არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცედ იდექით რწმენაში!

მტკიცედ იდექით რწმენაში!

ახალგაზრდებისთვის

მტკიცედ იდექით რწმენაში!

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: იერემია, ებედ-მელექი, მეფე ციდკია.

მოკლე მიმოხილვა: იერემია იუდეველებისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდება, როცა მათ ღვთის სახელით ეუბნება, ჩაჰბარდნენ ქალდეველებს.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე იერემიას 38:1—5.

როგორ ფიქრობ, რას გრძნობდა იერემია, როცა იუდეველებს ელაპარაკებოდა?

․․․․․

რა ტონით გადასცემდა იერემია ხალხს ღვთის გაფრთხილებას?

․․․․․

გამოიკვლიე

რა აძლევდა იერემიას იმის ძალას, რომ გაბედულად გაეცხადებინა ღვთის სიტყვა?

․․․․․

2 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე იერემიას 38:6—13.

როგორ წარმოგიდგენია ჭა, რომელშიც იერემია ჩაუშვეს? რა სიღრმის ან რა სიგანის იქნებოდა ჭა? როგორი სუნი იქნებოდა მასში?

․․․․․

შენი აზრით, რას ფიქრობდა იერემია, როცა „ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში“? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-6 მუხლი)

․․․․․

გამოიკვლიე

იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული პუბლიკაციების გამოყენებით გამოიკვლიე, როგორი იყო ბიბლიურ დროში ჭები.

․․․․․

რისი რწმენა დაეხმარა ებედ-მელექს, რომ იერემია გადაერჩინა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-7—9 მუხლები)

․․․․․

რატომ დაუჯერა ასე ადვილად ციდკიამ ჯერ მთავრებს, შემდეგ კი ებედ-მელექს? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-5 და მე-10 მუხლები) რას გვეუბნება ეს მის პიროვნებაზე? საიდან ჩანს, რომ მას სუსტი რწმენა ჰქონდა?

․․․․․

․․․․․

ამ ბიბლიური პერსონაჟებიდან, რომელს ჰქონდა მტკიცე რწმენა და რომელს — არა? რატომ ფიქრობ ასე?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე:

რა ისწავლე გამბედაობაზე?

․․․․․

რა ისწავლე რწმენაზე?

․․․․․

რას გვასწავლის ის, რომ იეჰოვა იცავს მათ, ვინც უშიშრად ემსახურება მას?

․․․․․

რთულ სიტუაციებში როგორ დაგეხმარება რწმენა იმაში, რომ სწორად მოიქცე?

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org