არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვატიკანი ცდილობს, ღვთის სახელი აღარ იხსენიებოდეს

ვატიკანი ცდილობს, ღვთის სახელი აღარ იხსენიებოდეს

ვატიკანი ცდილობს, ღვთის სახელი აღარ იხსენიებოდეს

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლები ცდილობენ, რომ რელიგიური მსახურების დროს ღვთის სახელი აღარ გამოიყენონ. გასულ წელს ვატიკანმა რომის პაპის ინიციატივით მთელ მსოფლიოში კათოლიკე ეპისკოპოსებს ამ საკითხის თაობაზე წერილობითი სახით მითითებები გაუგზავნა.

2008 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ამ წერილში დაგმობილი იყო ის ფაქტი, რომ მათ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში ჩაწერილი მითითებების საპირისპიროდ, „გასულ წლებში ზოგან მაინც წარმოთქვამდნენ ისრაელის ღმერთის სახელს, რომელიც იწერება ოთხი ებრაული თანხმოვნით יהוה (ჲჰვჰ) და ეწოდება წმინდა ტეტრაგრამატონი“. წერილში შემდეგ ეწერა, რომ ღვთის სახელი სხვადასხვანაირად წარმოითქმება. * მაგრამ ვატიკანი ცდილობს, დაუბრუნდეს ძველ კათოლიკურ ტრადიციას და ტეტრაგრამატონის ნაცვლად ყველგან „უფალი“ დაწეროს. უფრო მეტიც, კათოლიკური რელიგიური მსახურებისას, საგალობლების დროს და ლოცვისას ღვთის სახელი ჲჰვჰ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ამ აზრის მხარდასაჭერად ვატიკანის წერილში მოყვანილი იყო კათოლიციზმის „უძველესი ტრადიციული“ შეხედულება. ვატიკანი აცხადებს, რომ ებრაული წერილების სეპტუაგინტაშიც კი, რომელიც ქრისტიანობამდელი პერიოდით თარიღდება, ღვთის სახელი, ჩვეულებრივ, გადმოტანილი იყო ბერძნული სიტყვა „კირიოსით“, რაც „უფალს“ ნიშნავს. ამგვარად, ვატიკანის მტკიცებით, „პირველი ქრისტიანებიც კი არასოდეს იყენებდნენ ტეტრაგრამატონს“. მაგრამ ეს განაცხადი ეწინააღმდეგება სინამდვილეში არსებულ უტყუარ მტკიცებებს. სეპტუაგინტის უძველეს ასლებში „კირიოსი“ კი არ გამოიყენება, არამედ ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა יהוה (ჲჰვჰ). პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრებმა იცოდნენ ღვთის სახელი და იყენებდნენ მას. მამისადმი წარმოთქმულ ლოცვაში იესომ თავად თქვა: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26). იესოს მიერ მოცემული ნიმუშიდან ნათლად ჩანს, როგორ უნდა ვილოცოთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9).

ყველა ქრისტიანის სურვილი უნდა იყოს, რომ ღვთის სახელი განიწმინდოს. ვატიკანი კი ცდილობს, ხმარებიდან ამოიღოს ღვთის სახელი, რაც შეურაცხყოფს იეჰოვას. ღმერთი ამბობს: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:15).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 მრავალ ენაში გამოიყენება ღვთის ებრაული სახელის ეკვივალენტი „იეჰოვა“.

[ჩანართი 30 გვერდზე]

„ეს არის ჩემი სახელი მარადიულად“ (გამოსვლა 3:15).

[სურათი 30 გვერდზე]

ფრაგმენტი სეპტუაგინტიდან, რომელიც თარიღდება პირველი საუკუნით. ღვთის სახელი (შემოხაზულია წრით) წარმოდგენილია ოთხი ძველებრაული ასოთი יהוה (ჲჰვჰ)

[საავტორო უფლება]

Courtesy of the Egypt Exploration Society