არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესომ გაუძლო ცდუნებას

იესომ გაუძლო ცდუნებას

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

იესომ გაუძლო ცდუნებას

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე მათეს 4:1—11.

აღწერე უდაბნო, სადაც იესო 40 დღე იმყოფებოდა.

․․․․․

შენი აზრით, რა ტონით ელაპარაკებოდა მაცდური იესოს? რა ტონით პასუხობდა იესო?

․․․․․

კარგად დაფიქრდი:

საიდან გამოჩნდა, რომ სატანა არაფერზე დაიხევს უკან საკუთარი მიზნების მისაღწევად? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-2 მუხლი)

․․․․․

რატომ შესთავაზა ეშმაკმა იესოს არა მარტო მსოფლიოს ყველა სამეფო, არამედ მათი დიდებაც? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-8 მუხლი)

․․․․․

რატომ შესთავაზა სატანამ იესოს მაინცდამაინც ძალაუფლება?

․․․․․

ა) რას გვეუბნება სატანაზე იესოს საცდუნებლად გამიზნული მისი თითოეული მცდელობა? ․․․․․

ბ) რას გვეუბნება იესოს შესახებ სატანისთვის გაცემული მისი თითოეული პასუხი? ․․․․․

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

როგორ მოიქცევი, თუ ხვდები, რომ მალე გამოცდის წინაშე დადგები?

․․․․․

რა მეთოდებით შეიძლება სცადოს სატანამ ჩვენი ცდუნება?

․․․․․

როგორ გავუძლოთ ცდუნებას?

․․․․․

რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან და რატომ?

․․․․․