არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

უნდა სწამდეთ ქრისტიანებს სამება?

უნდა სწამდეთ ქრისტიანებს სამება?

დანიაში 2007 წელს გამოცემულ სკოლის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში იეჰოვას მოწმეები მოხსენიებული არიან რელიგიურ უმცირესობად, რომლებიც ზედმიწევნით მიჰყვებიან ბიბლიურ სწავლებებს (World Religions in Denmark). სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაცია ქრისტიანულ მიმდინარეობათა შორის მესამე ადგილზეა.

დანიის სახელმწიფო ეკლესიის ეპისკოპოსმა ამ სახელმძღვანელოს ავტორი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თავის წიგნში იეჰოვას მოწმეებიც მოიხსენია. „ჯერ არ შევხვედრივარ ისეთ თეოლოგს, რომელსაც იეჰოვას მოწმეებისთვის ქრისტიანები ეწოდებინოს. ისინი უარყოფენ სამებას, რომელიც ქრისტიანული რელიგიის ძირითადი მოძღვრებაა“, — თქვა მან.

ამ წიგნის ავტორის რელიგიათმცოდნე ანიკა ჰფიტამარის აზრით, როცა ზოგი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მაინცდამაინც იმას არ გულისხმობს, რომ სამების სწამს. ამ სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ნაწილის ქვესათაურში, „ქრისტიანი ხართ?“, ასეთი რამ წერია: „სამების დოგმატი ერთ-ერთია იმ მოძღვრებათაგან, რომელიც საკმაოდ რთული ასახსნელია. ხალხს, რომელსაც რელიგიური განათლება არ მიუღია, ყოველთვის უჭირდა იმის გაგება, თუ როგორ არის სამპიროვანი ღმერთი ერთი“.

„სამების დოგმატი ერთ-ერთია იმ მოძღვრებათაგან, რომელიც საკმაოდ რთული ასახსნელია“

ღმერთისა და იესოს შესახებ ბიბლიური სწავლება მარტივი და გასაგებია. არც სიტყვა „სამება“ და არც მსგავსი ცნება ღვთის სიტყვაში არ მოიხსენიება. ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ იესო ქრისტე ღვთის პირმშოა (კოლოსელები 1:15). აგრეთვე, ღვთის სიტყვაში იესოზე ნათქვამია, რომ ის არის „ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი“ (1 ტიმოთე 2:5). იესოს მამაზე კი ვკითხულობთ: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).

იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ იესოს მიმართ რწმენის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია (იოანე 3:16). ისინი სერიოზულად ეკიდებიან იესოს მითითებას: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათე 4:10). ცხადია, ქრისტიანად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც ქრისტეს მითითებებს მიჰყვება.