დააფასეთ ის, რაც წმინდაა!
ახალგაზრდებისთვის
დააფასეთ ის, რაც წმინდაა!
მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?
მოქმედი პირები: ისაკი, რებეკა, იაკობი, ესავი.
მოკლე მიმოხილვა: ესავი თავის ტყუპისცალს, იაკობს, პირმშოობას უცვლის შეჭამანდში.
1. წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 25:20—34.
ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ხასიათის რა თავისებურებები გამოიკვეთა იაკობსა და ესავში?
․․․․․
შენი აზრით, როგორ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდობაში იაკობი და ესავი?
․․․․․
რა გრძნობებს ხედავ იაკობისა და ესავის საუბარში, რომელიც აღწერილია 30—33-ე მუხლებში?
․․․․․
გამოიკვლიე
მოიშველიე შენთვის ხელმისაწვდომი საკვლევი მასალა და გაიგე, რა უფლებებით სარგებლობდა პირმშო. რატომ იყო ამ უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი? რას ნიშნავდა პირმშოობის ერთ მათლაფა შეჭამანდში გაცვლა?
․․․․․
2. წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 27:1—10, 30—38.
რა გრძნობის დანახვა შეიძლება ესავის სიტყვებში, როცა მიხვდა, რომ პირმშოს კურთხევა მისმა ძმამ მიიღო?
․․․․․
გამოიკვლიე
არასწორად მოიქცნენ რებეკა და იაკობი, როცა ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ კურთხევა იაკობს მიეღო? რატომ ფიქრობ ასე? (მინიშნება: იხილე დაბადების 25:23, 33)
․․․․․
3. მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .
იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება ჩვენი მოთხოვნილებების მყისიერად დაკმაყოფილებას.
․․․․․
საფიქრებელი კითხვები
რა არის შენთვის წმინდა?
․․․․․
რით შეგიძლია ცხადყო, რომ აფასებ იმას, რაც წმინდაა?
․․․․․
4. რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?
․․․․․
თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org