ვინ იქნება საუკეთესო მმართველი?
სპეციალური საჯარო მოხსენება
ვინ იქნება საუკეთესო მმართველი?
რომელ მმართველს შეუძლია:
• ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ყველა ადამიანისთვის საკვების უხვად მიცემა და თითოეულის კარგი საცხოვრებლით უზრუნველყოფა?
• სტიქიური უბედურებების არიდება — ცუნამისგან, ქარიშხლისა თუ მიწისვრისგან ადამიანთა დაცვა?
• ყველა ავადმყოფობის მოსპობა და ხანდაზმულთათვის ახალგაზრდული ენერგიის დაბრუნება?
• ყოველგვარი ომის მოსპობა და თავისი ქვეშევრდომების მშვიდობითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფა?
• დედამიწაზე ეკოლოგიური წონასწორობის სრულყოფილებამდე აღდგენა და მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევა?
არსებობს ერთადერთი მმართველი, რომელიც ყოველივე ამას შეძლებს. ვინ არის ეს მმართველი? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს საჯარო მოხსენება „ვინ იქნება საუკეთესო მმართველი?“ ეს მოხსენება მსოფლიოში 230-ზე მეტ ქვეყანაში წარმოითქმება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მას წაიკითხავენ 2008 წლის 6 აპრილს, კვირას, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში. ადგილობრივი მოწმეები სიამოვნებით შეგატყობინებენ, თუ სად და როდის შეგეძლებათ ამ მოხსენების მოსმენა. გთხოვთ, მობრძანდეთ!