არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება — როდის დამყარდება?

ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება — როდის დამყარდება?

სპეციალური საჯარო მოხსენება

ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება — როდის დამყარდება?

საუკუნეებია, ადამიანებს სწყურიათ მშვიდობა და უსაფრთხოება, მაგრამ დღეს ამის მიღწევა შეუძლებელია. ღვთის სიტყვა ასახელებს ორ მთავარ მიზეზს, რის გამოც ადამიანებს არ ძალუძთ მშვიდობის დამყარება. მაგრამ ბიბლია გვინერგავს იმედს, რომ ღვთის დაპირებისამებრ მთელ დედამიწაზე დაისადგურებს ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება.

როგორ და როდის იქცევა ეს დანაპირები რეალობად? რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ რეალობის მოწმე გახდეთ? ამ კითხვებს პასუხს გასცემს სპეციალური საჯარო მოხსენება „ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება — როდის დამყარდება?“ ეს მოხსენება, რომელიც ბიბლიას ეფუძნება, წარმოითქმება მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში. უმეტეს ადგილას ეს მოხსენება წაიკითხება 2010 წლის 18 აპრილს, კვირას, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში. თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით მოგაწვდიან დაწვრილებით ინფორმაციას ამ შეხვედრის ჩატარების ადგილსა და დროზე. გულთბილად გიწვევთ ამ მოხსენების მოსასმენად.