არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რას აკეთებდა დურგალი იესო?

იესოს მამობილი დურგალი იყო და იესოც მის ხელობას დაეუფლა. თავისი მსახურების დასაწყისში, როცა ის „დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო“, მას არა მხოლოდ „დურგლის ვაჟად“, არამედ გამოცდილ დურგლადაც იცნობდნენ (ლუკა 3:23; მათე 13:55; მარკოზი 6:3).

იესოს მშობლიურ ქალაქში მცხოვრები ხალხი ხშირად მიმართავდა დურგლებს სამეურნეო იარაღების დასამზადებლად. ჩვეულებრივ, გუთანსა და უღელს ხისგან ამზადებდნენ. დურგალი ამზადებდა მაგიდებს, ტახტებს, სკამებსა და სკივრებს, კარ-ფანჯარას, კლიტეებსა და სახურავის კოჭებს. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა მშენებლობაში.

იოანე ნათლისმცემელმა ერთ-ერთ მაგალითში ახსენა ცული, ყველა დურგლის, მათ შორის იესოს, სამუშაო იარაღი, რომლითაც ხეებს ჭრიდნენ. დურგლები მოჭრილი ხეებისგან ხან ტყეშივე ამზადებდნენ კოჭებს, და ხან მორები დასამუშავებლად სახელოსნოში მიჰქონდათ. უეჭველია, ეს დიდ ძალას მოითხოვდა (მათე 3:10). ესაიამაც ახსენა მაშინდელი დურგლის სამუშაო იარაღები: „მეჩუქურთმე ჭიმავს ლარს, წითელი ცარცით ხაზავს; საჭრეთლით ამუშავებს ხეს. ფარგლით ხაზავს“ (ესაია 44:13). არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ ბიბლიურ დროში იყენებდნენ ლითონის ხერხს, ქვის ჩაქუჩსა და ბრინჯაოს ლურსმნებს (გამოსვლა 21:6; ესაია 10:15; იერემია 10:4). ლოგიკურია, რომ იესოც ამგვარ იარაღებს გამოიყენებდა.

რით ვაჭრობდნენ იესოს იგავში მოხსენიებული ვაჭრები?

იესოს იგავში ბატონმა ზარმაც მონას უსაყვედურა: „ჩემი ვერცხლის ფული ვაჭრებისთვის (დედანში, ბანკირებისთვის) უნდა მიგეცა და როცა დავბრუნდებოდი, ჩემსას სარგებლით მივიღებდი“ (მათე 25:27).

მართალია, იესოს დროს არ არსებობდა ისეთი საფინანსო დაწესებულებები, როგორიც ბანკებია, მაგრამ იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა ასეთი საშუალება: ფულის შენახვის მსურველთაგან მევახშეები იბარებდნენ ფულს და მათ გარკვეულ პროცენტს უხდიდნენ, მერე კი მიბარებულ ფულს უფრო მაღალი პროცენტით გაასესხებდნენ ხოლმე. ერთ-ერთი წიგნის (The Anchor Bible Dictionary) თანახმად საბერძნეთში ძვ. წ IV საუკუნისთვის სარგებლით ფულის გასესხება ჩვეულებრივი რამ იყო. რომის იმპერიაში მშვიდობიანი პერიოდის დროს სესხების წლიური სარგებელი 4—6 პროცენტს შეადგენდა.

მოსეს კანონით იკრძალებოდა გაჭირვებული ებრაელისთვის სარგებლით ფულის სესხება (გამოსვლა 22:25). ეს კანონი, ძირითადად, ღარიბებისთვის სესხებას გულისხმობდა. იესოს იგავიდან ჩანს, რომ სრულიად ნორმალური იყო მევახშისთვის, იმავე ბანკირისთვის, ფულის პროცენტით მიბარება. ასე რომ, იესო სწავლებისას ყოველთვის მსმენელისთვის ნაცნობ საკითხებზე მსჯელობდა.