არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იწონებდა ღმერთი ისრაელების ასტროლოგიით გატაცებას?

ერთი ლექსიკონის თანახმად, ასტროლოგია არის „მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ციური სხეულების მოძრაობას. იგი ეფუძნება იმის რწმენას, რომ ციური სხეულების განლაგება გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე“. ვინაიდან დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, შესაბამისად, ვარსკვლავების მდებარეობა დედამიწასთან მიმართებით იცვლება. ადამიანები ოდითგანვე აკვირდებოდნენ პლანეტების ურთიერთგანლაგებას და ამ მოვლენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ასტროლოგია დასაბამს ბაბილონიდან იღებს, სადაც თაყვანს სცემდნენ ციურ სხეულებს. ასეთი თაყვანისმცემლობა ისრაელებმაც გადაიღეს, როცა ჭეშმარიტ ღმერთს ზურგი აქციეს. იმ დროისთვის, როდესაც იუდაში იოშია გამეფდა, ასტროლოგია ფართოდ იყო გავრცელებული. ციური სხეულების თაყვანისცემაზე ღვთის თვალსაზრისი ნათელი იყო, რადგან საუკუნეებით ადრე მოსესთვის მიცემულ კანონში ეწერა, რომ ის, ვინც ციურ მნათობებს თაყვანს სცემდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (კანონი 17:2—5).

მეფე იოშიამ ქვეყანაში არაერთი რეფორმა გაატარა, მათ შორის აკრძალა შესაწირავების მიტანა ‘მზისთვის, მთვარისთვის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისა და ცის მთელი ლაშქრობისთვის’. როგორც ბიბლია გვატყობინებს, მეფემ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ სურდა ‘გაჰყოლოდა იეჰოვას და დაეცვა მისი მცნებები’ (2 მეფეები 23:3—5). დღეს ეს კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც სურს, ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცეს თაყვანი (იოანე 4:24).

საქმეების 28:11-ის მიხედვით, ვინ იყვნენ „ზევსის ვაჟები“?

ბიბლიის წიგნ „საქმეებში“ წერია, რომ რომში მიმავალმა მოციქულმა პავლემ მალტიდან პუტეოლისკენ გაცურა გემით, რომლის ქიმზეც „ზევსის ვაჟების“ გამოსახულებები იყო (საქმეები 28:11). ძველად „ზევსის ვაჟების“ გამოსახულებები ფართოდ იყო გავრცელებული. მეზღვაურებსა და მოგზაურებს ისინი ხშირად თან ჰქონდათ ხოლმე.

ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით, ზევსსა (იგივე იუპიტერი) და ლედას ჰყავდათ ტყუპები — კასტორი და პოლუქსი. „ზევსის ვაჟები“ გამოცდილი ზღვაოსნები იყვნენ; მათ ემორჩილებოდა ქარი და ზღვის ტალღები. ამიტომ იყო, რომ მეზღვაურები მათ მფარველ ღვთაებებად მიიჩნევდნენ და თაყვანს სცემდნენ. მეზღვაურები მსხვერპლს სწირავდნენ ამ ღვთაებებს და შტორმის დროს დახმარებას სთხოვდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ამ ორი ღვთაების მფარველი ძალა წმინდა ელმოს ცეცხლით ვლინდებოდა, კერძოდ, როცა შტორმის დროს გემის ანძა ნათდებოდა.

კასტორისა და პოლუქსის თაყვანისცემა, ჩვეულებრივ, ბერძნებსა და რომაელებს შორის იყო გავრცელებული. ერთ-ერთი ძველი წყარო კონკრეტულად მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ ამ ღვთაებებს ქალაქ კირენეში (ჩრდილოეთი აფრიკა) სცემდნენ თაყვანს. ზემოხსენებული გემი, რომლითაც პავლე მოციქული მგზავრობდა, ალექსანდრიიდან (ეგვიპტე) იყო მოსული.

[სურათი 9 გვერდზე]

ბაბილონური ქვის ფილა, რომელზეც გამოსახულია მეფე ნაზიმარუტაში და თანავარსკვლავედი

[სურათი 9 გვერდზე]

მონეტა, რომელზეც გამოსახულია „ზევსის ვაჟები“ (ძვ. წ. 114-113)

[სურათის საავტორო უფლებები 9 გვერდზე]

Stela: Réunion des Musées Nationaux/Art Resource, NY; coin: Courtesy Classical Numismatic Group, Inc./cngcoins.com