არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობს ხალხი იესოზე?

რას ამბობს ხალხი იესოზე?

რას ამბობს ხალხი იესოზე?

„ეჭვგარეშეა, იესო ნაზარეთელმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში“ (ჰ. უელსი, ინგლისელი ისტორიკოსი).

„ქრისტე . . . ყველასგან განსხვავებული ისტორიული გმირია“ (ფილიპ შაფი, შვეიცარიელი თეოლოგი და ისტორიკოსი).

ვის შეიძლება ვუწოდოთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი? რაზეა დამოკიდებული ადამიანის დიდებულება — სამხედრო ნიჭზე, ფიზიკურ სიძლიერესა თუ გონებრივ შესაძლებლობებზე? თუ იმაზეა დამოკიდებული, რა გავლენა მოახდინა მისმა სწავლებებმა და ნორმებმა ადამიანებზე, და რა მაგალითი დაგვიტოვა?

ვნახოთ, რას ამბობენ სხვადასხვა დროის ისტორიკოსები, მკვლევარები, მწერლები, პოლიტიკოსები და სხვები ნაზარეთელ იესო ქრისტეზე.

„მსჯელობის უჩვეულოდ და ძალიან რთულად წარმართვაა საჭირო იმ ფაქტის უგულებელსაყოფად, რომ იესო ნაზარეთელი უძლიერესი პიროვნება იყო არა მარტო ბოლო ორი ათასწლეულის, არამედ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში“ (რეინოლდზ პრაისი, ამერიკელი მწერალი და ბიბლეისტი).

„ამ უდანაშაულო ადამიანმა სხვებისთვის, მათ შორის თავისი მტრებისთვის, გასწირა თავი და მთელი მსოფლიო გამოისყიდა. ამაზე უკეთესს ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა“ (მოჰანდას განდი, ინდოელი პოლიტიკოსი და სულიერი მოძღვარი).

„ბავშვობაში ბიბლიასა და თალმუდს მასწავლიდნენ. მართალია, წარმოშობით ებრაელი ვარ, მაგრამ [იესო] ნაზარეთელის საუცხოო პიროვნებით აღფრთოვანებას ვერ ვმალავ“ (ალბერტ აინშტაინი, გერმანელი მეცნიერი).

„ჩემი აზრით, იესო ქრისტე, რომელიც ღვთის ძეც იყო და კაცისაც, ისტორიაში ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა. მის ყოველ სიტყვასა და საქმეს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს; რასაც ოდესმე მცხოვრებთაგან ვერც ერთ ადამიანზე ვერ ვიტყვით“ (შოლომ აში, პოლონელი მწერალი, ციტატა აღებულია ჟურნალიდან Christian Herald; კურსივი მათია).

„ოცდათხუთმეტი წელი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ურწმუნო ვიყავი. ხუთი წლის წინ მორწმუნე გავხდი, იესო ქრისტე ვირწმუნე და ჩემი ცხოვრებაც მთლიანად შეიცვალა“ (გრაფ ლევ ტოლსტოი, რუსი მწერალი და ფილოსოფოსი).

„დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი ადამიანი [იესო] იყო, და მისი გავლენა სულ უფრო და უფრო იზრდება“ (კენეტ სკოტ ლატურეტი, ამერიკელი ისტორიკოსი და მწერალი).

„გვაქვს უფლება, ვიფიქროთ, რომ სახარება ფანტაზიის ნაყოფია? არა ჩემო კარგო, ის ზღაპარი სულაც არ არის. სინამდვილეში, იესო ქრისტეს ისტორია უფრო დასაბუთებულია, ვიდრე სოკრატესი, რომლის უტყუარობაზეც არავინ დავობს“ (ჟან ჟაკ რუსო, ფრანგი ფილოსოფოსი).

აშკარაა, რომ ერთადერთი სამაგალითო პიროვნება სწორედ იესო ქრისტეა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი განათლებული კაცი, რომელიც იესომ თავის მიმდევრად და მოციქულად აირჩია, რათა ყველა ერისთვის ექადაგა იესოს შესახებ, მოგვიწოდებს, დავუკვირდეთ იესოს (ებრაელები 12:2; საქმეები 9:3). რის სწავლა შეგვიძლია იესოს ცხოვრებიდან? როგორ შეუძლია მის მაგალითს სასიკეთო გავლენა იქონიოს თქვენზე?