არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცდარი შეხედულება 1: სული უკვდავია

მცდარი შეხედულება 1: სული უკვდავია

მცდარი შეხედულება 1: სული უკვდავია

საიდან წარმოიშვა? „ადრინდელმა ქრისტიანმა ფილოსოფოსებმა შეითვისეს ბერძნული წარმოდგენა სულის უკვდავებისა და იმის შესახებ, რომ სულს ღმერთი ქმნის და ჩასახვის დროს ადამიანის სხეულში ნერგავს“ (The New Encyclopædia Britannica, 1988, ტ. 11, გვ. 25).

რას ამბობს ბიბლია? „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4).

პირველი სულის, ადამის შექმნის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: «დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად [„სულად ცხოვლად“, ძველი აღთქმის ორტომეული; ებრაულად „ნეფეშ“] იქცა» (დაბადება 2:7).

ებრაული სიტყვა „ნეფეშ“, რომელიც სულად ითარგმნება, მიუთითებს ცოცხალ არსებაზე, რომელიც სუნთქავს. როცა ღმერთმა პირველი ადამიანი, ადამი შექმნა, მას უკვდავი სული კი არ მისცა, არამედ სასიცოცხლო ძალა, რომელიც სუნთქვის მეშვეობით ნარჩუნდება. ასე რომ, ბიბლიის თანახმად, სული არის ცოცხალი არსება. სული მაშინ კვდება, როცა ღვთისგან ბოძებული სასიცოცხლო ძალა ტოვებს სხეულს (დაბადება 3:19; ეზეკიელი 18:20).

სულის უკვდავების დოგმატი ასეთ კითხვებს ბადებს: სად მიდიან სულები სიკვდილის შემდეგ? რა ემართებათ ბოროტთა სულებს? მას შემდეგ, რაც ქრისტიანულმა სამყარომ შეითვისა სწავლება სულის უკვდავების შესახებ, მას მოუწია კიდევ ერთი მცდარი შეხედულების შეთვისება. ეს არის სწავლება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ.

წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ეკლესიასტე 3:19; მათე 10:28; საქმეები 3:23.

სინამდვილეში:

სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს