არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები

დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები

რჩევა 5

დაიკმაყოფილეთ სულიერი მოთხოვნილებები

რას გვეუბნება ბიბლია? „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

ხელის შემშლელი ფაქტორი. მსოფლიოში ათასობით რელიგია არსებობს, რომელთა უმეტესობა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ურთიერთგამომრიცხავ გზებს ასწავლის. როგორ უნდა გაიგოთ, რომელი რელიგია ასწავლის ჭეშმარიტებას და რომელია ღვთისთვის მოსაწონი? ზოგი ცნობილი მწერალი ირწმუნება, რომ ღვთის რწმენა და მისთვის თავის მიძღვნა უაზრობა და საზიანოც კია. ჟურნალ „მაკლინზში“ ერთი ცნობილი ათეისტის შეხედულებები ასეა შეჯამებული: „ქრისტიანული მრწამსი, რომელიც მეცნიერებისა და ჩვენი აღქმის მიღმა არსებულს ქადაგებს . . . ჩვენს ცხოვრებას აუფასურებს და მიდრეკილს გვხდის ძალადობისკენ“.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ? გამოიკვლიეთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები (რომაელები 1:20; ებრაელები 3:4). არ დაიჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ აზრი არა აქვს ისეთ კითხვებზე პასუხების ძიებას, როგორიცაა: რატომ ვარსებობთ? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? რატომ ხდება დედამიწაზე ამდენი უბედურება? რას ითხოვს ღმერთი ჩემგან? ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მარადიულ კმაყოფილებას მოგიტანთ.

მაგრამ ყველას ნათქვამს ბრმად ნუ ენდობით. ღვთის სიტყვა მოგიწოდებთ, გაიაზროთ და დარწმუნდეთ, რა არის ღვთისთვის მოსაწონი (რომაელები 12:1, 2). თქვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის. თუ შეისწავლით ბიბლიას და მის რჩევებს გაითვალისწინებთ, თავიდან აიცილებთ პრობლემებს, წუხილი შეგიმცირდებათ და ცხოვრება უფრო მეტ კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ეს არ არის ფუჭი სიტყვები. მილიონობით სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ძალიან ბედნიერია, რომ გაიგო ჭეშმარიტება ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. ზოგიერთი მათგანის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ჟურნალის მე-18—21 გვერდებზე.

თუ ბიბლიის ბრძნულ რჩევებს გაითვალისწინებთ, ღმერთს უფრო მეტად უერთგულებთ. შეგიძლიათ ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლოთ. შესწავლის დაწყების შემთხვევაში, ალბათ, დაეთანხმებით პავლე მოციქულს, რომელმაც თქვა: „დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმოთე 6:6).

[სურათი 8 გვერდზე]

დარწმუნდით, რა არის ღვთისთვის მოსაწონი