არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გავრცელებული შეხედულება

გავრცელებული შეხედულება

გავრცელებული შეხედულება

„კოშმარები მესიზმრებოდა, თითქოს ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი! ვხედავდი, როგორ ვვარდებოდი ცეცხლში და კივილით მეღვიძებოდა. ჯოჯოხეთის შიშით ყველანაირად ვცდილობდი, არ შემეცოდა“ (არლენი).

გწამთ, რომ ცოდვილები ჯოჯოხეთში იტანჯებიან? მრავალს ამაში ეჭვი არ ეპარება. მაგალითად, 2005 წელს შოტლანდიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეცნიერის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შოტლანდიის სამღვდელოების ერთ მესამედს სწამდა, რომ ისინი, ვინც ღმერთს განუდგებოდა, „ჯოჯოხეთში მარადიულად დაიტანჯებოდა სულიერად“; ერთი მეხუთედი კი იმაში იყო დარწმუნებული, რომ ასეთ ადამიანებს ჯოჯოხეთში ფიზიკური ტანჯვა ელოდა.

მრავალ ქვეყანაში ბევრს არ ეპარება ეჭვი ჯოჯოხეთის არსებობაში. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 2007 წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70 პროცენტს სწამდა ჯოჯოხეთის არსებობა. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც ნაკლებად რელიგიური ხალხი ცხოვრობს, სჯერათ, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. 2004 წელს სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კანადელთა 42 პროცენტსა და ბრიტანელთა 32 პროცენტს სწამდა ჯოჯოხეთის არსებობისა.

რას ასწავლის სამღვდელოება?

მრავალი სასულიერო პირი აღარ ასწავლის, რომ ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი სატანჯველი ადგილია და 1994 წელს „კათოლიკური ეკლესიის კატეხიზისში“ გამოქვეყნებულ თვალსაზრისს იზიარებს: „ჯოჯოხეთი ყველაზე დიდი სასჯელია და ღვთისგან მარადიულ ჩამოშორებას გულისხმობს“.

მიუხედავად ამისა, მრავალ ადამიანს სწამს, რომ ჯოჯოხეთი არის სულიერი ან ფიზიკური ტანჯვის ადგილი. ამ შეხედულების მხარდამჭერნი ამბობენ, რომ სწავლებას ჯოჯოხეთზე ბიბლია უდევს საფუძვლად. „სამხრეთის ბაპტისტთა თეოლოგიური სემინარიის“ ხელმძღვანელმა, ალბერტ მოლერმა თქვა: „ეს სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული“.

აქვს მნიშვნელობა, რას იწამებ?

იმ შემთხვევაში, თუ ჯოჯოხეთი ტანჯვის ადგილია, შიშის მიზეზი ნამდვილად არსებობს. მაგრამ, თუ ეს სწავლება სიმართლეს არ შეეფერება, მაშინ რელიგიური წინამძღოლები აბნევენ და აშინებენ მათ, ვისაც სწამს ჯოჯოხეთის არსებობისა; და ამგვარად ისინი ღვთის ცილისმწამებლებიც კი გამოდიან.

რას ამბობს ღვთის სიტყვა, ბიბლია, ამ საკითხთან დაკავშირებით? ბიბლიის სხვადასხვა თარგმანის საფუძველზე მომდევნო სტატიები პასუხს გასცემს სამ კითხვას: 1) სინამდვილეში რა ხდება სიკვდილის შემდეგ? 2) რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ? 3) როგორ იმოქმედებს თქვენზე სიმართლე?