არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კეთროვნის განკურნება

კეთროვნის განკურნება

ახალგაზრდებისთვის

კეთროვნის განკურნება

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: ნაამანი, ელისე და ისრაელი გოგონა, რომლის სახელიც უცნობია.

მოკლე მიმოხილვა: სირიის მხედართმთავარი ნაამანი საშინელი დაავადებისგან მას შემდეგ განიკურნა, რაც ისრაელმა გოგონამ ელისეს ნახვა ურჩია.

1. წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე 2 მეფეების 5:1—19.

რა გრძნობებთან მოუწევდა ბრძოლა ისრაელ გოგონას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის ღვთისმოშიშ ოჯახს იყო მოწყვეტილი?

․․․․․

რატომ გაბრაზდა ნაამანი, ძლევამოსილი კაცი, რომელსაც მძიმე დაავადება ჰქონდა?

․․․․․

რა ემოციების დანახვა შეიძლება მე-11—13 მუხლებში ჩაწერილი ნაამანისა და მისი მსახურების საუბრიდან?

․․․․․

როგორ შეიცვალა ნაამანმა თვალსაზრისი, რაც მე-15 მუხლის დასაწყისში ჩანს?

․․․․․

2. გამოიკვლიე

შენი აზრით, რატომ იყო ნაამანი ამაყი ადამიანი? (კიდევ ერთხელ წაიკითხე 1-ლი მუხლი).

․․․․․

დამატებითი მასალის გამოყენებით უფრო მეტი გაიგე ბიბლიურ დროში არსებულ კეთრზე. * (მაგალითად, რამდენად სერიოზული იყო ეს დაავადება? იყო თუ არა გადამდები? როგორ მკურნალობდნენ კეთროვნებს?)

․․․․․

შენი აზრით, როგორ იმოქმედებდა პატარა ისრაელ გოგონაზე ნაამანის განკურნება?

․․․․․

რა მხრივ იქნებოდა ნაამანისთვის გამოცდა ელისეს პასუხი? (იხილე მუხლი 10).

3. მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

სიამაყის საშიშროებაზე.

․․․․․

შენი რწმენის შესახებ გაბედულად ლაპარაკზე.

․․․․․

იეჰოვაზე, რომელსაც დაავადებების განკურნების ძალა აქვს.

․․․․․

4. რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org

[სქოლიო]

^ აბზ. 18 კანის დაავადებაში, რომელიც ბიბლიურ დროში კეთრის სახელით იყო ცნობილი, ის დაავადებაც შედიოდა, რაც დღეს ჰანზენის დაავადებით არის ცნობილი.