არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანამედროვე „ისრაელი გოგონა“

თანამედროვე „ისრაელი გოგონა“

თანამედროვე „ისრაელი გოგონა“

იესოს სიკვდილის გახსენების საღამომდე ორი კვირით ადრე, პრაია გრანდში (ბრაზილია) სალისების ოჯახის თითოეულმა წევრმა დასაპატიჟებელი სტუმრების სია შეადგინა. ექვსი წლის აბიგაილს მშობლებმა ერთი მოსაწვევი მისცეს და ჰკითხეს, ვის დაპატიჟებდა.

— მინდა ის კაცი დავპატიჟო, რომელიც ყოველთვის ღიმილით მხვდება, — თქვა მან.

— ვინ არის ეს კაცი? — ჰკითხეს მშობლებმა.

— აი ის, ინვალიდის სავარძელში რომ ზის ხოლმე, — უპასუხა გოგონამ.

ოთხი დღის მერე აბიგაილმა მშობლებს ეს კაცი დაანახვა. ამ კაცს სახელად ვოლტერი ერქვა და სამეფო დარბაზიდან არცთუ ისე შორს ცხოვრობდა; დაახლოებით 15 წლის წინ, 28 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში მოყვა და მას შემდეგ წელს ქვევით პარალიზებული დარჩა. ის მდიდარი იყო, ამიტომ მცველად ორი მამაკაცი ჰყავდა აყვანილი, რომლებმაც აბიგაილის მშობლებს ვოლტერთან დალაპარაკების საშუალება მისცეს. მშობლებმა უთხრეს ვოლტერს, რომ მათ გოგონას მისთვის მოსაწვევი ჰქონდა გადასაცემი.

აბიგაილმა ჯერ მოსაწვევი შესთავაზა და მერე უთხრა: „ჩვენს სამეფო დარბაზში ყველამ ბევრი მოსაწვევი აიღო, მაგრამ მე მხოლოდ ერთი მომცეს; თქვენ ის ერთადერთი ხართ, რომელსაც მე ვეპატიჟები. თუ თქვენ არ მოხვალთ, ჩემი მოყვანილი არავინ იქნება. მაგრამ, თუ თქვენ მობრძანდებით, ძალიან გამიხარდება, იეჰოვას კი ჩემზე მეტად გაახარებთ.

გახსენების საღამომდე, იეჰოვას მოწმეები, და მათ შორის აბიგაილიც, სამეფო დარბაზს ალაგებდნენ. იმ დღეს ვოლტერმა სამეფო დარბაზს ჩაუარა, როცა აბიგაილი დაინახა, მძღოლს მანქანის გაჩერება სთხოვა; ფანჯარა ჩამოწია და აბიგაილს ჰკითხა, რას აკეთებო. მან უპასუხა, რომ მისთვის სამეფო დარბაზს ალაგებდნენ.

იმ საღამოს აბიგაილი ადგილს ვერ პოულობდა. მოხსენება დაიწყო. გოგონა თვალებით ვოლტერს ეძებდა. მოულოდნელად ის და მისი მცველები შემოვიდნენ. აბიგაილის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოხსენების დამთავრების შემდეგ ვოლტერს არ დაუმალვს, რომ ქალაქიდან გადიოდა, მაგრამ უკან მობრუნდა და გახსენების საღამოზე მოვიდა, ეს კი მხოლოდ აბიგაილისთვის გააკეთა. შემდეგ განაგრძო: „აქ ის მოვისმინე, რისი მოსმენაც მჭირდებოდა“. მან ძმებს ბიბლია გამოართვა და ბიბლიის შესწავლა სთხოვა; მოგვიანებით შეხვედრებზე დასწრებაც დაიწყო.

გარკვეული დროის შემდეგ ვოლტერის დას სურვილი გაუჩნდა, გაეცნო აბიგაილი, რომელსაც მისი ძმა ასე ხშირად ახსენებდა. პატარა გოგონამ ის აღაფრთოვანა. „ახლა კი ვხვდები, რატომ არის ჩემი ძმა ასე ბედნიერი“, — თქვა მან.

ვოლტერი განაგრძობს ბიბლიის შესწავლას და კრების შეხვედრებსაც ესწრება. ის კომენტარებშიც იღებს მონაწილეობას და ნასწავლს სხვებსაც უზიარებს. მართლაც, აბიგაილი გვახსენებს პატარა ისრაელ გოგონას, რომელიც ნაამანს ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, გაცნობაში დაეხმარა (2 მეფეები 5:2—14).