არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო აოცებდა თავის მსმენელებს

იესო აოცებდა თავის მსმენელებს

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

იესო აოცებდა თავის მსმენელებს

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე ლუკას 2:41—47.

შენი აზრით, 46-ე მუხლის თანახმად რა საკითხებზე მსჯელობდა იესო მასწავლებლებთან?

․․․․․

კარგად დაფიქრდი

შენი აზრით, რატომ შეეძლო იესოს რელიგიურ წინამძღოლებთან საუბარი, მაშინ როცა ის ასაკით პატარა იყო? მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილი იყო, თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობდა?

․․․․․

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე ლუკას 2:48—52.

რას ფიქრობ, როგორი ტონით დასვამდა იესო შემდეგ შეკითხვას: „რატომ მეძებდით?“

․․․․․

რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იესო თავის მშობლებს უხეშად ან უპატივცემულოდ არ დაელაპარაკებოდა?

კარგად დაფიქრდი

რატომ არის გასაგები ის, რომ იოსები და მარიამი გულშემოყრილები იყვნენ?

․․․․․

რატომ უნდა დამორჩილებოდა იესო მშობლებს, ის ხომ სრულყოფილი იყო?

․․․․․

როგორ ფიქრობ, განაწყენდებოდა იესო იმის გამო, რომ სხვების წინაშე შენიშვნა მისცეს?

․․․․․

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე.

რას სწავლობ მორჩილებაზე?

․․․․․

რატომ არის კარგი პატარაობიდანვე ბიბლიური ცოდნის შეძენა?

․․․․․

ამ ორი ბიბლიური მონაკვეთიდან რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

․․․․․