არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა

ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

ლაზარეს მკვდრეთით აღდგენა

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ, წყნარ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ შენც ხარ იქ განვითარებული მოვლენების მოწმე. აგრეთვე წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები, რა ხმები გესმის, და ეცადე, გაიზიარო მოქმედ პირთა გრძნობები.

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე იოანეს 11:145.

21-ე და 32-ე მუხლების თანახმად, რა გრძნობ(ები)ა გამოხატეს მართამ და მარიამმა?

․․․․․

33-ე და 35-ე მუხლების თანახმად, როგორ აღწერდი იესოს ძლიერ განცდას?

․․․․․

წაიკითხე 43-ე და 44-ე მუხლები და დაფიქრდი, რას იგრძნობდი ლაზარესა და იქ მყოფთა ადგილას რომ ყოფილიყავი?

კარგად დაფიქრდი.

ბეთანიიდან, სავარაუდოდ, ორი დღის სავალით უნდა ყოფილიყო დაშორებული ის ადგილი, სადაც იესო იმყოფებოდა. მაშ, რატომ გადადო იესომ იქ წასვლა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-6 მუხლი)

․․․․․

საიდან ჩანს, რომ მარიამი და მართა სულიერი საკითხებით იყვნენ დაინტერესებული? (ლუკა 10:38, 39; იოანე 11:24)

․․․․․

რატომ აცოცხლებდა იესო მკვდრებს, თუკი ისინი ისევ დაიხოცებოდნენ? (იოანე 5:28, 29; 11:45)

․․․․․

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე.

იესოს სურვილიც ჰქონდა და შეეძლო კიდეც აღედგინა მკვდრები.

․․․․․

იესო მთელი გულით თანაუგრძნობდა მგლოვიარეებს.

․․․․․

აღდგომილთაგან ვისთან ისურვებდი შეხვედრას?

․․․․․

ამ ბიბლიური მონაკვეთიდან რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?

․․․․․