სად არის ღმერთი?
სად არის ღმერთი?
2001 წლის 11 სექტემბერს, დილის 8 საათსა და 46 წუთზე, ტერორისტების მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილო ცათამბჯენს შეეჯახა. ეს ტერორისტთა პირველი სამიზნე იყო. მომდევნო საათ-ნახევრის განმავლობაში დაახლოებით 3 000 ადამიანი დაიღუპა.
2004 წლის 26 დეკემბერი
ინდოეთის ოკეანეში მომხდარმა 9-ბალიანმა მიწისძვრამ გამოიწვია გიგანტური ტალღები, რომლებმაც 11 ქვეყანას მიაყენა ზიანი, მათ შორის 5 000 კილომეტრით დაშორებულ აფრიკას. ერთ დღეში დაახლოებით 150 000 ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა, მილიონზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.
2009 წლის 1 აგვისტოს 42 წლის მამაკაცი, თავის 5 წლის ვაჟთან ერთად წყლის მოტოციკლით ხის ნავმისადგომს შეეჯახა. მამა ადგილზევე დაიღუპა, ბავშვი კი — მომდევნო დღეს. „გვეგონა, სასწაული მოხდებოდა და ბავშვი გადარჩებოდა“, — თქვა ერთ-ერთმა დამწუხრებულმა ნათესავმა.
როცა ტერაქტების ან სტიქიური უბედურებების შესახებ იგებთ, ან როცა თქვენს ოჯახში ხდება ტრაგედია, შეიძლება ასეთი კითხვები გებადებათ: „ვერ ხედავს ღმერთი ამ ყველაფერს? რატომ მიგვატოვა?“. ამ კითხვებზე პასუხს ბიბლია გვცემს, რასაც მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.
[სურათის საავტორო უფლებები 3 გვერდზე]
© Dieter Telemans/Panos Pictures
PRAKASH SINGH/AFP/Getty Images
© Dieter Telemans/Panos Pictures