არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

წამების წინა საღამოს, მოციქულებთან ბოლო ვახშმის შემდეგ, იესო შეჰპირდა მათ, რომ ადგილს მოუმზადებდა ზეცაში. მან უთხრა მოციქულებს: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია. ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ“ (იოანე 14:2). რატომ უნდა მოემზადებინა იესოს მათთვის ადგილი? რას გააკეთებდნენ მოწაფეები ზეცაში?

იესოს განსაკუთრებული დავალება უნდა მიეცა მოწაფეებისთვის. იმავე საღამოს იესომ უთხრა მათ: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:28, 29). ღმერთი დაჰპირდა იესოს, რომ ის გახდებოდა მეფე, საუკეთესო მმართველი, რომელიც ბოლოს მოუღებდა ადამიანთა ტანჯვას და მოსპობდა მათ მჩაგვრელებს. მართალია, იესოს ქვეშევრდომები „დედამიწის კიდეებამდე“ იქნებიან დასახლებულნი, მაგრამ მისი სამეფო ზეცაში იქნება (ფსალმუნი 72:4, 8; დანიელი 7:13, 14).

იესო მარტო არ იმმართველებს, რადგან ის ადგილს დაჰპირდა თავის მოციქულებს ზეცაში. ისინი პირველები იყვნენ, რომლებიც იესომ „დედამიწის მმართველებად“ აირჩია (გამოცხადება 5:10).

რამდენი ადამიანი წავა ზეცაში? როგორც ნებისმიერ მთავრობაში, ისე ღვთის ზეციერი სამეფოს მმართველებიც მცირედნი არიან მათთან შედარებით, ვისზეც ისინი იმმართველებენ. იესომ თავის თანამმართველებზე თქვა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). ამ „მცირე სამწყსოს“ რიცხვი 144 000-ს შეადგენს (გამოცხადება 14:1). ეს რიცხვი მცირეა სამეფოს იმ მილიონობით ერთგულ ქვეშევრდომთან შედარებით, რომლებიც მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ დედამიწაზე (გამოცხადება 21:4).

ამგვარად, ყველა კარგი ადამიანი არ მიდის ზეცაში. მეფე დავითი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მასზე მოციქულმა პეტრემ თქვა: „დავითი არ ასულა ზეცაში“ (საქმეები 2:34). იოანე ნათლისმცემელიც ღირსეული კაცი იყო, მაგრამ იესომ აღნიშნა, რომ იგი არ იმმართველებდა ზეცაში: „ქალის მიერ ნაშობთა შორის, არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მათე 11:11).

თქვენ რა ჯილდოს მიიღებთ?

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის ჯილდო მიიღოს? იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ღმერთი ადამიანების სიყვარულმა აღძრა, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა ყველასთვის, მაგრამ მხოლოდ ისინი მიიღებენ ჯილდოს, „ვისაც ის [იესო] სწამს“.

რწმენა საფუძვლიან ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული (იოანე 17:3). თუ იეჰოვას განზრახვების შესახებ მეტის გაგებას შეეცდებით, ამით ცხადყოფთ, რომ კარგი ადამიანი ხართ. გამოავლინეთ რწმენა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენც გაქვთ მარადიულად სიცოცხლის შესაძლებლობა!

[Box on page 7]

რას ამბობს ბიბლია?

კითხვა:

რა ემართებათ კარგ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ?

პასუხი:

„მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5).

კითხვა:

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

პასუხი:

„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

კითხვა:

სად იცხოვრებს კარგი ადამიანების უმეტესობა?

პასუხი:

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).