მალე ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღება!
მალე ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღება!
ღმერთი თავისი შთაგონებით დაწერილი სიტყვის მეშვეობით გვიხსნის, რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას. გარდა ამისა, მან მოგვცა თავისუფალი ნება და თავშეკავების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავი შევიკავოთ ცუდის კეთებისგან (კანონი 30:15, 16, 19). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჩვენი ცუდი მიდრეკილებები და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ მათ გამოსასწორებლად. საბოლოო ჯამში, ცუდის კეთებისგან თავშეკავება სიხარულს მოგვანიჭებს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენს გარშემომყოფებსაც (ფსალმუნი 1:1).
შეიძლება მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ცუდის კეთებას, მაგრამ ჩვენ გვიწევს ცხოვრება მსოფლიოში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად უამრავ ბოროტებას სჩადიან. ბიბლია გვაფრთხილებს: „იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“. ბიბლიაში ისიც არის ახსნილი, თუ რატომ იქნებოდა ეს დრო „ძნელად ასატანი“: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთებს ზურგი აქციე“ (2 ტიმოთე 3:1—5).
ზემოთ მოყვანილ წინასწარმეტყველებაში, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ ფრაზას „ბოლო დღეებში“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? თვითონ ფრაზიდანაც ჩანს, რომ აქ რაღაცის დასასრულზეა საუბარი. რის დასასრულზე? ბიბლია ნათელს ჰფენს ამ საკითხს.
ბოროტები მოისპობიან
„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).
„იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს, ყველა ბოროტს კი მოსპობს“ (ფსალმუნი 145:20).
აღარავინ დაიჩაგრება
„ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 72:12, 14).
„თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომაელები 8:21).
ყველას მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება
„თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4).
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).
სამართალი იზეიმებს
„განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ . . . ? გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს“ (ლუკა 18:7, 8).
„იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი“ (ფსალმუნი 37:28).
დედამიწაზე დამკვიდრდება სიმართლე
„სიმართლეს ისწავლიან მიწის მკვიდრნი“ (ესაია 26:9).
„ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (ადამიანები დღესვე იცვლებიან
ფაქტია, ყველას გვსიამოვნებს ასეთი დაპირებების მოსმენა. მაგრამ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს სიტყვები შესრულდება? ამის გარანტიას გვაძლევს ის, რაც დღეს ხდება. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა შეიცვალა ცხოვრების წესი და ერთ დროს ეგოისტი, უზნეო და მოძალადე ადამიანები პატიოსნები, მშვიდობისმყოფელები და სიკეთის მოყვარულები გახდნენ. დღეს შვიდ მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე ერთ საძმოდ არის გაერთიანებული. მათ შორის არ არსებობს რასობრივი, ეთნიკური, ნაციონალისტური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბარიერები, რაც ყოველთვის იყო სიძულვილის, ძალადობისა და სისხლის ღვრის მიზეზი. * დღეს მიმდინარე ეს ცვლილებები გვაძლევს იმის დაჯერების საფუძველს, რომ ღვთის დაპირებები მომავალში უფრო ფართო მასშტაბით შესრულდება.
რატომ ხდება ასეთი ცვლილებები ადამიანებში? ამ კითხვაზე პასუხს ბიბლიაში ჩაწერილი ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები გვცემს:
„მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ . . . ლომიც კი ხარივით შეჭამს ბზეს. ძუძუთა ბავშვი კობრას ხვრელთან ითამაშებს; ძუძუს მოწყვეტილი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს. ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:6—9).
ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ იმას არ აღწერს, რომ ცხოველები და ადამიანები ერთმანეთს
არ ავნებენ. წინასწარმეტყველების ბოლოს ნათქვამია, რა იქნება ამ ცვლილებების მიზეზი: „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“. ფაქტია, რომ ღვთის შესახებ ცოდნა ცხოველის საქციელზე არ მოქმედებს, რასაც ვერ ვიტყვით ადამიანებზე. ეს წინასწარმეტყველება იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ის ადამიანები, რომელთაც ცხოველური მიდრეკილებები ჰქონდათ, ბიბლიის შესწავლისა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების შედეგად შეიცვლებოდნენ და ქრისტიანულ თვისებებს განივითარებდნენ.მოვიყვანოთ პედროს * მაგალითი. ის ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა, რადგან სჯეროდა, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა. საბრძოლო მომზადების შემდეგ მას პოლიციელთა ყაზარმების აფეთქება დაევალა. ბრძანების შესრულების დროს ის დააპატიმრეს. მან ციხეში წელიწად-ნახევარი გაატარა, სადაც სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას აგრძელებდა. ამასობაში პედროს ცოლმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. გათავისუფლების შემდეგ ბიბლიის შესწავლა პედრომაც დაიწყო. იეჰოვა ღმერთის შესახებ ნასწავლმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მასზე, რომ მან აზროვნება და ცხოვრების წესი შეიცვალა. აი, რას ამბობს პედრო: „მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ არავინ მომიკლავს, სანამ ტერორისტი ვიყავი. ახლა ჩემი იარაღი ღვთის სულის მახვილი, ბიბლიაა, რომლითაც ხალხს ჭეშმარიტი მშვიდობისა და სამართლიანობის ცნობას, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, გადავცემ“. პედრო იმ ყაზარმებსაც ეწვია, რომელთა აფეთქებასაც ერთ დროს აპირებდა, მაგრამ ამჯერად იმ მიზნით, რომ მშვიდობიანი ქვეყნიერების შესახებ ექადაგა.
ის, თუ რა გავლენას ახდენს ღვთის სიტყვა ადამიანებზე, უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ღვთის განზრახვისამებრ ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა. ადამიანები უკეთესობისკენ შეიცვლებიან და ბოროტებას აღარ ჩაიდენენ. მალე იეჰოვა მოგვაშორებს ყველანაირი ბოროტების სათავეს, სატანა ეშმაკს, რომელიც უხილავად განაგებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). მალე სატანასთან ერთად მოისპობიან ისინიც, ვინც ჯიუტობს და თავს არ ანებებს ბოროტებას. რა სასიამოვნო იქნება ასეთ შესანიშნავ დროში ცხოვრება!
მაგრამ ჩვენგან რა მოითხოვება იმისათვის, რომ ასეთ მომავალს მოვესწროთ? ალბათ გახსოვთ, რომ იეჰოვას შესახებ ცოდნამ დღეს ბევრი შეცვალა და ახლო მომავალშიც მთელ მსოფლიოს შეცვლის. თუ პედროს მსგავსად საფუძვლიან ცოდნას მიიღებთ ბიბლიიდან, თქვენც მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ იცხოვროთ დედამიწაზე, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ამიტომ, მთელი გულით მოგიწოდებთ, ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, მიიღოთ ცოდნა ღვთისა და იესო ქრისტეს შესახებ, რაზეც თქვენი მარადიული სიცოცხლეა დამოკიდებული (იოანე 17:3).
[სქოლიოები]
^ აბზ. 21 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა „იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 25 სახელი შეცვლილია.
[ჩანართი 9 გვერდზე]
თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, რომ იცხოვროთ დედამიწაზე, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).