რა გაგებით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა „მონანიება“?
რა გაგებით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა „მონანიება“?
ზმნა „ინანიებს“ ნიშნავს „წარსულში ჩადენილი (ან დაგეგმილი) არასწორი საქციელის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას, რაც განპირობებულია სინანულისა და უკმაყოფილების გრძნობით“. აგრეთვე ნიშნავს „სინანულს, წუხილს, ან სინდისის ქენჯნას იმის გამო, რაც ადამიანმა გააკეთა ან არ გაუკეთებია“. ებრაულ წერილებში სიტყვა ნაქამს, ძირითადად, ეს მნიშვნელობები აქვს. ნაქამი ნიშნავს „სინანულს, გლოვას, მონანიებას“ (გამოსვლა 13:17; დაბადება 38:12; იობი 42:6), აგრეთვე „ნუგეშს, დამშვიდებას“ (2 სამუელი 13:39; ეზეკიელი 5:13) და „თავიდან მოშორებას (მაგალითად, მტრის)“ (ესაია 1:24). სინანულის მნიშვნელობა ექნება თუ ნუგეშის, ცხადია, რომ ნაქამი გულისხმობს დამოკიდებულების ან განწყობის შეცვლას.
ბერძნულ ენაში სიტყვა მონანიების აზრის გამოსახატავად გამოიყენება ორი ზმნა: მეტანოეო და მეტამელომაი. თავსართი მეტა ნიშნავს „შემდეგს“, ხოლო ნოეო (ენათესავება სიტყვა ნოუსს, რომლის მნიშვნელობებია გონება, განწყობა და სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი) ნიშნავს „აღქმას, განსჯას, ჩაწვდომას და გაცნობიერებას“. მეტანოეო სიტყვასიტყვით ნიშნავს „ცოდნის შემდეგს“, (წინასწარ ცოდნის საპირისპიროს), და მიუთითებს თვალსაზრისის, დამოკიდებულებისა და განზრახვის შეცვლაზე. რაც შეეხება მეტამელომაის, ის იწარმოება სიტყვიდან „მელო“, რომლის მნიშვნელობაა „ზრუნვა“ ან „დაინტერესება“. თავსართი მეტა (შემდეგ) კი მას სინანულის (მათე 21:30; 2 კორინთელები 7:8) ან მონანიების აზრს სძენს.
როგორც ვხედავთ, მეტანოეო ყურადღებას ამახვილებს თვალსაზრისის ან განწყობის ცვლილებაზე, წარსულში ჩადენილი ან დაგეგმილი საქციელის მიუღებლობაზე (გამოცხადება 2:5; 3:3), ხოლო მეტამელომაი — სინანულის გრძნობაზე, რომელიც ადამიანს ეუფლება (მათე 21:30). „ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ აღნიშნულია: „როდესაც ახალ აღთქმაში ეს ორი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, ეს აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ ეს სიტყვები უცვლელად გამოიყენება თავ-თავისი მნიშვნელობით. თუმცა ძველ ბერძნულ ენაზე ხშირად ამ ორ სიტყვას შორის სხვაობა არ ჩანდა“ (გამოცემულია გ. კიტელის მიერ, ტ. IV, გვ. 629, თარგმნა გ. ბრომილიმ 1969 წელს).
რა თქმა უნდა, თვალსაზრისის ცვლილებას ხშირად მოსდევს განწყობის ცვლილება; ან პირიქით, განწყობის ცვლილებამ, ანუ სინანულის გრძნობამ შეიძლება თვალსაზრისის ან სურვილის მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს (1 სამუელი 24:5—7). მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან განსხვავდება, მნიშვნელობით ერთმანეთთან ახლოსაა.
ცოდვების მონანიება. მონანიების აუცილებლობას განაპირობებს ცოდვა, ანუ ღვთის კანონების დარღვევა (1 იოანე 5:17). ვინაიდან ადამმა მთელი კაცობრიობა ცოდვას დაუმონა, ყველა მისი შთამომავალი საჭიროებს მონანიებას (ფსალმუნი 51:5; რომაელები 3:23; 5:12). მონანიება (რომელსაც წყალში სრული ჩაძირვა მოჰყვება) ღმერთთან შერიგების აუცილებელი პირობაა.
მონანიება საჭიროა მაშინ, როდესაც ადამიანი ღვთის მოწინააღმდეგის (სატანის) ქვეყნიერების 1 პეტრე 4:3; 1 იოანე 2:15—17; 5:19). მონანიება აგრეთვე აუცილებელია არასწორი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, რაც ნებისმიერ კარგ საქციელს აუფასურებს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ ჩადენილი არასწორი საქციელი, არასწორი მიდრეკილება ან თვალსაზრისი (ფსალმუნი 141:3, 4; იგავები 6:16—19; იაკობი 2:9; 4:13—17; 1 იოანე 2:1). არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი ერთ ცოდვას სჩადის თუ რამდენიმეს ერთად, მონანიება მაინც საჭიროა.
ყაიდაზე ცხოვრობს და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა (ცოდვა შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს. ამიტომ ლოგიკურია, რომ სინანულის გრძნობაც ცოდვის სიმძიმის შესაბამისი იყოს. მაგალითად, ისრაელები „დიდად ეურჩნენ იეჰოვას“ და „დალპნენ“ ცოდვებში (ესაია 31:6; 64:5, 6; ეზეკიელი 33:10). პავლე მოციქულმა კი დაწერა, რომ „კაცს, [რომელიც] შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს“, სულიერად გამოცდილები ‘რბილად უნდა მიუდგნენ და გამოასწორონ’ (გალატელები 6:1). ვინაიდან იეჰოვა გულმოწყალეა და იცის, რომ მის მსახურებს სხვადასხვა სისუსტე აქვთ, ისინი მუდმივად არ უნდა განიცდიდნენ სინდისის ქენჯნას, რასაც იწვევს არასრულყოფილების შედეგად ჩადენილი ცოდვები (ფსალმუნი 103:8—14; 130:3). თუ განაგრძობენ ღვთის გზებით სიარულს, სიხარული არ უნდა დაკარგონ (ფილიპელები 4:4—6; 1 იოანე 3:19—22).
გარდა ამისა, მონანიება საჭიროა მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან, სწორი გზიდან უხვევს და კარგავს ღვთის კეთილგანწყობასა და კურთხევას (1 პეტრე 2:25). ღმერთსა და ისრაელებს შორის დადებული იყო შეთანხმება. ისინი სხვა ერებიდან ამორჩეული „წმინდა ხალხი“ იყვნენ (კანონი 7:6; გამოსვლა 19:5, 6). ქრისტიანებიც გახდნენ ღვთის თვალში მართლები იმ ახალი შეთანხმების საფუძველზე, რომლის შუამავალიც ქრისტეა (1 კორინთელები 11:25; 1 პეტრე 2:9, 10). ვინც სწორი გზიდან გადაუხვია, მაგრამ მოინანია, ღმერთთან ურთიერთობა აღადგინა და კურთხევები მიიღო (იერემია 15:19—21; იაკობი 4:8—10). მათთვის, ვისაც არ ჰქონდა ღმერთთან ურთიერთობა, მაგალითად წარმართ ერებს, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ, როდესაც ძალაში იყო ისრაელთან დადებული ღვთის შეთანხმება (ეფესოელები 2:11, 12), მონანიება აუცილებელი ნაბიჯი იყო, რათა ღვთის თვალში მართლები გამხდარიყვნენ და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა ჰქონოდათ. მონანიება ამავე მიზეზით აუცილებელია დღეს მცხოვრები სხვადასხვა რასისა და ეროვნების ადამიანებისთვის, რომლებიც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნებიან (საქმეები 11:18; 17:30; 20:21).
მონანიება შეიძლება დასჭირდეთ როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ადამიანთა ჯგუფს. მაგალითად, იონას ქადაგების შემდეგ მთელმა ნინევემ, მეფის ჩათვლით „დიდიან-პატარიანად“ ყველამ მოინანია, რადგან ღვთის წინაშე დანაშაულში ყველას მიუძღოდა ბრალი (იონა 3:5—9; შეადარეთ იერემიას 18:7, 8). ეზრას დროს კი, მისივე მოწოდებით, ტყვეობიდან დაბრუნებულმა ისრაელებმა აღიარეს, რომ ღვთის წინაშე დანაშაულში თითოეულს მიუძღოდა ბრალი. კრებულის მთავრები წარდგნენ ღვთის წინაშე და ასე მოინანიეს ისრაელებმა (ეზრა 10:7—14; შეადარეთ 2 მატიანეს 29:1, 10; 30:1—15; 31:1, 2). კორინთის კრებამაც მოინანია, რომელიც თვალს ხუჭავდა კრების ერთ-ერთი წევრის სერიოზულ ცოდვაზე (შეადარეთ 2 კორინთელების 7:8—11; 1 კორინთელები 5:1—5). წინასწარმეტყველები იერემია და დანიელიც ადანაშაულებდნენ საკუთარ თავს, როდესაც აღიარებდნენ იუდას ცოდვებს, რომლებმაც იუდას დაცემა გამოიწვია (გოდება 3:40—42; დანიელი 9:4, 5).