცემად გაკეთებული წარწერებიც მოწმობს.
კანონი, როგორც აღმზრდელი
რატომ შეადარა პავლე მოციქულმა მოსეს კანონი აღმზრდელს? რატომ არის ეს კარგი შედარება?
უპირველეს ყოვლისა, კანონი იცავდა ისრაელებს. პავლემ განმარტა, რომ იუდეველები „კანონის მეთვალყურეობის ქვეშ“ იყვნენ, სწორედ ისე, როგორც აღმზრდელი მეთვალყურეობდა თავის აღსაზრდელს (გალატელები 3:23). კანონი ისრაელების ცხოვრების ყველა სფეროს აწესრიგებდა. ის ეხმარებოდა მათ, დაეცხროთ ვნებები და ჩაეკლათ ხორციელი სურვილები. კანონი აკონტროლებდა თითოეული ისრაელის საქციელს, დაშვებული შეცდომების გამო გამუდმებით სდებდა მსჯავრს და შეახსენებდა, რომ არასრულყოფილები იყვნენ.
გარდა ამისა, კანონი იცავდა ისრაელებს კერპთაყვანისმცემელი და ზნედაცემული მეზობელი ერების გავლენისგან. ღმერთი უკრძალავდა ისრაელებს წარმართ ერებზე დაქორწინებას, ვინაიდან ეს მთელი ერის სულიერ კეთილდღეობას ემსახურებოდა (კანონი 7:3, 4). მსგავსი კანონები ღვთის ხალხის სულიერ სიწმინდეს იცავდა და ამზადებდა მათ მესიის მისაღებად. ეს ყველაფერი ღვთის სიყვარულის მაჩვენებელი იყო. მოსემ ისრაელებს შეახსენა: „როგორც კაცი არიგებს თავის შვილს, ისე გარიგებთ იეჰოვა თქვენი ღმერთი“ (კანონი 8:5).
პავლე მოციქულის მიერ მოყვანილ მაგალითში ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ აღმზრდელის მოვალეობა დროებითი იყო. როგორც კი მოწიფულობის ასაკს მიაღწევდა, ბავშვი აღმზრდელის მეურვეობისგან თავისუფლდებოდა. ბერძენმა ისტორიკოსმა, ქსენოფონტმა (ძვ. წ. 431—352) დაწერა: „როდესაც ბავშვი სიყმაწვილის ასაკს მიაღწევს, მშობლები მის [აღმზრდელს] და [მასწავლებელს] პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ. ამის შემდეგ ყმაწვილი დამოუკიდებელი ხდება და შეუძლია აკეთოს ის, რასაც მოისურვებს“.
იმავეს თქმა შეიძლება მოსეს კანონზეც. ის დროებით ასრულებდა თავის ფუნქციას, კერძოდ იმას, რომ ‘ცხადი გაეხადა დარღვევები, სანამ მოვიდოდა შთამომავალი’ ანუ იესო ქრისტე. პავლე მოციქულმა განმარტა, რომ იუდეველებისთვის „კანონი იყო ქრისტემდე მიმყვანი . . . აღმზრდელი“. პავლეს დროს მცხოვრებ იუდეველებს ღვთის კეთილგანწყობა რომ დაემსახურებინათ, უნდა ეღიარებინათ იესოს როლი ღვთის განზრახვაში. თუ ასე მოიქცეოდნენ, კანონი, როგორც აღმზრდელი, თავის ფუნქციას შეასრულებდა (გალატელები 3:19, 24, 25).
ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონი სრულყოფილი იყო. ის ზედმიწევნით ასრულებდა რომაელები 7:7—14). კანონი კარგი „აღმზრდელი“ იყო. თუმცა ზოგს შეიძლება მოსჩვენებოდა, რომ მათთვის ამ კანონის დაცვა მძიმე ტვირთი იყო. ამიტომ დაწერა პავლემ, რომ ღვთის მიერ დანიშნული დროის დადგომის შემდეგ „ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან“. კანონი მხოლოდ იმ გაგებით იყო „წყევლა“, რომ არასრულყოფილი იუდეველები ზედმიწევნით ვერ ასრულებდნენ მას. მათ რელიგიური რიტუალები ზუსტად ისე უნდა დაეცვათ, როგორც კანონი მოითხოვდა. მაგრამ იუდეველს, რომელიც ირწმუნებდა, რომ ქრისტეს გამოსასყიდი კანონზე აღმატებული იყო, „აღმზრდელის“ კანონების დაცვა აღარ მოეთხოვებოდა (გალატელები 3:13; 4:9, 10).
თავის დანიშნულებას, კერძოდ, იცავდა ღვთის ხალხს და შეახსენებდა მათ ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს (როგორც დავინახეთ, პავლემ მოსეს კანონი აღმზრდელს იმიტომ შეადარა, რომ კანონს უნდა დაეცვა ისრაელი და დროებით უნდა შეესრულებინა აღმზრდელის მოვალეობა. იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჭიროა არა მოსეს კანონის მორჩილება, არამედ იესო ქრისტეს აღიარება და მისდამი რწმენის გამოვლენა (გალატელები 2:16; 3:11).
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
„მეურვეები“ და „მმართველები“
კანონის აღმზრდელთან შედარების შემდეგ პავლე მოციქულმა მოიხსენია „მეურვეები“ და „მმართველები“. გალატელების 4:1, 2-ში ვკითხულობთ: „მემკვიდრე, სანამ ბავშვია, არაფრით განსხვავდება მონისგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია. ის მამამისის მიერ დანიშნულ დრომდე მეურვეებისა და მმართველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“. მეურვეებისა და მმართველების მოვალეობა განსხვავდებოდა აღმზრდელთა მოვალეობისგან, მაგრამ პავლემ ეს შედარებაც იმავე მიზნით გამოიყენა, რა მიზნითაც კანონი შეადარა აღმზრდელს.
რომის კანონის თანახმად, მეურვეს ევალებოდა არასრულწლოვანი ობოლი ბავშვის მოვლა-პატრონობა. ის განკარგავდა ბავშვის ქონებას მანამ, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდებოდა. პავლე ამბობდა, რომ თუმცა ბავშვი მემკვიდრეობის „ბატონ-პატრონი“ იყო, სანამ გაიზრდებოდა, მას თავისი ქონების განკარგვის უფლება არ ჰქონდა; ამ მხრივ ის არაფრით განსხვავდებოდა მონისგან.
რაც შეეხება მმართველს, მის მოვალეობაში შედიოდა ოჯახის ქონების განკარგვა. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერდა ერთი ახალგაზრდის, ჰირკანოსის შესახებ, რომელმაც თავის მამას სთხოვა, მმართველის სახელზე დაეწერა წერილი, რათა მმართველს მისთვის ნივთების საყიდლად ფული მიეცა.
ამგვარად, აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა, მეურვისა თუ მმართველის, სანამ ბავშვი სრულწლოვანების ასაკს არ მიაღწევდა, მისი უფლებები შეზღუდული იყო. ბავშვი მანამდე იყო მეთვალყურეობის ქვეშ, სანამ ამას მამა ჩათვლიდა საჭიროდ.
[სურათი 19 გვერდზე]
აღმზრდელი ჯოხით ხელში (ძველ ბერძნულ ვაზაზე შესრულებული ნახატი)
[საავტორო უფლება]
National Archaeological Museum, Athens
[სურათი 19 გვერდზე]
აღმზრდელი (ჯოხით ხელში) თვალყურს ადევნებს თავის აღსაზრდელს, რომელიც სწავლობს მუსიკასა და პოეზიას (ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებული თასი)
[საავტორო უფლება]
Bildarchiv Preussischer Kulturbesitz/Art Resource, NY