პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი
მიჰბაძეთ მათ რწმენას
პეტრემ თავად იესოსგან ისწავლა პატიების ნამდვილი ფასი
პეტრეს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებოდა ის საშინელი წუთები, როცა მოძღვარმა თვალი თვალში გაუყარა. დაინახა მან იესოს გამჭოლ მზერაში გულგატეხილობა ან იმედგაცრუება? დარწმუნებით არაფრის თქმა შეგვიძლია, რადგან ბიბლიაში მხოლოდ ამ სიტყვებს ვკითხულობთ: „უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“ (ლუკა 22:61). იესოს ამ ერთი მზერით პეტრემ დაინახა თავისი შეცდომის სერიოზულობა. იგი მიხვდა, რომ სწორედ ის შეცდომა დაუშვა, რაზეც იესომ წინასწარ უთხრა. პეტრე თავს დებდა, რომ არასდროს გასცემდა თავის მოძღვარს, მაგრამ ზუსტად ეს გააკეთა — თავისი საყვარელი მოძღვარი უარყო. ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები იყო.
ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი დაკარგული. პეტრეს დიდი რწმენა ჰქონდა, რის წყალობითაც შეეძლო გამოესწორებინა თავისი შეცდომები და თავად იესოსგან ესწავლა ბევრი რამ, მათ შორის პატიების ნამდვილი ფასი. არც ერთ ჩვენგანს არ გვაწყენდა იმის სწავლა, რაც პეტრემ მწარე გამოცდილების ფასად ისწავლა.
კაცი, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება
ექვსი თვით ადრე, კაპერნაუმში ყოფნისას, პეტრემ იესოს ჰკითხა: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ?“ ალბათ, პეტრეს თავი დიდსულოვანი ეგონა, რადგან რელიგიური წინამძღოლები ხალხს ასწავლიდნენ, რომ სამჯერ პატიება საკმარისი იყო. იესომ მიუგო: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათე 18:21, 22).
ხომ არ იგულისხმა იესომ, რომ პეტრეს მწყენინებელთა რიცხვი უნდა დაეთვალა? იესოს მიერ 7-ის ნაცვლად დასახელებული არცთუ ისე პატარა რიცხვი — 77, იმაზე მიუთითებს, რომ იესოს არ დაუდგენია ლიმიტი. იესომ პეტრეს დაანახვა, რომ ის გულქვა და სასტიკი ადამიანების გავლენაში იყო მოქცეული, რომელთაც თითქოსდა სააღრიცხვო წიგნში შეჰქონდათ, ვის რამდენს პატიობდნენ. ამის საპირისპიროდ, ღმერთი დიდსულოვანი და მრავალმოწყალეა.
პეტრე არ შეჰკამათებია იესოს. ნამდვილად დაინახა მან პატიების ფასი? ზოგჯერ მაშინ ვხვდებით მის ფასს, როცა თავად ვსაჭიროებთ პატიებას. ახლა გავიხსენოთ მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა იესოს სიკვდილს. ამ მძიმე წუთებში იესოს პეტრესთვის ბევრი რამ ექნებოდა საპატიებელი.
პატიების აუცილებლობა
ეს იყო იესოს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი, ისტორიული მნიშვნელობის საღამო. იესოს ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ესწავლებინა თავისი მოციქულებისთვის, მაგალითად, თავმდაბლობა. იესომ თავმდაბლობის მაგალითი მაშინ მისცა მოციქულებს, როცა ფეხები დაბანა. ეს იყო საქმე, რომელიც მსახურთა შორის ყველაზე მდაბიოს ევალებოდა. თავიდან პეტრემ იუარა იესოს მომსახურება და გააპროტესტა კიდეც. მაგრამ ცოტა ხანში ხელებისა და თავის დაბანაც მოსთხოვა. იესოს მოთმინების ძაფი არ გასწყვეტია; მან მშვიდად აუხსნა პეტრეს, რატომ აკეთებდა ამას (იოანე 13:1—17).
არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოციქულებმა ერთმანეთში კამათი დაიწყეს, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი. უეჭველია, რომ პირველობისთვის ამ სამარცხვინო ბრძოლაში პეტრეც იქნებოდა ჩაბმული. ამის მიუხედავად, იესომ რბილად მათე 26:31—35; მარკოზი 14:27—31; ლუკა 22:24—28).
შეუსწორა თვალსაზრისი და აუღელვებლად აუხსნა მათ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მისი ერთგული რომ დარჩენილიყვნენ. თუმცა, ისიც უთხრა, რომ ყველა მოციქული მიატოვებდა. პეტრე დაჟინებით ეუბნებოდა, რომ სიკვდილის პირისპირაც კი მის გვერდით იქნებოდა. ამაზე იესომ მიუგო, რომ სწორედ იმ ღამეს, სანამ მამალი მეორედ იყივლებდა, სამჯერ უარყოფდა მას. პეტრე იმასაც იკვეხნიდა, რომ იესოს ერთგული დარჩებოდა მაშინაც კი, თუ ყველა მოციქული მიატოვებდა (იესოს არც ამჯერად დაუკარგავს მოთმინება. ასეთ უმძიმეს წუთებშიც კი ის თავის არასრულყოფილ მოციქულებში კარგის დანახვას ცდილობდა. მან იცოდა, რომ პეტრე მიატოვებდა, მაგრამ ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები“ (ლუკა 22:32). ამგვარად, იესომ ნდობა გამოუცხადა პეტრეს; მას სჯეროდა, რომ იგი გამოასწორებდა შეცდომას და კვლავ შეუდგებოდა ერთგულ მსახურებას. რამხელა დიდსულოვნება გამოიჩინა იესომ!
მოგვიანებით, გეთსემანეს ბაღში იესოს არაერთხელ მოუწია პეტრესთვის აზროვნების შესწორება. იესომ სთხოვა მას, იაკობსა და იოანეს, სანამ ილოცებდა, ეფხიზლათ. იესო ენით აუწერელ ემოციურ ტკივილს გრძნობდა და მხარდაჭერას საჭიროებდა, მაგრამ პეტრეს და სხვა მოციქულებს რამდენჯერმე ჩაეძინათ. იესომ დიდსულოვნება გამოავლინა და გაგებით მოეკიდა მათ, რაც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მარკოზი 14:32—38).
მალე იქ ბრბო გამოჩნდა ჩირაღდნებით ხელში. ისინი მახვილებითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ახლა მოწაფეებს წინდახედულება უნდა გამოეჩინათ და სიფრთხილით ემოქმედათ. მაგრამ პეტრემ დაუფიქრებლად იშიშვლა მახვილი, მღვდელმთავრის მონას, მალქეს დაჰკრა და მარჯვენა ყური ჩამოათალა. იესომ მშვიდად დაანახვა პეტრეს თავისი შეცდომა; მან მონას ყური გაუმთელა და მოწაფეებს აუხსნა, რომ ძალისმიერი მეთოდებით არ გასწორებოდნენ მოწინააღმდეგეს; ეს პრინციპი დღემდე მოქმედებს ქრისტიანებში (მათე 26:47—55; ლუკა 22:47—51; იოანე 18:10, 11). პეტრემ უკვე ბევრი შეცდომა დაუშვა, რის გამოც თავისი მოძღვრისგან პატიებას საჭიროებდა. მისი შემთხვევა შეგვახსენებს, რომ „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). რომელ ჩვენგანს არ ესაჭიროება ყოველდღიურად ღვთისგან პატიების მიღება? პეტრეს იმ ღამით გაცილებით უარესი ელოდა.
პეტრეს ყველაზე დიდი მარცხი
იესომ ბრბოს მიმართა, რომ თუ მას ეძებდნენ, მოწაფეები გაეშვათ. პეტრე ვერაფერს აკეთებდა, როცა იესოს ბოჭავდნენ. მალე ის და სხვა მოციქულები გაიქცნენ.
თუმცა, პეტრე და იოანე შეჩერდნენ და გადაწყვიტეს, შორიახლოს გაჰყოლოდნენ თავიანთ მოძღვარს ყოფილი მღვდელმთავრის, ანას ეზომდე, სადაც პირველად დაკითხეს იესო (მათე 26:58; იოანე 18:12, 13). პეტრე არ იყო ლაჩარი. ის ხომ გაბედულად გაჰყვა იესოს! ბრბო შეიარაღებული იყო, თან პეტრემ ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. მიუხედავად ამისა, მან, როგორც თავად იქადდა, არ გამოავლინა თავგანწირული სიყვარული — სურვილი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავი გაეწირა თავისი მოძღვრისთვის (მარკოზი 14:31).
პეტრეს მსგავსად, დღეს ბევრი სხვებისგან შეუმჩნევლად, „შორიახლოს მიჰყვება“ იესოს. მაგრამ როგორც თავად პეტრემ დაწერა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით იესოს ნამდვილი მიმდევრები, თუ ყველანაირად შევეცდებით, ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს და, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში მას მივბაძავთ (1 პეტრე 2:21).
პეტრე საბოლოოდ იერუსალიმის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სახლის ეზოში აღმოჩნდა. ეს იყო უფლებამოსილი და შეძლებული მღვდელმთავრის, კაიაფას სახლი. ასეთ სახლებს, ჩვეულებრივ, ჰქონდათ შიდა ეზო და ერთი ჭიშკარი. პეტრე მიუახლოვდა ჭიშკარს, მაგრამ შიგნით არ შეუშვეს. იოანე, რომელიც უკვე ეზოში იყო, მარკოზი 14:54—57; იოანე 18:15, 16, 18).
გარეთ გამოვიდა და კარისკაცს პეტრეს შიგნით შეყვანა სთხოვა. როგორც ჩანს, პეტრე იოანესაც გამოეყო, თუმცა არც სახლში შესვლა უცდია, რომ იესოს გვერდით ყოფილიყო. იგი ეზოში დარჩა, სადაც მოსამსახურეები ამ ცივ ღამეს აგიზგიზებულ ცეცხლთან თბებოდნენ და თან თვალს ადევნებდნენ იმ ცრუმოწმეებს, რომლებიც რიგრიგობით შეჰყავდათ იესოს დაკითხვის პროცესზე (ერთ მოახლე გოგოს, რომელმაც ჯერ კიდევ ჭიშკართან შეამჩნია პეტრე, კოცონის შუქზე ეცნო მისი სახე. მან ჰკითხა პეტრეს: „შენც იესო გალილეელთან იყავი!“. პეტრესთვის ეს მოულოდნელი იყო; მან უარყო, რომ იცნობდა იესოს და მოახლის ნათქვამი გაიკვირვა კიდეც. ხალხის თვალს რომ მოჰფარებოდა, ჭიშკრისკენ გაბრუნდა, მაგრამ სხვა მოახლემაც შეამჩნია და ყველას გასაგონად თქვა: „ეს კაცი იესო ნაზარეთელთან იყო“. პეტრემ დაიფიცა: „არ ვიცნობ ამ კაცს“ (მათე 26:69—72). ალბათ, მამლის ყივილი პეტრემ პირველად მაშინ გაიგო, როცა მეორედ უარყო იესო, მაგრამ იმდენად იყო დაბნეული, რომ არც კი გახსენებია სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ იესოს ნათქვამი სიტყვები.
ცოტა ხნის შემდეგ პეტრეს კვლავ მოუწია ხალხისგან განრიდება, მაგრამ ეზოში შეკრებილებმა კვლავ დაუწყეს მას ლაპარაკი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მღვდელმთავრის მონა და მალქეს ნათესავი იყო, ვისაც პეტრემ ყური ჩამოათალა, ჰკითხა მას: „შენ არ იყავი, ბაღში რომ გნახე მასთან ერთად?“. პეტრემ კვლავ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ცდებოდნენ. იგი ფიცილსა და წყევლას მოჰყვა, რომ არ იცნობდა იესოს. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მეორედ იყივლა მამალმა (იოანე 18:26, 27; მარკოზი 14:71, 72).
სწორედ იმ მომენტში, როგორც ჩანს, იესო აივანზე გამოვიდა, რომელიც შიდა ეზოს გადაჰყურებდა. მან პეტრეს თვალი თვალში გაუყარა. მაშინ პეტრე მიხვდა, რა ჩაიდინა — მან უღალატა თავის მოძღვარს. დანაშაულის საშინელი გრძნობით დამძიმებულმა პეტრემ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და თავგზააბნეულმა სავსე მთვარის შუქით განათებულ ქალაქის ქუჩებს მიაშურა. გზად ის მწარედ მოთქვამდა. უგზო-უკვლოდ ხეტიალში თავზე დაათენდა (მარკოზი 14:72; ლუკა 22:61, 62).
დანაშაულის სიმძიმის ბოლომდე გააზრების შემდეგ ადვილი შესაძლებელია, დაასკვნათ, რომ ჩადენილი ცოდვის პატიება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება პეტრეც ამასვე ფიქრობდა. აპატია იესომ პეტრეს?
იყო თუ არა პეტრე პატიების ღირსი?
რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა პეტრე მას შემდეგ, რაც უარყო თავისი მოძღვარი; უდავოა, რომ მომდევნო დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაუმძიმებდა მას გულს. ალბათ, როგორ კიცხავდა იგი საკუთარ თავს იმ დროს, როცა იესომ ლუკა 24:33). ცხადია, ყველა მოციქული ინანებდა იმას, რაც იმ საშინელ ღამეს გააკეთეს, და ერთმანეთს ანუგეშებდნენ.
რამდენიმესაათიანი წამების შემდეგ სული განუტევა. ის საშინლად იგრძნობდა თავს იმის გახსენებაზე, თუ რა ტკივილი მიაყენა ისედაც ნატანჯ იესოს, როცა სიცოცხლის უკანასკნელ დღეს მიატოვა. ყველაფრის მიუხედავად, პეტრე დარდს არ შთაუნთქავს. სახარებიდან ვიგებთ, რომ მალე იგი ისევ თავის ძმებთან ერთად იყო (ამ შემთხვევაში პეტრეზე შეიძლება ითქვას, რომ მან თავის ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. ადვილი შესაძლებელია, რომ ღვთის მსახური სულიერად დაეცეს, მაგრამ ამ დროს მთავარი ის კი არ არის, რამდენჯერ დაეცა, არამედ ის, რომ იპოვა საკუთარ თავში ფეხზე წამოდგომის ძალა და განაგრძო სვლა იმ იმედით, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა (იგავები 24:16). პეტრემ თავისი რწმენა იმით ცხადყო, რომ გულგატეხილობის მიუხედავად, ძმებთან ერთად ყოფნა არჩია. ბუნებრივია, მას, ვინც დარდით ან სინანულის გრძნობითაა დამძიმებული, განმარტოების სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ეს სახიფათოა (იგავები 18:1). კარგია, თუ იგი თანამორწმუნეების გვერდით იქნება და სულიერ ძალებს აღიდგენს (ებრაელები 10:24, 25).
პეტრემ სწორედ თავისი სულიერი ძმებისგან შეიტყო გამაოგნებელი ამბავი, რომ იესოს სხეული სამარხიდან გამქრალიყო. ამის გაგებისთანავე პეტრე და იოანე სამარხისკენ გაიქცნენ, სადაც რამდენიმე დღის წინ იესო დაასვენეს და შესასვლელთან ლოდი მიაგორეს. იოანემ, რომელიც, როგორც ჩანს, შედარებით ახალგაზრდა იყო, პირველმა მიირბინა სამარხთან. მაგრამ როდესაც ლოდი გადაგორებული დაინახა, შიგნით შესვლისგან თავი შეიკავა, რასაც ვერ ვიტყვით პეტრეზე. სირბილისგან გულამოვარდნილი პეტრე დაუყოვნებლივ შევიდა სამარხში, რომელიც ცარიელი დახვდა (იოანე 20:3—9).
დაიჯერა იმ წუთში პეტრემ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა? თავდაპირველად გაუჭირდა ამის დაჯერება მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ანგელოზებმა ღვთის ერთგულ ქალებს იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ აცნობეს (ლუკა 23:55—24:11). მაგრამ დღის ბოლოს პეტრეს ეჭვისა და გულგატეხილობის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. იესო უკვე ძლევამოსილი სულიერი პიროვნება იყო! იგი ეჩვენა ყველა თავის მოციქულს. იმ დღეს იესომ განსაკუთრებული რამ გააკეთა პეტრესთვის. მოციქულები ამბობდნენ: „უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენა!“ (ლუკა 24:34). მოგვიანებით, პავლე მოციქულიც წერდა ამ გასაოცარი მოვლენის შესახებ, როცა იესო „ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს“ (1 კორინთელები 15:5). პეტრეს სიმონს და კეფასაც ეძახდნენ. იესო სწორედ იმ დღეს ეჩვენა პეტრეს, როდესაც ეს უკანასკნელი შესაძლოა მარტო იყო.
ბიბლიაში დაწვრილებით არ არის მოთხრობილი, რა მოხდა ამ ამაღელვებელი შეხვედრის დროს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა სიხარულს იგრძნობდა პეტრე, როცა თავის საყვარელ მოძღვარს ცოცხალს დაინახავდა და თავისი სინანულის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა. ახლა მას ყველაზე მეტად ის სურდა, რომ იესოს მისთვის ეპატიებინა. არავინ დაეჭვდება იმაში, რომ იესომ დიდსულოვნება გამოიჩინა და აპატია პეტრეს. ქრისტიანებს, რომლებიც დღეს სცოდავენ, უნდა ახსოვდეთ პეტრეს შემთხვევა. ნუ ვიფიქრებთ, რომ არასდროს გავხდებით პატიების ღირსი. იესომ სრულყოფილად მიჰბაძა მამას, რომელიც „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).
დიდსულოვნების კიდევ ერთი მტკიცება
იესომ უთხრა თავის მოციქულებს, რომ გალილეაში წასულიყვნენ, სადაც კვლავ შეხვდებოდა მათ. პეტრემ გადაწყვიტა, სათევზაოდ წასულიყო გალილეის ზღვაზე, და რამდენიმე მოწაფე გაიყოლა. ამ დროს პეტრეს, უეჭველად, გაახსენდებოდა ტბა, სადაც ახალგაზრდობისას ხშირად თევზაობდა. ნავის ჭრიალისა და ტალღების შხეფების ხმაზე პეტრეს, რომელსაც თევზის დასაჭერად უხეში ბადეები ჰქონდა მომარჯვებული, ალბათ, მისთვის კარგად ნაცნობი გრძნობა დაეუფლებოდა. საინტერესოა, ფიქრობდა თუ არა პეტრე იმ მომენტში, როგორ უნდა ეცხოვრა მას იესოს დედამიწაზე მსახურების დასრულების შემდეგ? ხომ არ დაუბრუნდებოდა ის თავის საყვარელ საქმეს, მეთევზეობას? როგორც უნდა ყოფილიყო, იმ ღამეს მათ ვერც ერთი თევზი ვერ დაიჭირეს (მათე 26:32; იოანე 21:1—3).
გამთენიისას ნაპირიდან მათ ვიღაცამ დაუძახა, რომ ნავის მეორე მხარეს ესროლათ ბადეები. მათაც ისროლეს და 153 დიდი თევზი დაიჭირეს. პეტრემ იცოდა, ვინ დაუძახა ნაპირიდან. იგი ნავიდან გადახტა და ნაპირისკენ გასცურა. იესომ მათ გაღვივებულ ნაკვერჩხლებზე მომზადებული თევზი დაახვედრა. მან პეტრეს მიაპყრო მზერა.
იესომ ჰკითხა პეტრეს, უყვარდა თუ არა თავისი უფალი „ამათზე მეტად“; იგი, როგორც ჩანს, დიდი რაოდენობით დაჭერილ თევზს გულისხმობდა. რა ხდებოდა ამ დროს პეტრეს გულში? ნუთუ გადაწონიდა თევზჭერის სიყვარული იესოს სიყვარულს? რამდენადაც პეტრემ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი, იესომაც სამჯერ მისცა მას იმის საშუალება, რომ მეგობრების წინაშე დაემტკიცებინა თავისი სიყვარული. პეტრე ასეც მოიქცა, რის შემდეგაც იესომ აუხსნა, როგორ უნდა გამოევლინა სიყვარული; მას წმინდა მსახურება ყველაფერზე წინ უნდა დაეყენებინა და დაემწყემსა ქრისტეს ფარა, ანუ მისი ერთგული მიმდევრები (იოანე 21:4—17).
ამგვარად, იესომ დაარწმუნა პეტრე, რომ იგი ისევ გამოსადეგი იყო მისთვის და მამისთვის. ქრისტეს ხელმძღვანელობით პეტრეს მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებაში. რამხელა დიდსულოვნება გამოავლინა იესომ! უდავოა, რომ პეტრეს გულგრილს არ
დატოვებდა ასეთი მოპყრობა. ეს ღრმად ჩაებეჭდებოდა მას გულში.პეტრე უამრავი წლის მანძილზე ერთგულად ასრულებდა თავის დავალებას. მან გაამხნევა თავისი ძმები, როგორც იესომ დაუბარა სიკვდილის წინა დღეს. პეტრე დიდი სისათუთითა და მოთმინებით მწყემსავდა ქრისტეს ფარას. სიმონად წოდებულმა მამაკაცმა გაამართლა თავისი მოძღვრის მიერ შერქმეული სახელი — პეტრე, ანუ კლდე; იგი სამუდამოდ გახდა კრებისთვის მტკიცე და ძლიერი საყრდენი. ამას ადასტურებს თავად პეტრეს მიერ დაწერილი ორი თბილი წერილი, რომელიც ბიბლიის წიგნების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ამ წერილებიდან გამოჩნდა, პეტრეს არასდროს დავიწყებია იესოსგან ნასწავლი პატიების ნამდვილი ფასი (1 პეტრე 3:8, 9; 4:8).
ჩვენც შეგვიძლია ამ შემთხვევიდან ბევრი რამის სწავლა. ვთხოვთ ღმერთს ყოველდღიურად პატიებას არაერთი შეცდომისთვის? გვჯერა ჩვენც, რომ იეჰოვამ სამუდამოდ დაივიწყა ჩვენი შეცდომები? აღარ გვთრგუნავს დანაშაულის გრძნობა? ჩვენ გარშემო მყოფთა მიმართაც ვავლენთ დიდსულოვნებას და ვპატიობთ შეცდომებს? თუ ასეა, ისეთივე რწმენას ვავლენთ, როგორსაც პეტრე, და ისეთივე გულმოწყალეები ვართ, როგორც მისი მოძღვარი, იესო.
[ჩანართი 22 გვერდზე]
პეტრე ნამდვილად საჭიროებდა არაერთი შეცდომის გამო თავისი მოძღვრისგან პატიებას, მაგრამ რომელ ჩვენგანს არ ესაჭიროება ყოველდღიურად პატიება?
[სურათი 23 გვერდზე]
„უფალი მიბრუნდა და პეტრეს შეხედა“
[სურათი 24 გვერდზე]
„უფალი . . . სიმონს ეჩვენა!“