არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ვინ იყო „ტაძრის მცველთა უფროსი“ და რა მოვალეობა ეკისრა მას?

იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს შორის, რომლებმაც ქადაგების დროს პეტრე და იოანე მოციქულები დააპატიმრეს, „ტაძრის მცველთა უფროსიც“ იყო (საქმეები 4:1—3). ბიბლიაში არ არის ნათქვამი, თუ რა მოვალეობას ასრულებდა ტაძრის მცველთა უფროსი, მაგრამ სხვადასხვა ისტორიული წყარო საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

დედამიწაზე იესოს ყოფნის დროს, როგორც ჩანს, ამ მოვალეობას ის მღვდელი ასრულებდა, რომელსაც მღვდელმთავრის შემდეგ ყველაზე მეტი უფლებები ჰქონდა მინიჭებული. ტაძრის მცველთა უფროსი თავის დავალებას ასრულებდა როგორც იერუსალიმის ტაძარში, ისე ტაძრის გარეთ. ის ზედამხედველობას უწევდა ტაძარში მსახურებას და ტაძრის მცველებიც მას ემორჩილებოდნენ. ტაძრის მცველთა უფროსის დაქვემდებარებაში იყვნენ აგრეთვე გუშაგები, რომლებიც დილით ტაძრის კარებს ხსნიდნენ, ხოლო საღამოთი კეტავდნენ. გუშაგებს იმისთვისაც უნდა მიექციათ ყურადღება, რომ ვინმე ტაძრის აკრძალულ ადგილებში არ შესულიყო; ისინი ტაძრის ხაზინასაც იცავდნენ.

მღვდლები და ლევიანები, რომლებიც ტაძარში მსახურობდნენ, 24 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. თითოეული ჯგუფი წელიწადში ორჯერ მონაცვლეობით მსახურობდა თითო კვირას. ყოველ ჯგუფს, როგორც ჩანს, თავისი მცველთა უფროსი ჰყავდა (1 მატიანე 24:1—18).

ტაძრის მცველთა უფროსებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. ისინი მოხსენიებულნი არიან უფროს მღვდლებთან ერთად, რომლებიც იესოს მოსაკლავად შეითქვნენ. მათ აგრეთვე თავის ხელქვეითებს იესოს შეპყრობა უბრძანეს (ლუკა 22:4, 52).

მათეს 3:4-ში ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელი „კალიებითა და ველური თაფლით“ იკვებებოდა. იყენებდა ხალხი იმ დროს კალიებს საკვებად?

ზოგი ეჭვობს, რომ იოანე სინამდვილეში მწერებით იკვებებოდა. მათი აზრით, მათე გულისხმობდა კერატის ხის ნაყოფს, ველურ მცენარეს ან სხვადასხვა სახეობის თევზს. მაგრამ ბერძნული სიტყვა, რომელიც მათემ გამოიყენა, კალიისებრთა ოჯახს ნიშნავს. ისრაელში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო უდაბნოს კალია, რომლის დიდი გუნდი მოსავალს აჩანაგებს (იოელი 1:4, 7; ნაუმი 3:15).

ასურელი და ეთიოპი ხალხისთვის კალია დელიკატესად ითვლებოდა. ზოგი ბედუინი და იემენში მცხოვრები ებრაელი მას დღესაც მიირთმევს. ისრაელში კალიას ღარიბების საჭმელს უწოდებდნენ. მას თავსა და ფეხებს აჭრიდნენ, შიგნეულს აცლიდნენ და მიირთმევდნენ უმს, შემწვარს ან მზეზე გამომშრალს. ზოგჯერ კალიას ამარილებდნენ ან ძმარსა და თაფლში დებდნენ. ისტორიკოსი დანიელ როფი ამბობს, რომ კალიას კრევეტის გემო აქვს.

რამდენადაც იოანე უდაბნოში ქადაგებდა, ბუნებრივია, იქ ბევრი კალია იქნებოდა, რომ გამოკვებილიყო (მარკოზი 1:4). კალია შეიცავს 75 პროცენტ ცილას და თაფლთან ერთად ის საკმაოდ ნოყიერია.

[სურათი 28 გვერდზე]

ასურელ მსახურებს კალია და ბროწეული მიაქვთ

[საავტორო უფლება]

From the book Discoveries Among the Ruins of Nineveh and Babylon (1853)