„მოწაფეების მოსამზადებლად“ გაგზავნილი მისიონერები
გალაადის 128-ე კლასის გამოშვება
„მოწაფეების მოსამზადებლად“ გაგზავნილი მისიონერები
„ყველა ეროვნების ადამიანმა რომ მოისმინოს სასიხარულო ცნობა, ზოგი ქრისტიანი მზად არის დატოვოს ოჯახი და სახლ-კარი და უცხო ქვეყანაში იქადაგოს“. ამ სიტყვებით განაწყო აუდიტორია შესანიშნავი სულიერი პროგრამის მოსასმენად იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა.
2010 წლის 13 მარტს 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 128-ე კლასის გამოსაშვები პროგრამის მოსასმენად. პროგრამას ესწრებოდნენ 27 ქვეყნიდან ჩამოსული მომავალი მისიონერების მეგობრები, ოჯახის წევრები და სტუმრები.
„მოწაფეები არ დარჩენილან სახლში“
თავჯდომარემ, ძმა სპლეინმა, პროგრამა იესოს დავალების განხილვით დაიწყო: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათე 28:19, 20). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესომ თავისი მოწაფეები ხალხთან გააგზავნა. მართალია, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შუამდინარეთიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან ხალხი იერუსალიმში ჩამოვიდა და სასიხარულო ცნობა მოისმინა, მაგრამ, „მოწაფეები არ დარჩენილან სახლში და არ დალოდებიან, რომ ხალხი ყველა ერიდან მათთან მივიდოდა, — აღნიშნა მომხსენებელმა. — ხალხთან რომ ესაუბრათ, ისინი დედამიწის კიდით კიდემდე უნდა წასულიყვნენ“ (საქმეები 1:8).
„იესომ არა მარტო უთხრა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მათ, — თქვა ძმა სპლეინმა, — არამედ ასწავლა კიდეც, როგორ უნდა გაეკეთებინათ; მან არა მარტო უთხრა მათ, რომ ელოცათ, არამედ ასწავლა კიდეც, როგორ უნდა ელოცათ; მან არა მარტო უთხრა მათ, რომ ექადაგათ, არამედ აჩვენა კიდეც, როგორ უნდა ექადაგათ; მან არა მარტო უთხრა, რომ კარგი მასწავლებლები ყოფილიყვნენ, არამედ აჩვენა კიდეც სწავლების კარგი და ეფექტური მეთოდები“.
თავჯდომარემ კურსდამთავრებულთა მშობლებს მიმართა და იესოს ის სიტყვები მოიყვანა, რომლებიც თავის მოწაფეებს უთხრა: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:20). ძმა სპლეინმა დაარწმუნა მსმენელები, რომ იესო კვლავაც იზრუნებდა „გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულებზე, როდესაც ისინი უცხო ქვეყნებში იმსახურებდნენ.
„იამაყეთ იეჰოვათი“
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა, კურსდამთავრებულებს უთხრა, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ სიამაყის მიზეზი. მან ახსნა, რომ არსებობს გამართლებული და გაუმართლებელი სიამაყე. გაუმართლებელ სიამაყეს ადამიანი მაშინ ავლენს, როცა საკუთარი თავის განდიდებისკენ ისწრაფვის. გამართლებული სიამაყის შესახებ კი საუბარია 1 კორინთელების 1:31-ში: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“. ძმა მორისმა თქვა: „ნამდვილად საამაყოა ის, რომ კარგად ვიცნობთ იეჰოვა ღმერთს. თქვენთვისაც და ჩემთვისაც უდიდესი პატივია, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და მის წმინდა სახელს ვატარებთ“ (იერემია 9:24).
მომხსენებელმა მოიყვანა აფრიკაში მომსახურე მისიონერის შემთხვევა იმის აღსანიშნავად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას სახელის გამოყენება. ერთი მისიონერი თავის ცოლთან ერთად მიდიოდა ბიბლიური მოხსენების წასაკითხად. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ახალგაზრდა ჯარისკაცმა იარაღი მიუშვირა და ჰკითხა, ვინ იყო. ცოლს გაახსენდა „გალაადში“ ნასწავლი და ქმარს წასჩურჩულა: „უთხარი, რომ იეჰოვას მოწმე ხარ და ბიბლიური მოხსენების წასაკითხად მიდიხარ“. მანაც დაუჯერა ცოლს და უპრობლემოდ გაატარეს. მეორე დღეს რადიოში მოისმინეს, რომ პრეზიდენტს ჯარისკაცებისთვის ებრძანებინა, მოეძებნათ ის მკვლელები, რომლებიც თავს მისიონერებს უწოდებდნენ. იმით, რომ მისიონერებმა თქვეს, იეჰოვას
მოწმეები ვართ და არა მისიონერებიო, ზედმეტი პრობლემები აირიდეს თავიდან. ძმა მორისმა მოხსენება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „როდესაც დანიშნულ ქვეყნებში ჩახვალთ, იეჰოვათი იამაყეთ. იამაყეთ ყველაფრით, რასაც იეჰოვა გააკეთებს თქვენით თავისი მარადიული დიდებისთვის“.„შეასრულებთ თქვენს მისიას?“
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა და ყოფილმა მისიონერმა, ჯეფრი ჯექსონმა, ზემოთ დასმულ კითხვაზე დააფიქრა კურსდამთავრებულები. მან ჰკითხა მათ: „რას ვგულისხმობთ, როცა ვინმეზე ვამბობთ, რომ მისიონერია?“ მან განმარტა, რომ სიტყვა მისიონერი მომდინარეობს ლათინურიდან და მიანიშნებს ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, რომელთაც განსაკუთრებული დავალება მიიღეს. ჩვენი, იეჰოვას მოწმეების, მისია ის არის, რომ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა და ხალხს სულიერად დავეხმაროთ. ამით ვბაძავთ იესო ქრისტეს, რომელსაც ყოველთვის ახსოვდა, რა მისიით მოვიდა დედამიწაზე. მან რომაელ მმართველს, პონტიუს პილატეს უთხრა: „იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (იოანე 18:37).
მომხსენებელმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, დაფიქრებულიყვნენ იმ ბიბლიურ ცნობაზე, რომელშიც იერიხონის ბრძოლაა აღწერილი. ექვსი დღის განმავლობაში ისრაელი მეომრები დილით ადრე დგებოდნენ, აბჯარს ისხამდნენ, იერიხონს გარს უვლიდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. „ადამიანური თვალსაზრისით, — თქვა მომხსენებელმა, — მათი მისია უაზრო და უცნაური ჩანდა“. მან თქვა, რომ, შესაძლოა, ზოგიერთი ჯარისკაცი ფიქრობდა, დროს ფუჭად ვხარჯავთო. მაგრამ მეშვიდე დღეს ისრაელებმა ბრძანება მიიღეს, შვიდჯერ შემოევლოთ ქალაქისთვის და ბოლოს ბრძოლის ყიჟინა დაეცათ. რა მოჰყვა ამას შედეგად? იერიხონის გალავანი ჩამოიქცა (იესო ნავეს ძე 6:13—15, 20).
ძმა ჯექსონმა თქვა, რომ იერიხონში მომხდარი შემთხვევიდან ოთხი რამის სწავლა შეგვიძლია. 1) მნიშვნელოვანია მორჩილება. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც იეჰოვას სურს და არ ვიფიქროთ, რომ, თუ ჩვენებურად გავაკეთებთ, უკეთესი იქნება. 2) აუცილებელია, იეჰოვასადმი რწმენა და ნდობა. იერიხონის გალავანი რწმენით დაინგრა და არა კედლის სანგრევი საბრძოლო იარაღებით (ებრაელები 11:30). 3) უნდა იყოთ მომთმენნი და თავის დროზე იეჰოვას კურთხევა გეწევათ (კანონი 28:2). 4) უკან არ დაიხიოთ! არასოდეს დაივიწყოთ თქვენი მისია. ძმა ჯექსონმა თავისი მოხსენება შემდეგი სიტყვებით შეაჯამა: „თუკი ყოველთვის გემახსოვრებათ ეს, შეძლებთ თქვენი მისიის შესრულებას, რაც იეჰოვას განადიდებს“.
პროგრამის სხვა მნიშვნელოვანი ნაწილი
„გიყვარდეთ ბიბლია და მისი ავტორი“. ამ თემაზე ისაუბრა შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, მაქსველ ლოიდმა. მან კურსდამთავრებულებს უთხრა: „თქვენთვის ბიბლია ცოცხალი წიგნი უნდა იყოს“. შემდეგ მან გაამხნევა ისინი: არასოდეს გაგინელდეთ იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარული. ნუ მოელით, რომ ყველა გაიგებს, რასაც ასწავლით. ასწავლეთ მარტივად, რათა ბიბლიური ჭეშმარიტება შემსწავლელთა გულებს შეეხოს. იყავით თავმდაბლები. თავს ისე ნუ დაიჭერთ, რომ თითქოს სხვებზე მეტი იცით. ასწავლეთ საკუთარი მაგალითით. დაანახვეთ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ ძალიან გიყვართ ბიბლია.
„დააკვირდით ყორნებს“ — ამ სათაურით წარმოთქვა მოხსენება სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა და ყოფილმა მისიონერმა, მაიკლ ბარნეტმა. მან თქვა, რომ ზოგჯერ გვექნება რაღაც საწუხარი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს იესოს რჩევა: „დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან . . . მაგრამ ღმერთი ასაზრდოებს მათ“ (ლუკა 12:24). მოსეს კანონის თანახმად, ყორანი უწმინდური ფრინველი იყო და მისი ხორცის ჭამა არ შეიძლებოდა. ისინი საზიზღარ ფრინველებად ითვლებოდნენ (ლევიანები 11:13, 15). მიუხედავად ამისა, ღმერთი ასაზრდოებდა მათ. „ასე რომ, თუ რაიმე საწუხარი გექნებათ მომავალში, გაიხსენეთ ყორნები. თუ ღმერთი ზრუნავდა ასეთ ფრინველებზე, რომლებიც უწმინდურად და საზიზღრად ითვლებოდა, რამდენად უფრო მეტად იზრუნებს თქვენზე, ვინც მის თვალში წმინდები ხართ“, — თქვა ძმა ბარნეტმა.
„არ გექცევი უსამართლოდ“. სკოლა „გალაადის“ კიდევ ერთმა მასწავლებელმა, მარკ ნიუმარმა, განიხილა ვენახში მომუშავეთა მაგალითი, მათე 20:13, 14). რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? ნუ შეადარებთ თქვენს თავს სხვებს. „უარყოფითი აზრები მხოლოდ სიხარულს დაგაკარგვინებთ, და უარესი კი ის არის, რომ შეიძლება დანიშნულების ადგილი დაგატოვებინოთ და უარი გათქმევინოთ ამ ძვირფას მსახურებაზე“, — თქვა ძმა ნიუმარმა. მომხსენებელმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ დღეს იესოა სულიერი სამკლის პატრონი და ისე მოექცევა თავის მიმდევრებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. თუკი იეჰოვა და იესო გადაწყვეტენ, რომ ვინმესთვის რაიმე დამატებით გააკეთონ, ისინი ამით თქვენ უსამართლოდ არ გექცევიან. საკუთარ მსახურებაზე იფიქრე და სხვისმა წარმატებებმა ხელი არ შეგიშალოს იმ საქმის გაკეთებაში, რომელიც იეჰოვამ შენ მოგანდო.
რომელიც იესომ მოიყვანა. ზოგიერთი მთელი დღე მუშაობდა ვენახში, ზოგმა კი მხოლოდ ერთი საათი იმუშავა. თუმცა ყველამ ერთნაირი გასამრჯელო მიიღო. მათ, ვინც მთელი დღე იმუშავა, ბუზღუნი დაიწყეს. ვენახის პატრონმა მათ გასაგონად თქვა: „არ გექცევი უსამართლოდ. ერთ დინარად არ მომირიგდი? აიღე, რაც გეკუთვნის და წადი“ (შემთხვევები და ინტერვიუები
სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებებთან თანამშრომლობდნენ და მათთან ერთად ქადაგებდნენ. სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, სემ რობერსონმა, ინტერვიუ აიღო რამდენიმე კურსდამთავრებულისგან, რომელთაც საინტერესო შემთხვევები ჰქონდათ. მაგალითად, და ალესანდრა კირხლერი შეხვდა ერთ ქალს, რომელიც წუხდა, რომ მისი ვაჟი სიგარეტს ეწეოდა. ალესანდრამ კვლავ მიაკითხა ამ ქალს და მიუტანა ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. მართალია, ის სახლში არ დახვდა, მაგრამ ჟურნალი მაინც დაუტოვა. საბოლოოდ, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და ქალმა შეიპატიჟა ის სახლში. ქალს ძალიან მოსწონებოდა ჟურნალი და თქვა: „ყოველთვის ვფიქრობდი, რას ვაკეთებდი ისეთს, რომ ღმერთი ასეთ პრობლემებს მატეხს და ნეტავ რისი სწავლება უნდა-მეთქი ჩემთვის“. ალესანდრამ ბიბლიიდან აჩვენა, რომ უბედურებას ღმერთი არ გვატეხს თავს (იაკობი 1:13). ახლა ეს ქალი და მისი ვაჟი ბიბლიას სწავლობენ.
მელვინ ჯოუნზმა, რომელიც სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურობს, ინტერვიუ აიღო „გალაადის“ იმ კურსდამთავრებულებისგან, რომლებიც უკვე მისიონერებად მსახურობენ: ჯონ სომერუდისგან, რომელიც ალბანეთში მსახურობს, მარკ ანდერსონისგან, რომელიც კენიაში მსახურობს, და ჯეიმზ ჰინდერერისგან, რომელიც თეოკრატიული სკოლების განყოფილებაში მსახურობს. სამივემ აღნიშნა, რომ სკოლა „გალაადი“ არა მარტო ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლის სტუდენტებს, არამედ იმასაც, თუ როგორ გამოიყენონ ეს ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი ან სად მსახურობენ.
ბოლოს ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა კლასის სამადლობელი წერილი წაიკითხა. ხელმძღვანელი საბჭოს ყველაზე ასაკოვანმა წევრმა, 96 წლის ჯონ ბარმა, პროგრამა ლოცვით დაამთავრა და იეჰოვას სთხოვა, კურთხევები არ მოეკლო სკოლა „გალაადის“ 128-ე კლასის კურსდამთავრებულებისთვის.
[ცხრილი⁄რუკა 31 გვერდზე]
კლასის სტატისტიკა
ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც მისიონერები არიან 8
სტუდენტების რაოდენობა 54
დაქორწინებული წყვილების რაოდენობა 27
საშუალო ასაკი 35,2
მონათვლის შემდეგ მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 19,1
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა 13,8
[რუკა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ქვემოთ მოცემულია 25 ქვეყანა,
სადაც მისიონერები გაიგზავნენ
ჰონდურასი
გვატემალა
ნიკარაგუა
დომინიკელთა რესპუბლიკა
არუბა
გაიანა
ეკვადორი
ბოლივია
პარაგვაი
ლატვია
რუმინეთი
კოსოვო
სერბია
ალბანეთი
გვინეა
ლიბერია
კოტ-დ’ივუარი
განა
ნამიბია
რუანდა
მადაგასკარი
მონღოლეთი
ტაივანი
კამბოჯა
ინდონეზია
(ტერიტორია, რომელზეც ავსტრალიის ფილიალი ზრუნავს)
ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ
[სურათი 30 გვერდზე]
სკოლა „გალაადში“ სწავლების დროს მსახურებაში მომხდარი შემთხვევის ინსცენირება
[სურათი 31 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 128-ე კლასის გამოშვება
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ:
1) ე. კელერი, ი. ოსტოპოვიჩი, ს. ჯაკობსენი, მ. არიასი, ი. დიკმანი, ჯ. ტანაკა, კ. ჰარადა;
2) ლ. კამაჩო, ა. კირხლერი, ს. როდრიგესი, ბ. უორდი, კ. ტრენალონი, ვ. ვიქტორია, ფ. ოქსლი, კ. ნგუანი;
3) ო. ოქსლი, ა. დე დიოსი, ს. ლინდსტრომი, ჯ. ალენი, ტ. მიდსი, ჯ. უადინგტონი, ე. ვიქტორია;
4) ჰ. ჰარადა, ა. ლინდსტრომი, ე. ორსინი, დ. ლოუგი, ტ. მისუდი, ს. ბერჟგერონი, გ. კამაჩო, ტ. უორდი;
5) ვ. კირხლერი, ჰ, ნგუანი, ი. კრემარი, ს. ბუერგო, ნ. ტიტმასი, ქ. დე დიოსი, ა. როდრიგესი, მ. უადინგტონი;
6) ჯ. დიკმანი, ქ. ალენი, რ. ტიტმასი, ჟ. არიასი, ე. ბერჟგერონი, ჯ. კელერი, ფ. ოსტოპოვიჩი, ფ. ბუერგო;
7) კ. ტანაკა, ჯ. კრემარი, რ. ჯაკობსენი, ჯ. ტრენალონი, ჯ. ლოუგი, დ. მიდსი, დ. მისუდი, ა. ორსინი.