აღგვიწერს ბიბლია იესოს მთელ ცხოვრებას?
აღგვიწერს ბიბლია იესოს მთელ ცხოვრებას?
სიმართლეა, რომ იესო არ მოკვდა გოლგოთაზე? მართლა დაქორწინდა იგი მარიამ მაგდალელზე და ჰყავდა მისგან შვილები? ცხოვრობდა იესო ასკეტივით და ამბობდა უარს ყველანაირ სიამოვნებაზე? ასწავლიდა იგი ისეთ მოძღვრებებს, რომლებიც ბიბლიური სწავლებებისგან განსხვავდება?
ასეთმა შეხედულებებმა ბოლო წლებში მოიკიდა ფეხი და ეს ნაწილობრივ იმითაც არის განპირობებული, რომ მსგავსი სიუჟეტები პოპულარულ ფილმებსა თუ რომანებშია ასახული. არაერთი აბსურდული გამონაგონის გარდა, ბევრი წიგნი თუ სტატია აქცენტს აკეთებს ახ. წ. მეორე და მესამე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ წიგნებზე. ბევრის მტკიცებით, ეს წიგნები იესოს შესახებ იმ ფაქტებს გვიმჟღავნებს, რომლებიც გამოტოვებულია სახარებებში. დასაბუთებულია ასეთი მტკიცება? რის საფუძველზე შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ბიბლია სიმართლეს მოგვითხრობს იესოს მთელ ცხოვრებაზე?
ამ კითხვებზე პასუხების მიღებაში დაგვეხმარება სამი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პირველი, ჩვენ უნდა გავეცნოთ ადამიანებს, რომლებმაც *.
სახარებები დაწერეს, და გავიგოთ, როდის დაწერეს ეს წიგნები; მეორე, ვინ დაადგინა ბიბლიის კანონიკურობა და როდის; მესამე, საიდან იღებს დასაბამს აპოკრიფული წიგნები და რატომ განსხვავდება ისინი კანონიკური წერილებისგანროდის და ვის მიერ დაიწერა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები?
ზოგი წყაროს თანახმად, მათეს სახარება დაიწერა ქრისტეს სიკვდილიდან რვა წლის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 41 წელს. ბევრი სწავლული თვლის, რომ ეს სახარება უფრო გვიან დაიწერა, მაგრამ საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ქრისტიანულ-ბერძნული წერილები დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში.
მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ დედამიწაზე იესოს ცხოვრების, სიკვდილისა თუ აღდგომის თვითმხილველები და შეეძლოთ დაედასტურებინათ სახარების ცნობების უტყუარობა; აგრეთვე ადვილად შეეძლოთ ხმამაღლა გაეცხადებინათ ნებისმიერი უზუსტობის შესახებ. პროფესორი ფ. ბრუსი აღნიშნავს: „ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი ის არის, რომ მოციქულები ქადაგების დროს ხალხს მათთვის კარგად ცნობილ ფაქტებზე უმახვილებდნენ ყურადღებას. ისინი მათ იმას კი არ ეუბნებოდნენ, რომ ‘ჩვენ გავხდით ამ ყველაფრის მოწმეო’, არამედ „როგორც თვითონვე იცითო“ (საქმეები 2:22).
ვინ დაწერა ქრისტიანულ-ბერძნული წერილები? მის დაწერაში მონაწილეობა იესოს 12 მოციქულიდან ზოგმა მიიღო. ეს და ბიბლიის სხვა დამწერები, მაგალითად იაკობი, იუდა და, შესაძლოა, მარკოზიც ესწრებოდნენ ახ. წ. 33 წლის დღესასწაულს; სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება. ყველა დამწერს, მათ შორის პავლეს, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იერუსალიმში არსებული ქრისტიანული კრების ხელმძღვანელ საბჭოსთან, რომელშიც შედიოდნენ მოციქულები და უხუცესები (საქმეები 15:2, 6, 12—14, 22; გალატელები 2:7—10).
იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, რომ გაეგრძელებინათ მისი დაწყებული საქმე — ექადაგათ და ესწავლებინათ ხალხისთვის (მათე 28:19, 20). მან ისიც კი უთხრა მათ: „ვინც თქვენ გისმენთ, მეც მისმენს“ (ლუკა 10:16). გარდა ამისა, იესო შეჰპირდა მოწაფეებს ღვთის წმინდა სულს ანუ მის მოქმედ ძალას, რომელიც მათ ამ დავალების შესრულებაში დაეხმარებოდა. ასე რომ, წმინდა წერილები, რომლებიც მოციქულებმა და მათმა თანამშრომლებმა აშკარად ღვთის წმინდა სულით დაწერეს, პირველი ქრისტიანებისთვის ნამდვილად ავტორიტეტული იყო.
ბიბლიის ზოგი დამწერი ადასტურებს წმინდა წერილების ავტორიტეტულობას და აცხადებს, რომ ეს წერილები ღვთის შთაგონებით დაიწერა. მაგალითად, პეტრე მოციქული პავლეს წერილებს „წმინდა წერილების“ ნაწილად მოიხსენიებს (2 პეტრე 3:15, 16). პავლე კი, თავის მხრივ, აღიარებს, რომ მოციქულები და სხვა ქრისტიანი წინასწარმეტყველები ღვთის შთაგონებით იყვნენ აღძრულნი (ეფესოელები 3:5).
აქედან გამომდინარე, თავად სახარებების ცნობები ადასტურებს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უტყუარობას. სახარებები არ არის უბრალოდ ლეგენდები და ზღაპრები. ამ წიგნებში ჩაწერილია თვითმხილველების თვალით ნანახი ისტორიული ფაქტები და, რაც მთავარია, დაწერილია ღვთის წმინდა სულით.
ვინ განსაზღვრა „ახალი აღთქმის“ კანონიკურობა?
ზოგი ავტორი ამტკიცებს, რომ საუკუნეების შემდეგ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კანონიკურობა ეკლესიამ განსაზღვრა, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს.
მაგალითად, რელიგიის პროფესორი ოსკარ სკარსაუნი, რომელიც ეკლესიის ისტორიას იკვლევს, აცხადებს: «საეკლესიო კრებას ან რომელიმე ცნობილ ადამიანს არასდროს განუსაზღვრავს „ახალი აღთქმის“ რომელი წერილები იყო კანონიკური და რომელი — არა . . . სიმართლე აშკარა და ადვილად ამოსაცნობია: პირველი საუკუნით დათარიღებულ წერილებს, რომლებიც მოციქულებმა ან მათმა თანამსახურებმა დაწერეს,
სანდოდ მიიჩნევდნენ. სხვა წიგნები, წერილები თუ „სახარებები“, რომლებიც მოგვიანებით დაიწერა, „ახალ აღთქმაში“ არ შედიოდა . . . წმინდა წერილების კანონიკურობა სინამდვილეში მანამდე დიდი ხნით ადრე განისაზღვრა, ვიდრე კონსტანტინე ეკლესიას სახელმწიფო სტატუსს მიანიჭებდა. ასე რომ, „ახალმა აღთქმამ“ ჩვენამდე არა სახელმწიფო ეკლესიის, არამედ დევნილთა ეკლესიის წყალობით მოაღწია».კენ ბერდინგი, რელიგიის პროფესორის ასისტენტი, რომელიც იკვლევს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს, კომენტარს აკეთებს იმის თაობაზე, თუ ვინ დაადგინა წმინდა წერილების კანონიკურობა: „ეკლესიას არ განუსაზღვრავს, ბიბლიის რომელი წიგნი იყო კანონიკური; საყურადღებო ისაა, რომ ეკლესიამ აღიარა ის წიგნები, რომლებსაც ქრისტიანები ყოველთვის ღვთის სიტყვის ნაწილად მიიჩნევდნენ“.
ხომ არ გამოდის, რომ ქრიტიანულ-ბერძნული წერილების კანონიკურობა პირველი საუკუნის თავმდაბალმა ქრისტიანებმა განსაზღვრეს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს გაცილებით დიდი და ძლიერი ძალის დამსახურებაა.
წმინდა წერილების თანახმად, წმინდა სულის ერთ-ერთი სასწაულებრივი ძღვენი, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებს მიეცა, „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები“ იყო (1 კორინთელები 12:4, 10). ამიტომ, ზოგ ქრისტიანს ზებუნებრივი უნარი ჰქონდა, რომ დაენახა სხვაობა ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ სიტყვებსა და ადამიანის პირით წარმოთქმულ სიტყვებს შორის. დღეს ქრისტიანებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ წმინდა წერილები ღვთისგან არის შთაგონებული.
აქედან გამომდინარე, ბიბლიის კანონიკურობა წმინდა სულის ხელმძღვანელობით გაცილებით ადრე განისაზღვრა. ახ. წ. მეორე საუკუნის ბოლოს ზოგი მწერალი ბიბლიის წიგნების კანონიკურობაზე არაერთ კომენტარს აკეთებდა. ამ მწერლებს ის კი არ უთქვამთ, რა უნდა ყოფილიყო ბიბლიაში ჩაწერილი, არამედ იმ ფაქტს გაუსვეს ხაზი, რომ ღმერთმა თავის წარმომადგენლებს წმინდა სული მისცა და ამგვარად დააწერინა ბიბლია.
უძველესი ხელნაწერებიც ადასტურებს ბიბლიის კანონიკურობას. დედნის ენაზე არსებობს ბერძნული წერილების 5 000-ზე მეტი ხელნაწერი, რომელთა შორის ზოგი მეორე და მესამე საუკუნით თარიღდება. ახ. წ. პირველ ასწლეულებში კანონიკურად სწორედ ეს წერილები იყო მიჩნეული და არა აპოკრიფული წიგნები; ამიტომაც გაკეთდა ამ წერილების არაერთი ასლი და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
წმინდა წერილების კანონიკურობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება თავად ამ წერილებში მოიპოვება. კანონიკური წერილები თანხმობაშია „იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშთან“, რომელსაც ბიბლიის დანარჩენ წიგნებში ვხვდებით (2 ტიმოთე ). წმინდა წერილები მკითხველებს მოუწოდებს, უყვარდეთ იეჰოვა, თაყვანი სცენ და ემსახურონ მას, აგრეთვე აფრთხილებს, რომ თავი აარიდონ ცრურწმენას, დემონიზმს და ღვთის ქმნილებების თაყვანისცემას. ეს წერილები ისტორიულად ზუსტია და შეიცავს უტყუარ წინასწარმეტყველებებს. ბიბლია ადამიანებს ერთმანეთის სიყვარულისკენ უბიძგებს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს აქვს განსაკუთრებული თავისებურებები. იმავეს თქმა შეიძლება აპოკრიფულ წიგნებზეც? 1:13
რით განსხვავდება აპოკრიფული წიგნები?
აპოკრიფული წიგნები საკმაოდ განსხვავდება კანონიკური წერილებისგან. აპოკრიფული წიგნები თარიღდება დაახლოებით მეორე საუკუნის შუა პერიოდით, გაცილებით გვიანი პერიოდით, ვიდრე კანონიკური წერილები დაიწერა. აპოკრიფული წერილები იესოსა და ქრისტიანობას წმინდა წერილების საპირისპიროდ აღწერს.
„თომას“ აპოკრიფულ სახარებაში იესო გამოყვანილია ისეთ ადამიანად, რომელიც აბსურდულ აზრებს ამბობს, მაგალითად იმას, რომ მარიამს გადააქცევს მამაკაცად, ზეციერ სამეფოში შესვლის უფლება რომ ჰქონდეს. წიგნი, „თომას სახარება — იესოს ბავშვობა“, პატარა იესოს შეუბრალებელ ბავშვად აღწერს, რომელიც სხვა ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება. „პავლესა და პეტრეს ცხოვრების“ აპოკრიფულ წერილებში ნათქვამია, რომ ქრისტიანებს არავისთან არ უნდა ჰქონოდათ სქესობრივი ურთიერთობა, და ამ წერილების მიხედვით, მოციქულებიც კი მოუწოდებდნენ ქალებს, ქმრებს დაშორებოდნენ. „იუდას სახარებაში“ იესო დასცინის მოციქულებს, რომლებიც ჭამის წინ ღმერთს მიმართავენ ლოცვით. ასეთი ამბები ეწინააღმდეგება კანონიკურ წიგნებს (მარკოზი 14:22; 1 კორინთელები 7:3—5; გალატელები 3:28; ებრაელები 7:26).
ბევრი აპოკრიფული წიგნი გნოსტიკოსების შეხედულებებს ირეკლავს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იეჰოვა, შემოქმედი, არ არის კარგი ღმერთი. მათ სწამდათ, რომ აღდგომა არ იქნება, ყოველივე მატერიალური ბოროტებაა, და რომ სატანამ მისცა დასაბამი ქორწინებასა და გამრავლებას.
ამბობენ, რომ რამდენიმე აპოკრიფული წიგნი ბიბლიური პერსონაჟების დაწერილია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ფარულად ხომ არ ამოიღეს ეს წიგნები ბიბლიიდან? მ. რ. ჯეიმზი, რომელიც აპოკრიფულ წიგნებს იკვლევს, ამბობს: «არაფერი მოწმობს იმაზე, რომ ეს წიგნები „ახალი აღთქმიდან“ ვინმემ ამოიღო, რადგან აპოკრიფული წიგნები არ ეთანხმება კანონიკურ წიგნებს. ასე რომ, ეს წიგნები არასდროს ყოფილა ბიბლიის ნაწილი».
ბიბლიის დამწერები განდგომილების შესახებ გვაფრთხილებდნენ
კანონიკურ წერილებში არაერთი გაფრთხილებაა მოცემული განდგომილთა მოსვლის შესახებ, რომლებიც შებღალავდნენ ქრისტიანულ კრებას. განდგომილებამ პირველ საუკუნეშივე მოიკიდა ფეხი, მაგრამ მოციქულებმა გასაქანი არ მისცეს (საქმეები 20:30; 2 თესალონიკელები 2:3, 6, 7; 1 ტიმოთე 4:1—3; 2 პეტრე 2:1; 1 იოანე 2:18, 19; 4:1—3). ასეთმა გაფრთხილებებმა გამოააშკარავა იმ წერილების უსაფუძვლობა, რომლებიც მოციქულების სიკვდილის შემდეგ გამოჩნდა; ეს წერილები აშკარად ეწინააღმდეგება იესოს სწავლებებს.
დღეს ზოგი მეცნიერი თუ ისტორიკოსი ასეთ წერილებს ავტორიტეტულად მიიჩნევს, რადგან ძველი დროით თარიღდება. მაგრამ დაფიქრდით: რა მოხდებოდა, თუ სწავლულები შეაგროვებდნენ საეჭვო მასალას ყვითელი პრესიდან და რადიკალურად განსხვავებული რელიგიების პუბლიკაციებიდან და ერთ კრებულად აქცევდნენ? გახდებოდა დროის სვლასთან ერთად ეს კრებული უტყუარი და სანდო? 1 700 წლის შემდეგ ეს ცრუ და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ გახდებოდა სარწმუნო, რომ ძველი დროით არის დათარიღებული?
რასაკვირველია, არა! იგივეს თქმა შეიძლება აპოკრიფულ წიგნებში მოყვანილ ცნობებზე; ერთი-ერთი უსაფუძვლო ცნობა ისაა, რომ იესო მარიამ მაგდალელზე დაქორწინდა. რატომ დავეყრდნოთ უსაფუძვლო მასალას, როცა ხელთ გვაქვს სანდო წყარო? ყველაფერი, რაც იეჰოვას უნდა, რომ მისი ძის შესახებ ვიცოდეთ, სწორედ ბიბლიაში, სანდო წყაროშია, ჩაწერილი.
[სქოლიო]
^ აბზ. 4 ეს არის 66 წიგნი, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულ ბიბლიის წიგნების კრებულადაა ცნობილი და ნამდვილად ღვთისგანაა შთაგონებული. ეს წიგნები ღვთის სიტყვის განუყოფელი და შეუცვლელი ნაწილია.
[დიაგრამა⁄სურათები 26 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
იესოს ცხოვრება ბერძნული წერილების ხელნაწერი აპოკრიფული წიგნების ხელნაწერი
ძვ.წ. 2წელი ახ.წ. 33წელი 41 98 130 300
[საავტორო უფლება]
Kenneth Garrett/National Geographic Image Collection
[სურათი 28 გვერდზე]
პავლე მოციქულმა სასწაულები მოახდინა. მან მკვდარიც კი აღადგინა, რაც იმაზე მოწმობს, რომ ღვთის წმინდა სულით მოქმედებდა და ღვთის სულითვე წერდა წმინდა წერილებს