ვის ეცოდინება რა იქნება ხვალ?
ვის ეცოდინება რა იქნება ხვალ?
„მე ვარ ღმერთი . . . რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:9, 10).
დღევანდელ ცვალებად დროში პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტები ისტორიასა და მიმდინარე პროცესებს სწავლობენ, რათა ხვალინდელი დღის პროგნოზირება შეძლონ. სხვები მომავლის გასაგებად ასტროლოგიასა და სპირიტიზმს მიმართავენ, მაგრამ ხშირად იმედგაცრუებულები რჩებიან. შეუძლებელია, გავიგოთ, რა ელის ამ ქვეყნიერებას, ჩვენს ოჯახებს და რა გველის პირადად ჩვენ? სინამდვილეში, შეუძლია ვინმეს იმის თქმა, რა იქნება ხვალ?
ესაიას წინასწარმეტყველებიდან მოყვანილ ზემოაღნიშნულ სიტყვებში ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა ამბობს, რომ თავად შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება. ღმერთმა ესაიას პირით იწინასწარმეტყველა ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელის გათავისუფლება, მშობლიურ მიწაზე დაბრუნება და იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღდგენა. როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? დაახლოებით 200 წლით ადრე ესაიამ ზუსტად დაასახელა ბაბილონის მომავალი დამპყრობი — კიროსი; აღწერა მისი საბრძოლო ტაქტიკა, კერძოდ ის, რომ ქალაქის დამცავ მდინარე ევფრატს კალაპოტს შეუცვლიდა; და ისიც, რომ ბაბილონელების უყურადღებობის გამო კიროსს უშველებელი ორფრთიანი კარიბჭეები ღია დახვდებოდა, რაც გამარჯვებას გაუადვილებდა (ესაია 44:24—45:7).
ღვთისგან განსხვავებით, ადამიანს არ შეუძლია იმის განსაზღვრა, რა მოხდება ხვალ. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი, რას მოგიტანს ის“ (იგავები 27:1). ეს სიტყვები დღემდე მართლდება. ადამიანთაგან არავის შეუძლია იმის თქმა, რა ელის ხვალ. რატომ არ ითქმის იგივე ღმერთზე? მან ყველაფერი იცის თავის ქმნილებებზე, მათ შორის ადამიანის ბუნებასა და მიდრეკილებებზე! ღმერთს თავის სურვილისამებრ შეუძლია ზუსტად თქვას, როგორ მოიქცევა ცალკეული ადამიანი თუ მთლიანად ერი. უფრო მეტიც, მას მოვლენების მართვის შეუზღუდავი უნარი აქვს. როცა თავისი წინასწარმეტყველების პირით რაღაცას წინასწარ ამბობს, „ის თავისი მსახურების სიტყვას აახდენს და თავისი მაცნეების განზრახვას ბოლომდე შეასრულებს“ (ესაია 44:26). მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია ამ სიტყვების ხმამაღლა თქმა!
იესოს, მესიის დაბადებამდე ესაია 700 წლით ადრე ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, მან ზედმიწევნით იწინასწარმეტყველა მესიის მოსვლა. მაგრამ კრიტიკოსები (განსაკუთრებით მე-18 საუკუნიდან მოყოლებული) ეჭვქვეშ აყენებენ ესაიას წიგნის უტყუარობას. ისინი ამტკიცებენ, რომ მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები წინასწარ ნათქვამი კი არა, უკვე მომხდარი მოვლენების აღწერაა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს? 1947 წელს მკვდარ ზღვასთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში სხვა ასლებთან ერთად აღმოაჩინეს ესაიას გრაგნილიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ასლი ნაწინასწარმეტყველები მესიის, ქრისტეს, დაბადებამდე ასზე მეტი წლის წინათ იყო გადაწერილი. მართლაც, ბიბლიამ მომავალი იწინასწარმეტყველა!
2 პეტრე 1:21). მომდევნო სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ ესაიას პირით ნათქვამ იესოს ცხოვრების რამდენიმე დეტალზე; შემდეგ კი განვიხილავთ, რა იწინასწარმეტყველეს იესომ და მისმა მოწაფეებმა ჩვენს დღეებსა და მომავალზე.
ესაია და ბიბლიის სხვა დამწერები თავიანთი სიბრძნით ვერ იწინასწარმეტყველებდნენ. მათ, „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (