არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ისტორიაში

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ისტორიაში

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ისტორიაში

ამ დღეს მოკვდა იესო ქრისტე. რატომ იყო იესოს სიკვდილი ასე მნიშვნელოვანი? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

იესო სიკვდილამდე ერთგული იყო, რითაც დაამტკიცა, რომ ადამიანს შეუძლია ღმერთს უერთგულოს.

ქრისტეს სიკვდილმა ზოგს ზეცაში იესოსთან ერთად მეფობის შესაძლებლობა მისცა, უამრავ ადამიანს კი გზა გაუხსნა მარადიული სიცოცხლისკენ დედამიწაზე სამოთხეში.

სიკვდილის წინა საღამოს იესომ უფუარი პური და წითელი ღვინო გამოიყენა სიყვარულით გაღებული თავისი მსხვერპლის სიმბოლოდ. მან მოწაფეებს უთხრა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). გაიხსენებთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას?

იეჰოვას მოწმეები მთელი გულით გიწვევენ, დაესწროთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც წელს აღინიშნება 9 აპრილს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. ამ ღონისძიებას შეგიძლიათ დაესწროთ თქვენთვის უახლოეს სამეფო დარბაზში. შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი შეგიძლიათ დააზუსტოთ იეჰოვას მოწმეებთან.