არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესომ სიცოცხლე მრავალთათვის გაიღო

იესომ სიცოცხლე მრავალთათვის გაიღო

იესომ სიცოცხლე მრავალთათვის გაიღო

იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ ის დედამიწაზე „არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). მან თავისი ნებით გაიღო სიცოცხლე მრავალთა გადასარჩენად.

როგორ გამოგვისყიდა იესომ თავისი სიკვდილით? რატომ იყო ეს აუცილებელი? ვისთვის გაიღო მან სიცოცხლე? რა მნიშვნელობა აქვს გამოსასყიდს პირადად შენთვის?

იეჰოვას მოწმეები გულთბილად გიწვევენ, რომ მათთან ერთად აღნიშნოთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო. წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება სამშაბათს, 30 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. ამ შეხვედრაზე ზემოხსენებულ კითხვებს ბიბლიიდან გაეცემა პასუხები.

ამ შეხვედრას შეგიძლიათ დაესწროთ თქვენს სახლთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში. შეხვედრის დრო და ადგილი შეგიძლიათ დააზუსტოთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებთან.