არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დისშვილმა პავლე სიკვდილს გადაარჩინა

დისშვილმა პავლე სიკვდილს გადაარჩინა

ასწავლეთ შვილებს

დისშვილმა პავლე სიკვდილს გადაარჩინა

იცოდი, რომ პავლე მოციქულის ზოგიერთი ნათესავი იესოს მიმდევარი გახდა? ~ * ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლეს და და დისშვილი, ქრისტიანები იყვნენ. დისშვილმა პავლე სიკვდილს გადაარჩინა. ჩვენ არ ვიცით, რა ერქვა მას ან დედამისს, მაგრამ ვიცით ის, რაც მან გააკეთა. გინდა, გაიგო, რა მოიმოქმედა მან? ~

პავლე იერუსალიმში მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებულია. დაახლოებით ახ. წ. 56 წელია. პავლეს აპატიმრებენ და ასამართლებენ. მაგრამ პავლეს მტრებს მისი მოკვლა უნდათ. ამიტომ გზაზე პავლეს 40 კაცზე მეტი უსაფრდება, რომ თავს დაესხან და მოკლან, როგორც კი მას ჯარისკაცები გამოატარებენ.

პავლეს დისშვილი როგორღაც იგებს მათი ჩანაფიქრის შესახებ. იცი, რას აკეთებს ის? ~ ის პავლესთან მიდის და ამ ამბავს ატყობინებს. პავლე დაუყოვნებლივ უხმობს ასისთავს და ეუბნება: „ეს ბიჭი ათასისთავთან წაიყვანე, რაღაცა აქვს სათქმელი“. ასისთავს ბიჭი მეთაურთან, კლავდიუს ლისიასთან მიჰყავს და ამცნობს, რომ ბიჭს რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. კლავდიუსს პავლეს დისშვილი გვერდზე გაჰყავს და ბიჭი მას შეთქმულების შესახებ ყველაფერს უყვება.

კლავდიუსი პავლეს დისშვილს აფრთხილებს: „არავისთან წამოგცდეს, ეს რომ მითხარი“. შემდეგ ის ორ ასისთავს იბარებს და ეუბნება, რომ კესარეაში გასამგზავრებლად ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი მოამზადონ. საღამოს ცხრა საათისთვის 470 ჯარისკაცს პავლე უსაფრთხოდ ჩაჰყავს რომის გამგებელ ფელიქსთან კესარეაში. ფელიქსისთვის გაგზავნილ წერილში კლავდიუსი აღნიშნავს, რომ შეთქმულები მოკვლას უპირებდნენ პავლეს.

ასე რომ, იუდეველები იძულებულები ხდებიან, პავლეს კესარეაში სასამართლოს წინაშე დასდონ ბრალი. მაგრამ ცხადია, მათ არა აქვთ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პავლემ რაიმე ცუდი ჩაიდინა. მიუხედავად ამისა, პავლე ორი წელი უსამართლოდ იხდის სასჯელს საპყრობილეში. ამის შემდეგ, ის რომის სასამართლოს წინაშე წარდგომას ითხოვს და რომში გადაჰყავთ (საქმეები 23:16—24:27; 25:8—12).

რას ვსწავლობთ პავლეს დისშვილისგან? ~ მან გაბედულება მოიკრიბა, რომ სიმართლე ელაპარაკა; თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, სხვებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ. მაშინაც კი, როცა იესოს „მოკვლას უპირებდნენ“, ის მაინც ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ. იესო მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ. თუ პავლეს დისშვილის მსგავსად გაბედულებას მოვიკრებთ, ჩვენც შევძლებთ ქადაგებას (იოანე 7:1; 15:13; მათე 24:14; 28:18—20).

პავლემ თავის ახალგაზრდა მეგობარ ტიმოთეს მოუწოდა: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმოთე 4:16). უეჭველია, ტიმოთეს მსგავსად, პავლე თავის დისშვილსაც გაამხნევებდა. შენც გამხნევებს პავლეს სიტყვები?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ის, თავისი აზრი გამოთქვას.

კითხვები:

○ ვინ იყო პავლეს ზოგი ნათესავი და რას ვიგებთ მათ შესახებ?

○ როგორ იხსნა დისშვილმა პავლეს სიცოცხლე?

○ როგორ უნდა დავემორჩილოთ იესოს სიტყვებს, რომლებსაც დღეს მცხოვრები ხალხის ხსნა შეუძლია?