არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კაცი, რომელსაც სწამდა ღვთის აღთქმების

კაცი, რომელსაც სწამდა ღვთის აღთქმების

ახალგაზრდა მკითხველებისთვის

კაცი, რომელსაც სწამდა ღვთის აღთქმების

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 12:1—4; 18:1—15; 21:1—5; 22:15—18.

აღწერე, რას იგრძნობდა აბრაამი, როცა ღმერთი დაჰპირდა, რომ გახდებოდა „შთამომავლის“ წინაპარი, რომელიც კურთხევებს მოუტანდა ადამიანებს.

․․․․․

შენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა დაბადების 18:2-ში აღწერილი აბრაამის სამი სტუმარი?

․․․․․

როგორ წარმოგიდგენია დაბადების 18:6—8-ში აღწერილი სიტუაცია? (გაითვალისწინე, რომ იმ დროს აბრაამი თითქმის 100 წლისა იყო)

․․․․․

კარგად დაფიქრდი:

მას შემდეგ, რაც იეჰოვა აბრაამს ვაჟს დაჰპირდა რამდენი ხანი გავიდა, სანამ ისაკი დაიბადებოდა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე დაბადების 12:4 და 21:5)

․․․․․

ამ ხნის მანძილზე როგორ არწმუნებდა იეჰოვა აბრაამს თავისი აღთქმის უტყუარობაში? (წაიკითხე დაბადების 12:7; 13:14—17; 15:1—5, 12—21; 17:1, 2, 7, 8, 15, 16)

․․․․․

რა გააკეთა იეჰოვამ, როცა აბრაამს ეჭვი შეეპარა იმაში, ეყოლებოდა თუ არა მემკვიდრე? (კიდევ ერთხელ წაიკითხე დაბადების 15:3—5, 12—21)

․․․․․

თანდათანობით როგორ ჰფენდა იეჰოვა ნათელს „შთამომავალთან“ დაკავშირებულ დეტალებს?

․․․․․

მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რა ისწავლე . . .

ღვთის აღთქმებისადმი რწმენის გამოვლენის შესახებ.

․․․․․

როგორ ჰფენს იეჰოვა ნათელს თავის განზრახვას.

․․․․․

რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან და რატომ?

․․․․․