ახდენენ გავლენას ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაზე?
ახდენენ გავლენას ვარსკვლავები თქვენს ცხოვრებაზე?
დასახლებული პუნქტებიდან შორს ღამით, მოწმენდილ ცაზე, ათასობით ვარსკვლავი შავ ბარხატზე მიმოფანტული ბრილიანტებივით ბრჭყვიალებს. სულ რაღაც სამსაუკუნე-ნახევარია, რაც ადამიანი მიხვდა, რაოდენ გიგანტური ზომისანი არიან ვარსკვლავები და რა შორს არიან ისინი ჩვენგან. ახლაღა ვხვდებით, რა კოლოსალური ძალები მოქმედებს ჩვენს შიშის მომგვრელ სამყაროში.
უხსოვარი დროიდან შესცქერიან ადამიანები ღამის ცას და უკვირდებიან, როგორ მოწესრიგებულად გადაადგილდებიან ციური სხეულები და როგორ იცვლება ცის კამარაზე მათი ადგილმდებარეობა დროების ცვლასთან ერთად (დაბადება 1:14). ბევრს დაუფლებია ისეთივე გრძნობები, როგორიც ისრაელის მეფე დავითს ჰქონდა, რომელმაც დაახლოებით 3 000 წლის წინათ დაწერა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს?“ (ფსალმუნი 8:3, 4).
ვაცნობიერებთ თუ არა, ციური სხეულები და მათი მოძრაობა აშკარა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. მზის წყალობით, რომლის ირგვლივაც დედამიწა ბრუნავს, ადამიანი დროის საზომი ძირითადი ერთეულების — დღისა და წელიწადის — ხანგრძლივობას ადგენს. მთვარეც „დროის დასადგენად“ არის შექმნილი (ფსალმუნი 104:19). ვარსკვლავები სანდო მეგზურები არიან ნავიგაციაში; ასტრონავტები მათზე დაკვირვებით თავიანთ კოსმოსურ ხომალდს მიმართულებას აძლევენ. ამიტომ ზოგს აინტერესებს, შეუძლიათ თუ არა ვარსკვლავებს დროისა და ვადების დადგენისა და ღვთის შემოქმედებისადმი მადლიერების გაღვივებაზე უფრო მეტის გაკეთება? შეუძლიათ თუ არა ვარსკვლავებს განსაზღვრონ ჩვენი მომავალი და გაგვაფრთხილონ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ?
ასტროლოგიის დასაბამი და მისი მიზანი
სავარაუდოდ ძვ. წ. მესამე ათასწლეულში ძველი შუამდინარეთის ტერიტორიაზე პირველად დაიწყეს ციურ სხეულებზე დაკვირვება, რათა რაიმე ნიშნები დაენახათ და მათით ეხელმძღვანელათ. ადრინდელი ასტროლოგები დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ ცას. ისინი აკვირდებოდნენ ციურ სხეულთა მოძრაობის მიმართულებებს; მათ დაადგინეს ვარსკვლავების განლაგება, შეადგინეს კალენდრები და წინასწარ გამოთვალეს მზისა და მთვარის დაბნელების თარიღები და, ამგვარად, საფუძველი ჩაუყარეს ასტრონომიას. მაგრამ ასტროლოგია უფრო მეტია, ვიდრე იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მოქმედებს მზე და მთვარე გარემოზე. ასტროლოგები აცხადებენ, რომ მზის, მთვარის, პლანეტების, ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების მდებარეობა და განლაგება არა მარტო
გლობალური მნიშვნელობის მქონე მოვლენებზე ახდენს გავლენას, არამედ ცალკეული ადამიანების ცხოვრებასაც განაგებს. რას გულისხმობენ ისინი?ზოგი ასტროლოგი ციურ სხეულებს აკვირდება, რათა მომავლის შესახებ რაიმე მინიშნება ან გაფრთხილება მიიღოს, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა სახით გამოიყენოს და სხვებსაც გაუზიაროს. სხვები ფიქრობენ, რომ ასტროლოგიის მეშვეობით შეუძლიათ გაიგონ წინასწარ დაწერილი მომავალი ან განსაზღვრონ დიდი თუ პატარა საქმის დასაწყებად საუკეთესო დრო. ისინი ამბობენ, რომ ამ ინფორმაციას იღებენ ძირითადი ციური სხეულების განლაგებაზე დაკვირვებით და მათი ერთმანეთთან და დედამიწასთან ურთიერთქმედების „გამოთვლით“. მათი აზრით ციური სხეულების გავლენა ამა თუ იმ ადამიანზე დამოკიდებულია მათ განლაგებაზე მისი დაბადების დროს.
პირველი ასტროლოგების შეხედულებით დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო, პლანეტები და ვარსკვლავები კი ერთმანეთში მოთავსებულ, ზომების მიხედვით განლაგებულ სფეროებში მოძრაობდნენ, რომლებიც დედამიწის ირგვლივ ბრუნავდნენ. ისინი ასევე ფიქრობდნენ, რომ წლის განმავლობაში მზე ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების შორის გარკვეულ გზას გაივლიდა. მათ ამ მზის ხილულ გზას ეკლიპტიკა უწოდეს და ის 12 ნაწილად დაყვეს. თითოეულ ნაწილს მასში არსებული იმ თანავარსკვლავედის სახელი უწოდეს, რომელსაც მზე გაივლიდა. ასე წარმოიშვა ზოდიაქოს 12 ნიშანი. ფიქრობდნენ, რომ ამ ნაწილებში ანუ „სახლებში“ ესა თუ ის ღვთაება მკვიდრობდა. თუმცა დროთა განმავლობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზე კი არ ბრუნავდა დედამიწის ირგვლივ, დედამიწა ბრუნავდა მზის გარშემო. ამ აღმოჩენამ ასტროლოგიას, როგორც მეცნიერებას, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.
ასტროლოგია შუამდინარეთიდან, სადაც მას საფუძველი ჩაეყარა, მთელ დედამიწაზე გავრცელდა და სხვადასხვა სახით ყველა ძირითად ცივილიზაციაში მოიკიდა ფეხი. მას შემდეგ, რაც სპარსეთმა ბაბილონი დაიპყრო, ასტროლოგიამ ეგვიპტეში, საბერძნეთსა და ინდოეთშიც შეაღწია. ინდოეთიდან ბუდისტმა მისიონერებმა ის ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში, ტიბეტში, იაპონიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც გაავრცელეს. ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ ეზიარა მაიას ტომი ასტროლოგიას, თუმცა ის კი ვიცით, რომ ამ ცივილიზაციაში ასტროლოგიურ დაკვირვებებს ბაბილონელთა მსგავსად სხვადასხვა სფეროში იყენებდნენ. როგორც ჩანს, ასტროლოგიამ „თანამედროვე“ სახე ელინისტურ ეგვიპტეში მიიღო და დიდი გავლენა მოახდინა იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთ მიმდინარეობაზე.
ასტროლოგიამ ისრაელებზე ჯერ კიდევ მანამდე მოახდინა გავლენა, სანამ ძვ. წ. VII საუკუნეში 2 მეფეები 23:5).
მათ ბაბილონში გადაასახლებდნენ. ბიბლია მოგვითხროს, თუ როგორ აკრძალა ღვთის ერთგულმა მეფემ, იოშიამ „მზისთვის, მთვარისთვის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისა და ცის მთელი ლაშქრისთვის“ შესაწირავის მიტანა (ასტროლოგიის სულისჩამდგმელი
ასტროლოგია სამყაროს სტრუქტურისა და ფუნქციონირების შესახებ არასწორ შეხედულებებზეა დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მისი სულისჩამდგმელი ღმერთი იყოს. ვინაიდან ასტროლოგიის ძირითადი შეხედულებები სიცრუეზეა აგებული, შეუძლებელია, ასტროლოგიის მეშვეობით ზუსტი მომავლის განსაზღვრა. მის უძლურებას ორი საინტერესო ისტორიული ფაქტიც ადასტურებს.
ქურუმებმა და ასტროლოგებმა ვერ შეძლეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისთვის სიზმრის ახსნა. იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის წინასწარმეტყველმა, დანიელმა, ამის მიზეზად შემდეგი რამ დაასახელა: „ბრძენკაცებს, შემლოცველებს, გრძნეულ ქურუმებსა და ასტროლოგებს არ შეუძლიათ მეფისთვის იმ საიდუმლოს ახსნა, რომელსაც მეფე მეკითხება. მაგრამ ზეცაში არის ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი, ის ამცნობს მეფე ნაბუქოდონოსორს, რა უნდა მოხდეს უკანასკნელ დღეებში“ (დანიელი 2:27, 28). დანიელმა ხელმძღვანელობისთვის მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს კი არა, „საიდუმლოთა განმცხადებელს“, იეჰოვა ღმერთს მიმართა და მეფეს ზუსტად აუხსნა სიზმარი (დანიელი 2:36—45).
მაიას ზუსტმა ასტროლოგიურმა გამოთვლებმა ახ. წ. IX საუკუნეში ეს ცივილიზაცია განადგურებისგან ვერ დაიხსნა. ამ ორი შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ასტროლოგიას სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს და მისი მეშვეობით შეუძლებელია ნებისმიერი რამის წინასწარ განსაზღვრა. უფრო მეტიც, გამოაშკარავდა ასტროლოგიის მთავარი მიზანი — დაუმალოს ხალხს ის, რომ ზუსტი ინფორმაცია მომავლის შესახებ მხოლოდ ღვთისგან მომდინარეობს.
იმის გათვალისწინებით, რომ ასტროლოგია სიცრუეზეა დამყარებული, ადვილია, ამოვიცნოთ მისი სულისჩამდგმელის ვინაობა. იესომ თქვა ეშმაკზე: „ის . . . ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). სატანას თავი „სინათლის ანგელოზად“ მოაქვს, დემონები კი „სიმართლის მსახურთა“ სახეს იღებენ. სინამდვილეში ისინი მატყუარები არიან, რომლებიც ცდილობენ ხალხის სიცრუის ხაფანგში გაბმას (2 კორინთელები 11:14, 15). ღვთის სიტყვა ააშკარავებს, რომ „ყოველგვარი სასწაული, ცრუ ნიშანი [და] საკვირველება“ სატანისგანაა (2 თესალონიკელები 2:9).
რატომ უნდა მოერიდოთ ასტროლოგიას?
ასტროლოგია სიცრუეზეა აგებული, ამიტომ ის საძულველია „ჭეშმარიტების ღვთისთვის“, იეჰოვასთვის (ფსალმუნი 31:5). ამის გამო ბიბლია აშკარად განსჯის ასტროლოგიას და მოუწოდებს ყველას, თავი შორს დაიჭირონ მისგან. კანონის 18:10—12-ში ღმერთი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს: „არ იყოს შენში . . . მისანი, არც გრძნეული . . . არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“.
ვინაიდან ასტროლოგიის სულისჩამდგმელები სატანა და მისი დემონები არიან, ადამიანი მასში მონაწილეობით საკუთარ თავს აყენებს იმ საფრთხის წინაშე, რომ ამ სულიერმა ქმნილებებმა მასზე იმოქმედონ. როგორც ნარკომანი შეიძლება გახდეს ნარკოდილერების მონა, ისე ასტროლოგიით დაინტერესებული ადამიანი შეიძლება მოექცეს ყველაზე დახელოვნებული მატყუარას, სატანის გავლენაში. აქედან გამომდინარე, ღვთისა და ჭეშმარიტების მოყვარულთ საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ ასტროლოგიასთან და უნდა მიჰყვნენ ბიბლიის რჩევას: „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (ამოსი 5:15).
ხალხის სურვილი, გაიგოს, რა ელის მომავალში, ასტროლოგთა წისქვილზე ასხამს წყალს. შესაძლებელია, გავიგოთ, რა მოხდება მომავალში? თუ დიახ, როგორ? ბიბლია ამბობს, რომ ვერ გავიგებთ პირადად ჩვენ რა მოგველის ხვალ, ერთი თვის ან ერთი წლის შემდეგ (იაკობი 4:14). თუმცა იმას კი გვიმჟღავნებს, რა ელის კაცობრიობას ახლო მომავალში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო, რომელზეც „მამაო ჩვენოშია“ საუბარი, მალე დამყარდება (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10). ღვთის სიტყვა იმასაც გვპირდება, რომ მალე ადამიანთა ტანჯვას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება (ესაია 65:17; გამოცხადება 21:4). ღმერთი კი არ განსაზღვრავს წინასწარ ადამიანის მომავალს, არამედ მოუწოდებს ყველას, გაეცნონ მას და გაიგონ, რას გააკეთებს ის მათთვის. საიდან ვიცით ეს? ბიბლიაში გასაგებად არის ნათქვამი, რომ ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).
საუცხოო ცა და ყველაფერი, რაც მასშია, იმისთვის არ შექმნილა, რომ ჩვენი ცხოვრება აკონტროლონ. ისინი იეჰოვას ძალასა და მის ღვთაებრიობაზე მეტყველებენ (რომაელები 1:20). მათი შემხედვარენი აღძრულნი უნდა ვიყოთ, უარვყოთ სიცრუე და სანდო ხელმძღვანელობის მისაღებად ღმერთსა და მის სიტყვას, ბიბლიას მივმართოთ. „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6).
[ჩანართი 19 გვერდზე]
მაიას ტომი ასტროლოგიურ დაკვირვებებს სხვადასხვა სფეროში იყენებდა
[ჩანართი 20 გვერდზე]
„ზეცაში არის ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი, ის ამცნობს . . . რა უნდა მოხდეს უკანასკნელ დღეებში“
[ჩანართი 20 გვერდზე]
მაიას ზუსტმა ასტროლოგიურმა გამოთვლებმა ეს ცივილიზაცია განადგურებისგან ვერ დაიხსნა
[სურათი 19 გვერდზე]
ელ-კარაკოლის ობსერვატორია, ჩიჩენ-იცა, იუკატანი, მექსიკა, ახ.წ. 750—900 წწ.
[სურათის საავტორო უფლებები 19 გვერდზე]
Page 18 and 19, left to right: Stars: NASA, ESA, and A. Nota (STScI); Mayan calendar: © Lynx/Iconotec com/age fotostock; Mayan astronomer: © Albert J. Copley/age fotostock; Mayan observatory: El Caracol (The Great Conch) (photo), Mayan/Chichen Itza, Yucatan, Mexico/Giraudon/The Bridgeman Art Library