მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა!
მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა!
„მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი. მოვიდეს სუფევა [სამეფო] შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც“ (მათე 6:9, 10, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).
ეს ლოცვა, რომელიც ცნობილია როგორც „მამაო ჩვენო“, კაცობრიობას იმედის საფუძველს აძლევს. რატომ ვამბობთ ამას?
ამ ლოცვიდან ჩანს, რომ ღვთის სამეფო დედამიწაზეც ისევე შეასრულებს ღვთის ნებას, როგორც ის ზეცაში სრულდება. ღვთის ნება კი ის არის, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს (გამოცხადება 21:1—5). რა არის ღვთის სამეფო და როგორ გადააქცევს ის დედამიწას სამოთხედ?
რეალური ხელისუფლება
ღვთის სამეფო რეალური ხელისუფლებაა. ხელისუფლება რომ ქმედითი იყოს, მას უნდა ჰყავდეს მმართველები, უნდა ჰქონდეს კანონები დადგენილი და ჰყავდეს ქვეშევრდომები. ასეა ეს ღვთის სამეფოს შემთხვევაშიც? ყურადღება მიაქციეთ, როგორ პასუხობს ბიბლია შემდეგ სამ კითხვას:
ვინ არიან ღვთის სამეფოს მმართველები? იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია (ესაია 33:22). მან სამეფოს მმართველად თავისი ძე, იესო ქრისტე დანიშნა (მათე 28:18). იეჰოვა ღმერთის ხელმძღვანელობით იესო ქრისტემ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“ ამოარჩია ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც მასთან ერთად ‘იმმართველებენ როგორც მეფეები’ (გამოცხადება 5:9, 10).
რა კანონებს უდგენს ღვთის სამეფო თავის ქვეშევრდომებს? ზოგ კანონსა თუ მცნებაში ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებისთვის მოცემულია მათე 22:37—39).
მითითებები, რომლის თანახმადაც მათგან კონკრეტული მოქმედება მოითხოვება. იესომ ყურადღება გაამახვილა, თუ რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მცნება. მან თქვა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“» (ზოგ კანონში ჩაწერილია, თუ რა არ უნდა გააკეთონ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებმა. მაგალითად, ბიბლიაში პირდაპირ არის ნათქვამი: „როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, ვერც ქურდები, ვერც ხარბები, ვერც ლოთები, ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10).
ვინ არიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები? იესომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები ცხვარს შეადარა. მან თქვა: „ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოანე 10:16). ვისაც სურს, სამეფოს ქვეშევრდომი გახდეს, მან არა მხოლოდ სიტყვით უნდა თქვას, რომ მიჰყვება იესოს, კარგ მწყემსს, არამედ ის უნდა გააკეთოს, რასაც იესო მოითხოვს. «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას», — თქვა იესომ (მათე 7:21).
იესოს მსგავსად, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები სახელით მიმართავენ ღმერთს და პატივს მიაგებენ მის სახელს, იეჰოვას (იოანე 17:26). ისინი ემორჩილებიან იესოს მცნებას და სხვებს ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას’ ასწავლიან (მათე 24:14; 28:19, 20). ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები ერთმანეთის მიმართ ნამდვილ სიყვარულს ავლენენ (იოანე 13:35).
ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სამეფო დედამიწაზე მალე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს. საიდან ვიცით ეს? ორი ათასი წლის წინ იესომ მოიყვანა ნიშნის ზოგიერთი მხარე, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ‘ღვთის სამეფო ახლოსაა’ (ლუკა 21:31). როგორც წინა სტატიაში იყო ნაჩვენები ამ ნიშნის ზოგიერთი მხარე დღეს მთელ მსოფლიოში თვალნათლივ სრულდება.
იესოს სიტყვების თანახმად, კიდევ რა უნდა მოხდეს? მან თქვა: „მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21). ეს ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფა არ იქნება, არამედ ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). ბოროტები, რომლებიც ეგოისტური მიზნების გამო დედამიწას აზიანებენ, „მოისპობიან დედამიწიდან“, ხოლო უმწიკვლოები, რომლებიც ღვთისმოსაწონად იქცევიან, „დარჩებიან მასზე“ (იგავები 2:21, 22).
იეჰოვა ღმერთს საფუძვლიანი მიზეზი აქვს, რომ ასეთი მკაცრი სასჯელი გამოუტანოს ბოროტებს. რატომ ვამბობთ ამას? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ რამდენიმე სართულიანი სახლი, რომელშიც მდგმურები ცხოვრობენ. ზოგი მდგმური კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა, ყურადღებიანია, ქირას დროულად იხდის და სახლზედაც კარგად ზრუნავს. მაგრამ სხვა მდგმურები ეგოისტები არიან, ქირას არ იხდიან და სახლსაც ძალიან აზიანებენ. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ისინი მაინც ცუდად იქცევიან. როგორ მოიქცევით? თქვენ, როგორც სახლის პატრონი, ცუდ მდგმურებს ალბათ სახლს დაატოვებინებთ.
მსგავსადვე, დედამიწისა და მასში ყოველივე არსებულის შემქმნელს იეჰოვა ღმერთს აქვს უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, ვის დართოს დედამიწაზე ცხოვრების ნება (გამოცხადება 4:11). იეჰოვამ გაგვიმხილა თავისი განზრახვა, რომ მოსპობს ყველა ბოროტს, ვინც მის ნებას არ ასრულებს და სხვებს ზიანს აყენებს (ფსალმუნი 37:9—11).
აღდგენილი სამოთხე
მალე ღვთის სამეფო იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით მთელ დედამიწაზე იმმართველებს. იესომ თქვა, რომ ეს იქნებოდა „ყოველივეს განახლების“ დასაწყისი (მათე 19:28, „ახალი საერთაშორისო თარგმანი“). როგორი პირობები იქნება იმ დროს დედამიწაზე? ამ კითხვას პასუხს სცემს ქვემოთ მოცემული ბიბლიური მუხლები:
ფსალმუნი 46:9. „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“.
ესაია 35:1. „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“.
ესაია 65:21—23. „სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები. ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ, არც უბედურებისთვის გააჩენენ შვილებს“.
იოანე 5:28, 29. „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“.
გამოცხადება 21:4. „[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“.
იმედის საფუძველი არსებობს
გჯერათ ბიბლიური დანაპირების? ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ბევრი არ დაიჯერებდა ამ დანაპირებს. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: «ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები . . . თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტრე 3:3, 4). დამცინავები ძალიან ცდებიან. განვიხილოთ ოთხი მიზეზი, თუ რატომ შეგიძლიათ გჯეროდეთ ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირების:
1) წარსულში ღმერთი ჩაერია დედამიწის საქმეებში და ბოროტები გაანადგურა. ამის ცნობილ მაგალითს წარმოადგენს ნოეს დროს მომხდარი წარღვნა (2 პეტრე 3:5—7).
2) ღვთის სიტყვაში ზუსტად არის ნაწინასწარმეტყველები დღევანდელი მსოფლიო მოვლენები.
3) ყველაფერი ისევე არ „რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“. დედამიწაზე ისეთი სოციალური, ეკოლოგიური და მორალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებია, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა.
4) დღეს მთელ მსოფლიოში ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის’ ქადაგება იმაზე მეტყველებს, რომ აღსასრული მალე მოვა (მათე 24:14).
იეჰოვას მოწმეები გიწვევენ, რომ მათთან ერთად შეისწავლოთ ღვთის სიტყვა, ბიბლია, რათა მეტი გაიგოთ მარადიული ცხოვრების შესახებ დედამიწაზე, სადაც ღვთის სამეფო იმმართველებს (იოანე 17:3). კაცობრიობას შესანიშნავი მომავალი ელის. ეს დრო მალე დადგება! თქვენც იქნებით იქ?
[ჩანართი 7 გვერდზე]
ისინი, ვინც ამბობენ, რომ ყველაფერი უცვლელად რჩება, ძალიან ცდებიან
[სურათი 8 გვერდზე]
იქნებით თქვენც სამოთხეში?